New Story - 30 მაისში 2013 - საუკეთესო თინეიჯერული საიტი
მთავარი » 2013 » მაისი » 30 » New Story
10:49 PM
New Story
NeStory
თითქოს მოკლე მაგრამ გრძელი ჩანახატი:( 
 იმედია მოგეწონებათ:(*




ძველი დღეები …? ნელ–ნელა იცვლები და იცვლება ჩემი გრძნობები … ჩემი სითბოს გამოხატვა და სიცივეს შეგრძნება… იყო და არა იყო რა … დაწყებული ცხოვრება ისე გამიფრინდა, ვერც ვიგრძენი. ვერც ვიგრძენი და ვერც ვხვდები, რატომ შეიცვალა ირგვლივ ყველაფერი … რატომ შეიცვალა გრძნობა და ფიქრი. ყველაფერი მეგონა,რომ ისე იქნებოდა როგორც არის. თუმცა რა აზრი აქვს ჩემს ფიქრებს ! – შეცვლილია.



წარსულის აჩრდილი უკან დამყვება და მაინც თავს მახსენებს მძიმედ.ხანდახან ვტირი კიდეც, რომ მახსენდება როგორი ვიყავი ადრე… სულ სხვანაირი სიტყვით და ბგერით … სხვანაირი ადამიანობით. შიშველი დასუსტებული ხელებით და არა გახელილი თვალებით გადავდივარ გზაზე, ისე თითქოს ვერც ვიხედები და თან არ შემიძლია, მე დიდ დროს ვუთმობ ტყუილს. 
თუ ყველას დავანახე ჩემი მე–ობა რაღა გამოვა… 
მე ? ეს მე ვარ .. ცუდი ცხოვრების მოსწავლე. ნაწილებად დაშლილი ყოფილი სული თითქოს მაინც მომდევს და თითქოს ვუყვარვარ მას კვლავ. 
და ერთხელ გული ძლივსღა სუნთქავდა… 
ყველას დავაჯერე,რომ არაფერი არ არსებობს.. მეგობრობა,სიყვარული … ? 
მაგრამ ახლა მინდა ყველაზე მეტად მჯეროდეს ყველა გრძნობის.: ( 
დროებით არ ვმოქმედობ, ვვადამიანობ. ვფიქრობ ყველაფერზე და თითქოს გრძნობა მაწვება და მეორდება… 
გაფანტული ოცნება. 
დამალული რეალობა. 
დაკარგული სიტყვები. 
გადახვეწილი აწრები. 
ჩაკეტილი გრძნობები. 
მონატრებული სითბო და მონატრებული ადამიანები ……….. 
და სხვა … 


ფიქრი, ფიქრზე მოდის და აწყდება ტალღას. ისევ თავისი ოცნებით მოდის გზაზე ხელებ ახვეული ვიღაც, მაგრამ ვერ ვხედავთ. ალბათ ცუდია,როცა ვერ ხედავ და გრძნობ. თუმცა როგორ დავინახავთ, ის ხო არ არსებობს. 
რეალობა მომენატრა ადამიანებო !!! 
„ ადამიანებო " ? = ადამი ? : )))))) 
ნელ–ნელა ვებრძვი სიცარიელეს და გავანადგურო ძველი მოგონებები … იმედია ყველაფერი კარგად იქნება … ვცდილობ მაგრამ ცხოვრებას ვერაფერს ვთავაზობ ახალს და საინტერესოს … მრავალფეროვნებაც დაიღალა. არსებობა ითხოვს მოძრაობას მაგრამ მოძრაობა წინ სვლის გარეშე ვის გაუგია … არსებობა სუნთქვას ითხოვს და ჰაერი ჩახშულია უაზრო ადამიანებით. ვცდილობ , აღარ ვიყურო უკან… 
გონება გამოფიტულია…



ვგრძნობ,რომ რაღაც მიახლოვდება … მაგრამ არ ვიცი რა … ))) მაწვება და მაწუხებს … სწორედ ასე იწყება გაარდაცვალება ალბათ ქვეყნად .. )) ბაბილინა დამთავრდა და მე ჯერ კიდევ მღვიძავს.
კატეგორია: ჩანახატები ♥ | ნანახია: 131 | დაამატა: NinnieIsOnly | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3

(2013-05-31 11:39 AM)
dzaaaan magaria! ♥ ♥ ♥



(2013-05-31 8:19 AM)
* 2 SoPii))   [Entry]
dzalian momewonaaa <3
chanaxarebis deda xarr!!



(2013-05-30 11:27 PM)
* 1 Dona♡   [Entry]
მომეწონა))0


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]