Teramisu - 16 აპრილში 2013 - საუკეთესო თინეიჯერული საიტი
მთავარი » 2013 » აპრილი » 16 » Teramisu
9:44 PM
Teramisu

TERAMISU

როგორ მოვამზადოთ ტერამისუ?

ძალიან გემრიელი ნამცხვარი...

ყველა სრულიადში!

 


სიტყვა "რა" იტალიურიდან ითარგმნება, როგორც "ამიტაცე" და ეს სახელი შემთხვევითი არ არის. ამ უნაზეს დესერტს მართლაც აღტაცებაში მოჰყავს მილიონობით ადამიანი. ტირამისუს მომზადება სულაც არაა ძნელი, თუ რეცეპტს დაიცავთ. მაშ ასე, ვამზადებთ ტირამისუს!

ინგრედიენტები: (8 ულუფა) 

მასკარპონე - 500 გ 

ნაღები (35%) - 500 მლ

შაქარი - 150 გ

კვერცხის გული - 5 ცალი

კაკაო - 4 სუფრის კოვზი

ლიქიორი ამარეტო (ან კონიაკი, ბეილისი) - 40 მლ

ყავა ესპრესო (ან ხსნადი) - 300 მლ

ნამცხვარი Savoiardi - 400 გ


საჭირო ჭურჭელი:

4 თასი

მიქსერი

დანა

კოვზი

ფინჯანი


მასკარპონე ყველგან არ იყიდება თბილისში. გთავაზობთ მასკარპონეს მომზადების წესს სახლის პირობებში:

მასკარპონე ნაღების ნაზი ყველია, რომლის მომზადება სახლშიც შეგიძლიათ. ამისთვის აიღეთ 1 ლ მაღალპროცენტიანი ნაღები, თასში შეათბეთ დახლოებით 80-85℃-მდე და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, რომ ნაღები აიჭრას. შემდეგ აჭრილი მასა დოლბანდჩაფენილ საწურზე გადაიტანეთ და მთელი ღამე დატოვეთ.

მომზადება:

>>1 მოადუღეთ ყავა, გააციეთ, დაუმატეთ ლიქიორი.

>>2 კვერცხის გულები ათქვიფეთ შაქართან ერთად.

>>3 ცალკე ათქვიფეთ ნაღები და დაუმატეთ მასკარპონე, შემდეგ ფრთხილად შეურიეთ კვერცხიანი მასა.

>>4 ნამცხვარ Savoiardi-ს თითოეული ნაჭერი წამიერად ჩაუშვით ლიქიორიან ყავაში.

>>5 დანამული ნამცხვარი ღრმა ფორმაში პირველ ფენად დაალაგეთ.

>>6 ფორმის ძირი მთლიანად გაავსეთ დანამული ნამცხვრით.

>>7 ნამცხვრის ფენას ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კრემის ნახევარი და ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეტ.

>>8 კრემიან ზედაპირს მოაყარეთ კაკაო ან გახეხილი შოკოლადი.

>>9 შემდეგ ფენად ისევ ყავაში ამოვლებული ნამცხვარი დააწყვეთ.

>>10 დანამული ნამცხვრის მეორე ფენას დანარჩენი კრემი გადაუსვით.

>>11 ზემოდან მოაყარეთ კაკაო, შედგით მაცივარში და სულ მცირე 6 საათის განმავლობაში დატოვეთ.

გემრიელად მიირთვით!!!


წყარო:Angel.ge

მოკლე აღწერა გაასწორა Qeti♥

კატეგორია: SWEET ♥ | ნანახია: 1186 | დაამატა: Lanaholic▲ | რეიტინგი: 3.7/3
სულ კომენტარები: 7

(2013-04-17 8:26 PM)
* 7 salo   [Entry]
kargi siaxleaa.yochaaghh



(2013-04-17 7:47 PM)
* 6 Dona♡   [Entry]
კარგია<3



(2013-04-17 4:55 PM)
kargia dzaliaan:33 ♥



(2013-04-16 10:12 PM)
vhaimee rogor miyvars es namcxvarii



(2013-04-16 10:12 PM)
es ra kargi ragac maswavle biggrin



(2013-04-16 9:57 PM)
* 2 Diva♔   [Entry]
Vaime rogor miyvars Tiramisu ♥♥ Deidachemi aketebs xolme da nayids is mirchevnia biggrin ♥♥
kargi siaxlea ♥



(2013-04-16 9:54 PM)
* 1 Chu♡Pa   [Entry]
vgijdebi ^^ dzaan miyvars ♥


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]