მთავარი » 2013 » იანვარი » 3 » say that it's true//.. say that you love me
9:55 PM
say that it's true//.. say that you love me
Tumblr_mfzbh72dov1rf275uo1_500_large

(თავი 42)
დიდხანს აღარ დამიყოვნებია, პირდაპირ წამოვდექი და ტანსაცმლის შერჩევა დავიწყე, მაშინვე იმას დავავლე ხელი რაც პირველი მომხვდა თვალში. სწრაფად ჩავიცვი და დაბლა ჩავედი. სახლში, მართლაც სიჩუმე სუფევდა, მეგონა იქ მხოლოდ მე ვიყავი, თუმცა, როდესაც სამზარეულოში შევედი, მაგიდასტან მჯდომ მამაჩემს გადავეყარე.
-მაა არ ვიცოდი სახლში თუ იყავი.-ვუთხარი და მაცივარი გამოვაღე, მას კი არაფერი უთქვამს, მხოლოდ უხერხულად ჩაახველა. სენდვიჩი გავიკეთე და რძე მოვსვი, შემდეგ მამაჩემისწინ მორცხვად ჩამოვჯექი. დავინახე, როგორ სვავდა ყავას და ფიქრებში დაფრინავდა, მეც უხერხულად ყელში გაჩხერილ ლუკმას რძეს ვატანდი რათა გადამეყლაპა.
-ელენე მომისმინე-იდუმალი ხმით შემეგება მამაჩემი და მე გამომხედა. პასუხის ნიშნად მეც მას დავაშტერდი, მოუძთმენლად ველოდი რის ტქმა აპირებდა იგი, თუმცა სიტყვები ყელში ეჩრებოდა.
-ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს გუშინ სად იყავი, რადგან ყოველთვის ჭკვიანი გოგო მეგონე და სავსებით გენდობი, ოღონდ-ჩაახველა-წინასწარ გამაფრთხილე, როცა სახლიდან გაქცევას გადაწყვეტ ხოლმე-თვალი ჩამიკრა და ლაპარაკი დაასრულა, მეც შვებით ამოვისუნთქე. მამაჩემთან საუბარი არასდროს მიჭირდა, მას ნამდვილად ესმოდა ჩემი.
-მადლობა მამა რომ მენდიბი-დნავ გალაღებულმა წარმოვთქვი.
-კარგი წავედი მე მაგვიანდება-თქვა და წამოდგა, მეც რძიანი ჭიქა იქვე დავდგი და წამოვდექი.
-უი ხო სულ დამავიწყდა,-ჩაფიქრდა-დღე საღამოს, ნაცნობი მეწვევა და ერთად ვივახშმებთ, მინდა, რომ შენც დაესწრო ვახშამს, იმედი მაქვს იწნააღმდეგი არ იქნები.
-არა რათქმაუნდა-თუმცა ვერ ვიტყვი იმას, რომ დიდად მინდოდა მთელი საღამო მოჩვენებითად გაღიმებული ვმჯდარიყავი, ჩემთვის უცნობი ადამიანის წინ.
-მაშინ მოემზადე, საღამოსთვის ლამაზად გამოეწყე-მითხრა და შუბლზე მაკოცა, შემდეგ კი  დაუყოვნებლივ დატოვა სახლი. მაშინვე დაღრეჯილმა ბაბის დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე კაბის შესარჩევად. ვგრძნობ დღეს ბევრი სიარული მომიწევს, გავიფიქრე და მაღლა ავედი. შედარებით პრაქტიკული ტანსაცმელი ჩავიცვი და ისევ დაბლა ჩავედი, ამასობაში ბაბიც მოადგა ჩემი სახლიდ კარებს.
-აბაა რა ხდებაა?-შემოვიდა და კარები მიხურა.
-როგორც ყოველთვის, მამაჩემის ვიღაც ნაცნობთან მიწევს ვახშმობა და შესაფერისი კაბის საყიდლად უნდა წამომყვე.
-ახხ რათქმაუნდა-ჩაიცინა და ტახტზე ჩამოჯდა, მეც მის წინ წამოვკოტრიალდი.
2d3vw3_large
-რაღას უცდი წავედით-მითხრა და ტაში შემოჰკრა.
-კაი წავიდეთ.
-ხო მაგრამ გუშინდელზე გაქვს რაღაც სათქმელი-საჩვენებელი თითი გამიქნია.
-ხოდა გზაშიც მოვასწრებთ-ვუთხარი და გასასვლელისკენ გავათრიე. გარეთ მზიანი ამინდი იყო, ჩემი კაბრიოლეტისკენ დავძარით, პირდაპირ შიგ ჩავხტი და მანქანა დავქოქე.გზაში ბაბის გუშინდელზე ვუყვებოდი, ისიც აღტაცებით მისმენდა.
-უხ ეს დათო, დამანახა ადგილზე შემომაკვდება-გამწარებულმა ჩაილაპარაკა, მის რეაქციაზე გამეცინა.
-კაი დამშვიდდი, არ ღირს მისნაირებზე დარდი-სრულაიდ მშვიდად წარმოვთქვი.

მალევე ჩემი მანქანა ყველაზე ძვირფასი მაღაზიის წინ გავაჩერე. ერთი სული მქონდა ამ შოპინგისთვის ბოლო მომეღო თუმცა არც ესე ადვილად იყო საქმე. როგორც ყოველთვის შესაფერისი კაბის მოძებნა ძალიან გამიჭირდა, თიტქმის თბილისის ყველა მაღაზიის შემოვლა დამჭირდა და როგორც იქნა მივადექით ჩემთვის შესაფერის კაბას. 
Tumblr_m62xaengkb1qlqlb3o1_500_large
მუხლებამდე, შავი არაჩვეულ;ებრივი საღამოს კაბა იყო. წელზე შემოტკეცილი, რაც უფრო მიმზიდველი იყო, უმხრებო მკერდთან ოდნავ კრემისფერი კანტი გაზდევდა და წელზე საშვალო ზომის შავი ბანტით იყო გარშემორტყმული. ბაბისაც მოეწონა ჩემი არჩევანი.  კაბის შერჩევის შემდეგ უამრავ წვრილმანს მოვკარი თვალი, რომელიც დაუფიქრებლად შევიძინე, ბოლოს სახლში საშინლად დატვირთულები და დაქანცულები დავბრუნდით, ბაბი სახლში მივაცილე და მეც უკან დავბრუნდი. გული დამწყდა, რომ დღეს ყველაზე მომაბეზრებელი საღამო მექნებოდა, მაგრამ რა გაეწყობა. ისევ მოწყენილმა შევაღე სახლის კარები, შინ რთქმაუნდა მხოლოდ დედაჩემი დამხვდა.
-ელენე როგორ ხარ?-მომმვარდა და გაშტერებულმა დამიწყო ცქერა.
-კარგად ვარ დედა-ვუთხარი უემოციოდ და ჩემი ოთახისკენ დავიძარი. ნაყიდი ნივთები საწოლზე დავყარე მე თვითონაც მათ გვერდით წამოვწექი და ამოვიოხრე. 
Tumblr_md7fjrv05s1qacbojo1_500_large
ცოტახანი ფიქრებით გავერთე შემდეგ ისევ მიწაზე დავეშვი და საღამოისთვის მომზადება დავიწყე. მამაჩემი 8-ისთვის უნდა მოსულიყო , ახლა კი 8-ის ნახევარი იყო. გადავლება მოვასწარი და ახლა უკვე კაბის მორგებას შევუდექი, შემდეგ შეაფერისი ვარცხნილობა და მაკიაჟი შევუხამე, თუფლებიც თვალის მომჭრელი შევარჩიე, როგორც იქნა მომზადება მოვათავე და აი მალევე მომესმა ზარის ხმა. მეც გავაღე ოთახის კარები და დაბლა დავეშვი.
-ელენე მშვენივრად გამოიყურები-მითხრა შემოსასვლელში მდგომმა მამაჩემმა, როდესაც კიბეებზე ვეშვებოდი.
-მადლობა მამა,-ღიმილით შევეგებე. -შენი სტუმარი სად არის?
-მალე მოვა-მითხრა სასტუმრო ოთახში გავედით, სადაც სუფრა უკვე გაშლილი იყო. მე სკამზე ჩამოვჯექი. მალე ტატოც და დედაჩემიც შემოგვიერთდნენ. მე ისევ მოუთმენლად ველოდი მამაჩემის სტუმარს, სიმართლე გითხრათ სულ არ მაინტერესებდა ვინ იქნებოდა იგი ამ ჯერად, მამაჩემის ყველა ნაცნობი, ხომ ერთნაირი, ჩემთვის მომაბეზრებელი ადამიანი იყო.
-აი ისიც მოვიდა-თქვა მამაჩემმა და გახარებულმა შემოაბიჯა სასტუმრო ოთახში, ყველა ფეხზე წამოვდექით და მოუთმენლად შემოსასვლელისკენ გავიხედეთ და აი ისიც გამოჩნდა, მისი ოთახში შემისვლა და ჩემი გულის აჩქარება ერთი იყო, მგონი ეს საღამო იმაზე საინტერესო იქნება ვიდრე მე მეგონა, გავიფიქრე და თვალები ეშმაკურად ავათამაშე...

 მაპატიეთ, რომ ასეთი პატარა გამომივიდა, უბრალოდ ისეთი მთვრალი ვარ სკამზე ძლივს ვზივარ :დდდ არა მართლა არ ვაპირებდი ამის დაწერასაც, მაგრამ სინდისმა შემაწუხა, თუ კომენტარები ექნება მალე უზარმაზარ და ძალიან საინტერესო თავს დავდებ, მივარხართ და გილოცავთ ახალ წელს!
კატეგორია: Book | ნანახია: 1213 | დაამატა: missponchishka | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6

(2013-01-04 10:02 PM)
* 6    [Entry]
kkargia male daade