PRADA - 8 ივნისში 2013 - საუკეთესო თინეიჯერული საიტი
მთავარი » 2013 » ივნისი » 8 » PRADA
2:01 PM
PRADA
PRADA

Fratelli Prada

    


იტალიური მოდის ბრენდი პრადა (Prada) შეიქმნა მილანში. მისი დამფუძნებელი იყო მარიო  პრადა, რომელმაც 1913 წელს გახსნა ძვირფასი ტყავის სამგზავრო ჩანთების და ხელთათმანების პატარა მაღაზია. 
პროდუქცია მზადდებოდა ეკზოტიკური ზღვის ლომის ტყავისგან, რითაც მან მიიზიდა შეძლებული კლიენტები. იმ დროისთვის კომპანიას ერქვა Fratelli Prada (ძმები პრადები).      
  გამომდინარე იქიდან, რომ მარიოს ბიზნესი თავიდანვე საკმაოდ წარმატებულად ვითარდება, მოკლე დროში იგი ცნობილი ხდება მთელს ევროპაში.მაგრამ ნამდვილ წარმატებას კომპანია პრადა აღწევს როდესაც 1958 წელს იგი გადადის მარიოს შვილის ლუიზას ხელში.
   1970 – იანი წლებისთვის კომპანიის Fratelli Prada პროდუქცია იყიდება როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში. არისტოკრატული ჩანთები, მასში ჩაქსოვილი თვლებით, კუს ჯავშნის ელემენტებით და მორთული ძვირფასი ჯიშის ხის მასალით, შეადგენს მაშინდელი არისტოკრატიის შემადგენელ სიმბოლოს. მაგრამ, მიუხედავად მომხიბვლელი შეხედულებისა, პრადას ჩანთები  იყო ძალიან დიდი და მძიმე. ამიტომ კომპანიის მოგება იმ პერიოდში საკმაოდ მცირეა და 1970 – იან წლებში იგი გაკოტრების პირას დგება.    
  1978 წელს პრადა გადადის ლუიზას შვილის – მიუჩა პრადას ხელში. სწორედ მის პერიოდში ხდება კომპანია მთელს მსოფლიოში ცნობილი ბრენდი. 


  მიუჩა პრადა დაიბადა 1949 წელს. იგი გატაცებული იყო პოლიტოლოგიით და აღებული აქვს პოლიტოლოგის დიპლომი, რის შემდეგაც დაცული აქვს დისერტაცია მერქსიზმის თემაზე.  იგი იყო კომუნიზმის მიმდევარი და არც არასოდეს დაუმალავს ეს ფაქტი. 
    70 – იან წლებში ერთმანეთს ხვდებიან მიუჩა პრადა და მისი მომავალი მეუღლე – პატრიციო ბერტელი, რომელიც დაკავებულია ტყავის პროდუქციის წარმოებით.   


1978 წელს  მიუჩა იბარებს კომპანია პრადას ხელმძღვანელობას. ამავე წელს პატრიციო აფორმებს ექსკლუზიურ შეთანხმებას  მიუჩასთან კოლექციის პრადას მარკით წარმოებასა და გავრცელებასთან დაკავშირებით. ეს ხელშეკრულება გახდა საფუძველი საერთაშორისო ბაზარზე პრადას პროდუქციის დისტრიბუციის.  პატრიციო ძალიან ბევრს აკეთებს პრადას სამოდელო სახლისთვის. იგი დებს სერიოზული თანხებს კომპანიის პიარში, რითაც ხელს უწყობს უკვე მეუღლის (მიუჩას) დიზაინერულ შესაძლებლობების მსოფლიო აღიარებას.   


  1983 წელს Via della Spiga ქუჩაზე იხსნება პრადას ახალი მაღაზია, რომელის დიზაინიც იქმნება ღია მწვანე ფერებში. სწორედ ეს ფერი ხდება ასოცირებული კომპანიის ყველა ბუტიკთან შემდგომში.
    1985 წელს გამოდის მიუჩა პრადას არაჩვეულებრივი კოლექცია, რომელშიც იგი მძიმე მასალის  ნაცვლად იყენებს მსუბუქ მატერიას. კოლექციის ჩანთები იკერება  პარაშუტის ნეილონისგან და არის ძალიან პრაქტიკული. სწორედ პეაქტიკულობა და დიზაინი იქნა შეფასებული მომხმარებლების მიერ და კოლექციას მოჰყვა დიდი წარმატება მიუხედავად იმისა, რომ ფასები იყო საკმაოდ მაღალი.
   1989 წელს გამოდის მიუჩის ტანსაცმლის კოლექცია pret-a-porte.  მთელი კოლექცია გადაწყვეტილია მშვიდ ფერებში დომინანტურ შავ ფერთან ერთად. სწორედ ამ კონტრასტული ფერებით იგი იმსახურებს მყიდველთა სიმპათიას. 
  1992 წელს გამოდის პრადას ახალი მარკის ტანსაცმელი – Miu Miu, რომელიც ორიენტირებულია ახალგაზრდა თაობაზე. ეს არის მსუბუქი, თავისუფალი ტანსაცმელი გადაწყვეტილი თბილ ფერებში. 


90 – იან წლებში პრადა იწყებს მზის სათვალეების ხაზის გამოშვებას. სათვალეები შესრულებულა მყვირალა ფერებში კვადრატული ფორმის ჩარჩოთი, რაც ძალიან კონტრასტულია პრადას სტილთან. ამიტომ მათ არქმევენ " მახინჯ პრადას".  მაგრამ, გარკვეული დროის შემდეგ  სათვალეები ხდება პრადას სავაჭრო მარკის ერთ–ერთი სავიზიტო ბარათი, მიუჩა კი  ამერიკაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში იღებს გრან–პრის საუკეთესო აქსესუარების ნომინაციაში.  
 
  
 
1997 წელს პრადა უშვებს ახალ სავაჭრო მარკას Prada Sport, რომელიც წარმოადგენს სპორტულ ტანსაცმელს.
 
 
დღევანდელ დღეს კომპანიას აქვს დაახლოაბით 200 მაღაზია მთელს მსოფლიოში. მას ეკუთვნის რამდენიმე სავაჭრო მარკა: Prada Donna, Prada Uomo, Miu Miu, Helmut Lang, Jil Sander, Granello. პრადა აქტიურად თანამშრომლობს კომპანია ელ ჯი (LG)– სთან მობილური ტელეფონების დიზაინის შექმნის მიმართულებით.





ნანახია: 121 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4

(2013-06-09 11:28 AM)
ramagaria^^ ♥ ♥ yochagh ♥



(2013-06-08 10:13 PM)
* 3 SoPii))   [Entry]
sainteresoaa ^^



(2013-06-08 9:34 PM)
* 2 Dona♡   [Entry]
sainteresoa



(2013-06-08 3:31 PM)
dzalian saintereso newsia, yochag clap


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]