say that it's true//.. say that you love me - 17 აპრილში 2013 - საუკეთესო თინეიჯერული საიტი
მთავარი » 2013 » აპრილი » 17 » say that it's true//.. say that you love me
10:57 AM
say that it's true//.. say that you love me
say that it's true//.. say that you love me
chapter 49
როგორც იქნა ახალი თავის წერა დავიწყე,
 ახალი შემართებით და ასეთივე შემართებით
 დავასრულე იგი ახლა მხოლოდ ის გევალებათ,
რომ წაიკითხოთ, აბა ყველანი სრულიადში სასწრაფოდ!
"არანაირი ზღვარი, თამაში გარეთ, მხოლოდ  ბრძოლა, ბრძოლის შიგნით."

chapter 49
არ მჯეროდა, რომ ისევ ვუყურებდი მის თაფლისფერ თვალებს, თვალებს, რომლებიც ყოველთვის დიდი სითბოთი იყო ავსებული, თუმცა ახლა ის სითბო სადღაც დაკარგულიყო. ყოველ ამოსუნთქვასთან ერთად უფრო მტკივდებოდა გული.  თითქოს გულს რაღაც მთელი ძალით ხუთავდა, ყველა მოგონება თვალ წინ გადაიშალა და იმ უსუსურ წამებში ჩემს თვალწინ იმდენმა რამემ გადაიარა, მეგონა, რომ უკვე 1 წელია ასე ვიდექი. წამი, რომელშიც უამრავი დრო ერთად იყო ჩაქსოვილი. ცხოვრების მელოდია... უხეში წამები, ცრემლები ძალაუნებურად ცდილობდნენ დაუფლებოდნენ ჩემს სახეს თუმცა მათ რაღაც აკავებდათ. არ მინდოდა თვალების დახამხამება, რადგან ვიცოდი ერთ დახამხამებს, რაც მოყვებოდა, მე კი არ მინდოდა მის წინ ტირილი. ძალაუნებურად ვუყურებდი მის აჩეჩილ თამს, მის ბავშვურ ღიმილს, რომელიც ასე ძალიან მომნატრებოდა, ყველაფერი ეს კი საოცარი ძალით მოქმედებდა ჩემს გულზე. თანდათან თვალები მიჭრელდებოდა, თუმცა მისი ფიგურის გარჩევას მაინც ვახერხებდი. მხოლოდ შინაგანი მელოდია, წარსულის მელოდია არღვევდა გაუსაძლის სიჩუმეს. მეშინოდა, რომ ახლა ისიც გაიგებდა ჩემი გულის ცემას, მეშინოდა, რომ მასაც ისევე ძლიერ სტიკიოდა, როგორც მე თუმცა ამის არანაირი ნიშანი არ დატყობია სახეზე. სადღაც მივექანებოდი, სადღაც ძალიან შორს ვიდექი ჩემი ფიქრებით, თითქოს ყველაფერ ამას შორიდან ვუყურებდი. თითქოს მისი მზერა სულაც არ იყო ჩემსკენ მომართული, მიყურებდა, თუმცა ამ მზერის მიღმა ერთი დიდი სიცარიელე იგრძნობოდ. ვცდილობდი რამე მათქვა, თუმცა 1 წლის დუმილის შემდეგ ვერაფრის თქმას ვეღარ ვახერხებდი, ახლა ჩემი გული თავისით ლაპარაკობდა, მე კი ჯერ კიდევ თვალებში ჩამდგარი ცრემლების შეკავებას ვცდილობდი. ჩემი ნება, რომ ყოფილიყო ძირს დავემხობოდი და მთელი ძალით ვიტირებდი, თუმცა არ შემეძლო, ზღვარი, რომელიც ჩემს წინ აღმართულიყო უმოწყალოდ მაკავებდა, ჩემს კუთვნილ ადგილას და განძრევის საშუალებას არ მაძლევდა. ეს არ იყო უბრალოდ სიზმარში ნახული რაიმე კოშმარი, არც ოცნებებში მოხეტიალე შავი ფიქრები არა ეს რეალობა იყო, ოცნებაზე და სიზმრებზე უფრო საშინელება და ამ საშინელებას "ცხოვრება" ერქვა. რეალობა ისევ უმოწყალოდ მჭრიდა თვალს  და წამითაც არ მაძლევდა იმის უფლებას,რომ წარმომედგინა თითქოს ეს ყველაფერი სრული ილუზია იყო. მაშინვე თვალწინ მისწორებდა მის ბავშვურ ღიმილს, მის თბილ მზერას, რომელიც ახლა სამწუხაროდ გაყინულიყო ჩემს მიმართ. მზერას, რომლის მიღმაც სრული სიცარიელე იყო, თუმცა გული ყველაფერს ამბობდა. 
-როგორ ხარ?-ოდნავ გაიღიმა, უჭირდა რამის თქმა თუმცა ამ უხერხულობის განსამუხტათ ისევ რამის თქმა არჩია.-მარის შესახებ გავიგე და ძალიან ვწუხვარ-ოდნავ დამწუხრებულმა წარმოთქვა და ისევ დადუმდა. ადგილიდან არ განძრეულა, ისევ იგივე ემოცია, იგივე მზერა. წამები, რომლებიც უსაშველოდ გადიოდა, შემეძლო შემემკო ათასი კითხვით, ომელიც მთელი 1 წლის მანძილზე მკლავდა თუმცა არ შემეძლო. არ შემეძლო ხმის ამოღება, ტირილი, ყვირილი რაც ახლა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. წუთები, რომელშიც ერთი მეორეზე მიყოლებით რამდენიმე წელმა გაირბინა, ემოცია, რომელიც ჩემს გულში წამდაუწუმ იცვლებოა და მიმიკა, რომელიც ყველაფერ ამას მალავდა. 
-იცი აქ შენი მშობლების დავალებით მოვედი.
-ჩემი მშობლები სახლში არ არიან.-ნუ მკითხვათ, როგორ შევძელი რამის თქმა, როდესაც მეთვითონაც მიკვირდა ეს ყველაფერი. 
-და არ ვიცი როდის მოვლენ-ვუთხარი სანამ კიდევ რამის თქმას დააპირებდა. 
-შენ როგორ ხარ?- ხმა დაურბილდა 
-არამგონია გაინტერესებდეს, როგორ ვარ.
Tumblr_ml7mlcb9sl1rylq62o1_500_large
-რომ არ მაინტერესებდეს არც ჩამოვიდოდი.-ცინიკურად ჩაიცინა. კიდევ ცოტახანი, რომ დავრჩენილიყავი აქ უთუოდ ცრემლების ფრქვევას დავიწყებდი ამიტომ იმ ძალით რაც კი გამაჩნდა კარებისკენ დავიძარი. ჯასტინს გვერდით ჩავუარე და ქურთუკს ვეცი უკვე სახელურზე მეკიდა ხელი, როდესაც ისევ მისმა ხმამ შემაჩერა.
-გთხოვ არ წახვიდე-ჩვეული თბილი ხმით მომმართა, თუმცა გულმა ვეღარ გაუძლო ყოველივე ამას, ამიტომ დიდი ხნის წინ, თვალებში, ჩამდგარმა ცრემლმა ისევ იპოვა თავისი გზა და მთელი ძალით დაეშვა ჩემს აწითლებულ ლოყებზე შემდეგ კი იმ ხელზე, ომლითაც სახელურს ვეყრდნობოდი, რომ არ წავქცეულიყავი. მთელი ძალითმივაწექი კარებს და გარეთ გავედი. ქურთუკი გადავიცვი და ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით გავიქეცი. გავრბოდი და თან ვტიროდი, ვტიროდი უსაშველოდ, გაუჩერებლივ და გონებაში ვიხსენებდი მის თითოეულ სიტყვას.
არ ვიცოდი სად წავსულიყავი ახლა, საით გამაქანებდა გზა, ნიავი, რომელიც ჩემს დასუსტებულ სხეულს აქეთ იქით აბზრიალებდა. ტროტუარზე ჩამოვჯექი და ცრემლები მოვიწმინდე, თუმცა ისევ ახალი ნაკადი, ახალი ტკივილი...
დიდიხანი ვიჯექი ასე, შემდეგ კი წამოვდექი, ხელები გადაჯვარედინებული მქონდა, მციოდა საშინლად, სახეზე შემშრალი ცრემლი უფრო მიწვავდა ლოყებსა და თვალებს. ფეხით მივიკვლევდი ვიწრო ბილიკებს და თეთრ თოვლზე შავ კვალს  ვტოვებდი. 
Tumblr_mici36r9lw1qejvrxo1_500_large
ისევ ისე, გაუჩერებლივ, დავეხეტებოდი ვიწრო ქუჩებში და ცრემლებს მიმავაპნევდი სხვადასხვა კუთხეში. უეცრად მივხვდი, რომ უკვე ნაცნობი სახლის წინ ვიდექი და მხოლოდ შიგნით შესვლაღა დამრჩენოდა, თუმცა რაღაც მაინც  არ მაძლევდა ამის უფლებას. უეცრად  საშინლად გავხდი, შემცივდა, მივხვდი, რომ სხვა გზა არრა მქონდა ამიტომა კარებზე დავაკაკუნე.
-ელენე?!-თვალები დაჭყიტა-როგორ ხარ? რა გჭირს?
-გთხოვ შემოვალ რა.
-შემოდი!-მითხრა და გზა დამითმო გაოცებულმა.
-რა გჭირს?-მკითხა ისევ. მე კი უკვე ტახტზე ვიყავი ჩამომმჯდარი და ცრემლებისგან ვიცლებოდი.
-მარტო ხარ?-ჩახლეჩილი ხმით ვკითხე
-კი. რა გჭირს არ მეტყვი?
-სიკვდილი მინდა ბაბი-ისევ ტირილი დავიწყე.
-ვაიმე გაგიჟდი გოოგ შენ?-მოვიდა და მთელი ძალით მომეხვია. თავი მის მკერდძე ჩამოვდე და მთელი ძალით მივეხუტე. ამის შემდეგ კარგა ხანი ვერ შევწყვიტე ტირილი, ბაბი იჯდა და თმებზე მეფერებოდა მე კი ჩემთვის და მისთვის გაურკვეველ თემებზე ვსაუბრობდი ბოლოს ცხოვრებისგან დაღლილი საბოლოოდ გადავეშვი ტკვბილ სიზმრებში, რომ გამოვიღვიძე უკვე ღამდებოდა. ბაბი ისევ ჩემს გვერდით იჯდა და ტელევიზორს უყურებდა, ოღონდ ხმა ჰქონდა გამორთული და უაზროდ მისჩერებოდა რაღაც ფილმს, რომელსაც თიტქოს უყურებდა თუმცა სულ სხვა რამეზე ფიქრობდა.
-გაიღვიძე? 
-კი-წამოვჯექი და თბილი საბანი, რომელიც ზედ მეხურა უფრო მაგრად მივიკარი გულთან.
-დამშვიდდი ცოტა?
-კი მგონი. დამესიზმრა თითქოს ჯასტინი იყო ჩემთან რა საშინელებაა.
-ჰააა? ჯასტინი იყო შენთან???!!!-ბოლო ხმაზე წამოიყვირა.
-ხო რა იყო, უბრალოდ სიზმარი იყო.
-დარწმუნებული ხარ?-თვალები დამიბრიალა.
-ხო კაი არ იყო სიზმარი-დანაღვლიანებულმა ჩავილაპარაკე. შემდეგ კი ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.
-ეჰ ელენე-ისევ მოიწყინა-ნუ ღელავ ყველაფერი მოგვარდება-მითხრა და ისევ მიმიხუტა.
-ბაბიი!
-რა?
-მარი მენატრება-ცრემლი გადმომივარდა.
-მეც ძალიან-უფრო ძლიერ მომხვია ხელები. დიდიხანი ვიყავით ასე ჩახუტებულები და ძველ დროს ვიხსენებდით. ბევრი ვიცინეთ, მაგრამ ბოლოს ისევ სევდიანი ხასიათი მეწვია.
-უკვე მიდიხარ?
-ხო უნდა წავიდე სხვა რა გზაა. დედაჩემმა ამიფეთქა მობილური დროზე მოდი სახლშიო.
-ნეტა რა უნდა ჯასტინს-თვალებით მაღლა აიხედა თიტქოს პასუხს ეძებსო, შემდეგ კი ისევ მე შემომხედა.
-კარგი წავედი მე-ვუთხარი და გარეთ გამოვედი. სახლში როგორ მივედი არც კი მახსოვს. მთელი გზა ფიქრებში და პასუხის ძებნაში ვიყავი. 
-მოდი ძვირფასო-მიტხრა დედაჩემმა და შინ შემიხმო. ჩემი ქურთუკი საკიდზე ჩამოვკიდე და სასტუმრო ოთახში გავედი. საიდანაც ყურის მომჭრელი სიცილის ხმა ისმოდა. დედაჩემი და მამაჩემი ჯასტინის პირისპირ ისხდნენ და რაღაც თემაზე საუბრობდნენ გულდასმით. ჩემს დანახვაზე ჯასტინს ისევ ის მზერა დაუბრუნდა, ჩვეული ემოცია. ისევ ერთ ადგილას გავშეშდი. ყველამ მე მომაპყრო მზერა და თიტქოს რამოდენიმე წუთის წინ კი არ იცინოდნენ არამედ ჩემი წასვილად მოყოლებულ სიჩუმეს მიზდევდნენ. 
-ელენე სალაპარაკო გვაქვს მოდი დაჯექი-მითხრა მამაჩემმა და მის გვერდით მიმიხმო. მეც ფრთხილად მივედი მასთან თუმცა ჯასტინისთვის თვალი არ მომიშორებია ის კი ისევ დაბლა, იატაკს მისჩერებოდა.
-გისმენ მამა!-ვეღარ მოვითმინე და წარმოვთქვი.
-დიდიხანი ვფიქრობდით ამაზე მე და დედაშენი და აი დღესაც საბოლოოდ გადავწყვიტეთ ყვლაფერი და იმედია ჩვენი გადაწყვეტილება შენთვის მისაღები იქნება. 
ისევ გაოცებული სახით გავხედავდი ხან ერთს და ხან მეორეს. ვუსმენდი სიჩუმეს და ვცდილობდი ამ სიჩუმის დამარღვეველი ბგერების მიხედვით გამეგო ის პასუხი, რომელსაც დილიდან ვეძებდი.
-ჩვენ ვფიქრობთ, რომ დასვენება გჭირდება, ამდენი ამბის შემდეგ ნამდვილად არ გაწყენდა ცოტახნით სადმე წასვლა.-ჩაერთო საუბარში დედაჩემი.
-კი როგორ არა კარგი იდეაა, ბაბის დავურეკავ და ვეტყვი, რომ 1 თვით ბებოსთან და ბაბუსთან, სუფელში წავიდეთ.-გაღიმებულმა წარმოვთქვი, თუმცა ვხვდებოდი, რომ ვიღაცის მოხსენიება დამაკლდა, ვიღაცის ვინც ისევ ზედმეტად რჩებოდა და ვერ გამეგო მისი მისია-ხო მაგრამ... ჯასტინი რა შუაშია?!-ხმა ჩამიწყდა... 

ო მაი გად ჯასტინი საქართველოში?
ელენეს დასვენება სჭირდება და ბაბისთან 

ერთად სოფელში აპირებს წასვლას

 თუმცა ჯასტინი რაღა შუაშია? ვაიი!!
 მგონი დაგაინტრიგეთ.

ბოდიშსს გიხდით პატარა თავისთვის, მაგრად დამეზარა 
მეტის დაწერა და ვეცდები შემდეგი მალე დავდო.

კომნტარები არ დაგავიწყდეთ!!!
კატეგორია: Book | ნანახია: 116 | დაამატა: missponchishka | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2

(2013-04-17 2:44 PM)
dzaan magariaa ^^ ♥ <33333333333333333333



(2013-04-17 2:10 PM)
* 1 leluka   [Entry]
dialogebi gaamravle ra :d dzlivs vkitxulob :d ise kai tavi iko <3


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]