მთავარი » 2013 » მაისი » 1 » Miley Cyrus & Liam Hemsworth’s Most Scandalous Moments
9:46 PM
Miley Cyrus & Liam Hemsworth’s Most Scandalous Moments
Miley And Liam
მაილისა და ლიამის სკანდალური მომენტები.
სრულში შემოდით , იმედია მოგეწონებათ <3 
  


ამბობენ სკანდალები შეყვარებულ გულს უფრო მეტად აგიზგიზებსო. და ეს შეიძლება მართალიცაა, მაილი საირუსის და ლიამ ჰემსვორსის ვარსკვლავური წყვილის შემთხვევში, მაინც! გასულმა წელმა მათ უამრავი სკანდალი მოუტანა.

 დაწყებული ტატუებიდან უცნობი მესამე პირებით დამთავრებული. მაგრამ მაინც, ისინი დღეს დანიშნულები არიან.ალბათ, სწორედ ესაა ნამდვილი სიყვარული. ამის ერთ-ერთი დამამტკიცებელი საბუთია მაილის ტატუ, რომელიც თინეიჯერთა კერპმა 22 მარტს დაიხატა სხეულზე : "Love Never Dies.” 

ერთ-ერთი დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია პაპარაცულმა ფოტოებმა, რომლებიც გადაღებულ იქნა 2012 წლის 13 ივნისს და რომლებზეც, გამოსახული იყო მაილი უცნობ მამაკაცთან ერთად მაიამიში. აღმოჩნდა, რომ "უცნობი" გოგონას ძველი მეგობარი ჩეინ ტომასი იყო
პრესა ააჭრელა მაილის ფილმმა "LOL" -მა. ამბობდნენ, რომ საირუსმა გადაღებების დროს რომანი გააბა დუგლას ბუტთან. თუმცა, ესეც მორიგი ჭორი გამოდგა. 

მითქმა-მოთქმა გამოიწვია მაილი საირუსის კლიპმა "Decisions,” -მა, რადგან ვიდეოში მომღერალი ცხენს კოცნის. ყველა ეს უაზრო ჭორი და ხმები "მიამის" დაშორებასთან დაკავშირებით უარყო 2013 წლის იანვარში გამოჩენილმა ფოტოებმა, სადაც წყვილი შესანიშნავ დროს ატარებდა კოსტა რიკაზე.
კოსმოპოლიტენის მარტის გამოცემაში მაილის წამოცდა, რომ ის და ლიამი უკვე ცოლ-ქმარი იყვნენ. ამის საწინააღმდეგოდ ყვითელმა პრესამ მოიყვანა ის ფაქტი, რომ იანვარში ლიამი შენიშნეს თუ როგორ ეფლირტავებოდა ემა უოტსონს.

 მაგრამ, მარტში გამოჩნდა ლოს ანჯელესში გადაღებული ფოტოები, სადაც მაილის ხელზე შეინიშნება დანიშვნის ბეჭედი. ამ ფოტოებმა ყოველგვარი ეჭვები ისევ გააქარწყლა. 



 LadyVampire


კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 731 | დაამატა: nana_directioner | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 5

(2013-05-03 6:25 PM)
* 5 marriami   [Entry]
ra mogvwoneba skandalebi biggrin