მთავარი » 2013 » მარტი » 16 » შენ მაინც ჩემთან იქნები...
10:01 PM
შენ მაინც ჩემთან იქნები...

"შენ მაინც ჩემთან იქნები..."

-მარტო ეს გყავთ?

-დიახ... ერთი მყავდა მაგრამ გარდაიცვალა.

მე და დედა გამოვედით მაღაზიიდან მე ჩავიცინე და დედაჩემს ვუთხარი 

-რატომ მოატყუე?

-არ მომიტყუებია.

- როგორ თუ?

-მართლა გყავდა და სანამ შენ დაიბადებოდი და გარდაიცვალა...

უბრალოდ გაოგნებულმა დედაჩემს შევხედე, 9 წლის ვიყავი და ყველაფერზე ვტიროდი... 

-რა თქვი?

-არა არა... უბრალოდ ის დღე ნაკლული იყო და ასე მოხდა...

დედაჩემი გაჩუმდა. გული შემიწუხდა ჩემ დაბადებიდან დაზე ვოცნებობ ან ძმაზე და არავინ მყავს. როგორ შეეძლო და მიმალავდა! მაგრამ ახლა მაგაში საქმე არ იყო.. მინდოდა დედაჩემთან მივვარდნილიყავი და მილიონი კითხვა დამესვა. მაგრამ ძალაუნებურად ცრემლები წამასკდა ქუჩაში, ავსლუკუნდი. დედაჩემმა სემამჩნია რომ ვტიროდი და ცოტაოდენი რამ მომიყვა.

-მაგრამ ეს როგორ?

არ ვიჯერებდი. "ეს როგორ?" გავიძახოდი თავში შერეკილივით. "ნუთუ მართლა შეიძლებოდა და მყოლოდა?!" - ვფიქრობდი. "რა თქმა უნდა მეგობრებიც არ დამკლებია და არც ნათესავები მაგრამ და?!" - გავგიჟდი. მანქანა სულ დავასველე ცრემლებით... უბრალოდ მინდოდა თვალები გამეფართოებინა და ცრემლები არ წამომსვლოდა. 

სახლში, რომ მივედი არაფერი არ მინდოდა არც ჭამა, არც მეცადინეობა არც კომპიუტერი და არანაირი გართობა... ჩემს გულში რაღაც ისეთი გუგუნებდა რაც ნელ-ნელა მასუსტებდა და არ ვიცოდი რა მექნა! სულ იმაზე ვფიქრობდი რომ შეიძლებოდა და მყოლოდა მაგრამ ღმერთმა ასე გადაწყვიტა... და ხომ არც მეგობარია და არც სხვა ის შენი სისხლი და ხორცია  რაღაც შენია... როდესაც გინდა დაელაპრაკები როდესაც გინდა საიდუმლოს გეტყვის. ჩხუბიც გამიგია მაგრამ დების ძალას არაფერი შეედრება. თახში ავედი და ჩავიკეტე.

უკვე ტირილისგან ვგიჟდებოდი. არ ვიცოდი რა მექნა ტირილისა  და მარტოყოფნის გარდა... რაღაც მაწვებოდა შიგნიდან , საშინელი გრძნობა იყო. საღამოსკენ ცოტა დავწყნარდი... ფაქტიურად მთელი დღე ტირილის გარდა არეფერი გამიკეთებია, ტირილი რომ არც მდომებოდა უბრალოდ იმ ადამიანზე რომ ვიხსენებდი ცრემლი მომდიოდა. 

მინდოდა თვალები დამეხუჭა და რეალობას გავქცეოდი. მინდოდა უცბად ყველაფერი შეწყვეტილიყო....

იმ ღამეს დამესიზმრა რომ მიტოვებულ გადამტვრეული სახლში დავრბოდი და ჩემ გარდაცვლილ დას ვეძებდი. ვერ ვპოულობდი... რარცა კარში გავედი და ეკლესიაში აღმოვჩნდი. ხალხი სანთლებით... უცებ გამეღვიძა.


ვიცი რომ ეხლა უმაგრესი არაა მაგრამ ეს მარტო თხზულება არაა... ეს ჩემი ცხოვრებაა...

კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 996 | დაამატა: Lanaholic▲ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 9

(2013-03-17 2:03 PM)
სევდიანი იოყ
მე მყვას ტყუპი და ძმა გარდაცვლილი და ეხლა ეს რომ წავიკითხე გამახსენდა