დენიელ რედკლიფმა აღიარა, რომ იმდენად მოსწონს მსახიობი კრისტენ სტუარტი, რომ მზადაა ხელში აყვანილი ატაროს.
კრისტენი "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე ყავარჯნებით მივიდა. ვარსკვლავს ფეხზე ჭრილობა აქვს. სცენაზე გამარჯვებულის წარსადგენად სტუარტი "ჰარი პოტერის" როლის შემსრულებელ დენიელ რედკლიფთან ერთად ავიდა. დაჯილდოების შემდეგ დენიელმა აღიარა, რომ სურდა დახმარებოდა კოლეგას და სცენაზე აეყვანა.
"თავს საშინლად ვგრძნობდი. მინდოდა ხელში ამეტაცა და სცენაზე ამეყვანა. თუმცა შეიძლება დამვარდნოდა და მისი ჭრილობა განმეახლებინა", - განაცხადა დენიელ რედკლიფმა.
დასავლურ პრესაში უკვე გავრცელდა ჭორი იმის შესახებ, რომ დენიელი გულგრილი არ არის კრისტენ სტუარტის მიმართ.
"ძალიან მინდოდა მასთან შეხვედრა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. იცით რა? ის ძალიან საყვარელია. ნამდვილად, ძალიან საყვარელია", - განაცხადა დენიელ რედკლიფმა.
4:46 PM News | |
Kerry Katona-ს კონცერტიHarry Styly concert Jastin Biber With 3 Girl Michelle Williams Beyonce New Photo Miranda Kerr With Dog Rita Ora New Conncert Vanessa Hudgens Ashley Green Pink T-shirt Selena Gomez & Vanessa Hudgens&Ashley Olsen ანჯელინა ჯოლი თავის მეორე ფილმს იღებს ანჯელინა ჯოლი, როგორც რეჟისორი თავის მეორე ფილმზე მუშაობს. ვარსკვლავთან ერთად ახალ პროექტზე ცნობილი რეჟისორები და სცენარისტები, ძმები ითან და ჯოელ კოენები იმუშავებენ. ისინი აჯნელინას ფილმის სცენარს დაუწერენ. გუნდი ლუის ზამპერინის ისტორიის ეკრანიზაციაზე მუშაობს. სცენარი 1936 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, სპორტსმენ ლუის ზამპერინზე მოგვითხრობს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდა და ტყვეობას თავი ცოცხალმა დააღწია. ინტერესი ლუის ზამპერინის მიმართ, ლორა ჰელენბერდის ახლადგამოსულმა დოკუმენტურმა რომანმა განაახლა. წიგნის წაკითხვის შემდეგ, ჯოლის მისი ეკრანიზების იდეა გაუჩნდა. შეგახსენებთ, ეს ფილმი მსახიობისთვის მეორე სარეჟისორო ნამუშევარი იქნება. გასულ წელს ეკრანებზე დრამა "სისხლისა და თაფლის ქვეყანაში" გამოვიდა, რომელიც 1992-1995 ომის წლებში ბოსნიელისა და სერბის სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს. აღსანიშნავია, რომ ჯოლის ახალ ფილმს ისტორიის მთავარი გმირიც შეაფასებს. ის ახლა 96 წლისაა. ჯორჯ კლუნი მზადაა, ყველა ლონდონელს ჩაეხუტოს მადამ ტუსოს მუზეუმის თანამშრომლებმა წლის ყველაზე რომანტიკულ თვეს გადაწყვიტეს, ლონდონელებისთვის დღესასწაული მოეწყოთ. მათ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მსახიობ ჯორჯ კლუნის ცვილის ფიგურა მოათავსეს. ორეული მსახიობს ძალიან ჰგავს. ლონდონელებმა იდეა მოიწონეს. ისინი ვარსკვლავის ფიგურას ეხუტებიან და მასთან ფოტოებს იღებენ. დენიელ რედკლიფი მზადაა, კრისტენ სტუარტი ხელით ატაროს ჯენიფერ ლოურენსმა ჟურნალისტებს შუა თითი უჩვენა 24 თებერვალს, ლოს-ანჯელესში, "დოლბის" თეატრში "ოსკარის" რიგით 85-ე დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია გაიმართა. მსახიობმა ჯენიფერ ლოურენსმა ცერემონიალზე თავი მხოლოდ ნომინაციაში - ”საუკეთესო მსახიობი ქალი” გამარჯვებით არ გამოიჩინა. მსახიობი უტაქტოდ მოიქცა და პრესის ოთახში ჟურნალისტებს შუა თითი უჩვენა. უცნობია, რამ გააღიზიანა ახალგაზრდა მსახიობi. ბრიტნი სპირსმა იმიჯი შეიცვალა შოუ X factor-ის დატოვების და საქმროსთან განშორების შემდეგ, ცნობილმა მომღერალმა ბრიტნი სპირსმა იმიჯის შეცვლა გადაწყვიტა. პოპ-პრინცესამ კიდევ ერთხელ გააოცა საზოგადოება. ვარსკვლავი ელტონ ჯონის საქველმოქმედო საღამოზე წაბლისფერი თმებით მივიდა. ბრიტნი იმდენად შეცვალა თმის ახალმა ფერმა, რომ მისი ცნობა ბევრს გაუჭირდა. ელტონ ჯონის საღამოზე, რომელიც "ოსკარის" შემდგომ გაიმართა, სპირსი შავ, ღრმა დეკოლტით გაფორმებულ კაბაში გამოწყობილი მივიდა. ბრიტნი ხშირად ატარებს ექსპერიმენტებს მის იმიჯთან დაკავშირებით. 2006 წელს ვარსკვლავს უკვე ჰქონდა წაბლისფერი თმა. ბრიტნის ახალი გადაწყვეტილება სტილისტებმა დადებითად შეაფასეს. ირინა შეიკი და ალესანდრა ამბროსიო ალესანდრა ამბროსიომ და ირინა შეიკმა მონაწილეობა მიიღეს ჟურნალ Fashion Book-ის ახალი ნომრის ფოტოსესიაში, რომლის ავტორიც ფრანგული Vogue-ის ექსრედაქტორი კარინ როიტფელდია. მოდელები ულამაზეს კუნძულზე პოზირებდნენ ფოტოკამერების წინ და როგორც ფოტოებიდან ჩანს, სამუშაოსთან ერთად კარგი დროც გაატარეს ტროპიკულ პლაჟზე. მათ კომპანიონობა მსახიობმა და რეალითი-შოუს ვარსკვლავმა ანჯელა რაიოლამ გაუწია. დედიკოს კვალდაკვალ: სუპერმოდელი ალესანდრა ამბროსიო და მისი ქალიშვილი London Fog-ის რეკლამაში ალესანდრა ამბროსიო კომპანია London Fog-ის სარეკლამო კამპანიაში გადაიღეს. ფოტოსესიას მოდელის პატარა გოგონა, ანიაც ესწრებოდა. ფოტოგრაფებმა გადაღებებს შორის შესვენებებში დედა-შვილი ერთად დააფიქსირეს. კადრები იმდენად შთამბეჭდავი გამოვიდა, რომ სარეკლამო კამპანიის ნაწილი გახდა. იმედია მოგეწონებათ! T-sopo2000 | |
|
სულ კომენტარები: 6 | |
|