TeenLover News - 16 აპრილში 2013 - საუკეთესო თინეიჯერული საიტი
მთავარი » 2013 » აპრილი » 16 » TeenLover News
8:24 PM
TeenLover News

TeenLover News

PSY-ს ახალი კლიპი Gangnam Style-ზე პოპულარულია

Mtv Movie Awards 2013 გამარჯვებულები გამოავლინეს 

რობერტ პეტინსონმა კრისტენ სტიუარტს 30 000 ფუნტ-სტრელინგათ შეფასებული კალამი აჩუქა.


1. PSY-ს ახალი კლიპი Gangnam Style-ზე პოპულარულია

სამხრეთკორეელმა შემსრულებელმა და სიმღერების ავტორმა PSY-მ ახალი კომპოზიცია წარმოადგინა, რომელიც გამოქვეყნებიდან 19 საათში 13 მლნ-ზე მეტმა მომხმარებელმა ნახა. 
ელექტრონული მუსიკის ფონზე შექმნილი ახალ კლიპი სასაცილო სიტუაციების მთელ სერიას მოიცავს. ვიდეოში PSY ნაძირალა და ხეპრე მამაკაცს განასახიერებს, რომელიც ქალებს ამწარებს. მომღერალი ირწმუნება, რომ ქორეოგრაფია კორეულ ნაციონალურ ცეკვებზეა დაფუძნებული. კლიპში Gangnam Style-ის გოგონები მონაწილეობენ.
ეპატაჟური მოღერალი ამაზე არ გაჩერებულა. სამშობლოში - სამხრეთ კორეაში კონცერტის დროს, იგი სცენაზე საცურაო კოსტუმით გავიდა და ბიონსეს პაროდია შეასრულა ცნობილი კლიპიდან Single Ladies. (რავი მე საერთოდ არ მომეწონაა არც წინაა და არც ეს სიმღერა თავისი კლიპითურთ, წავიდნენ გადაშენდნენ ერთ დღესს)


2. MTV Movie Awards 2013 გამარჯვებულები გამოავლინეს 

გუშინ MTV Movie Awards 2013-ის დაჯილდოება გაიმართა. ცერემონიის დაწყებამდე ვარსკვლავებმა წითელ ხალიჩაზე "გაიბრწყინეს". როგორც წესი, ამ შოუს დრეს-კოდი არ არის ისეთი მკაცრი, როგორც "ოსკარის" წითელი ხალიჩის, ამიტომ ვარსკვლავებს მეტი თავისუფლება ჰქონდათ. 



ღონისძიებაზე მხიარული განწყობა იყო. შოუს დაესწრნენ სელენა გომესი, კიმ კარდაშიანი, ზოი სალდანა, ემა უოტსონი, კაელი მინოუგი და შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლები. განსაკუთრებით დახვეწილად გამოიყურებოდა სალდანა, რომელმაც Givenchy-ს ყვავილებიან კაბაზე შეაჩერა არჩევანი და გაზაფხულის სეზონთან სრულ ჰარმონიაში იყო.



არანაკლებ მიმზიდველად გამოიყურებოდა ორსული კიმ კარდაშიანიც. მან შავ კაბას მიანიჭა უპირატესობა, რომელიც მშვენივრად ფარავდა ორსულობის დროს "დაგროვილ" ზედმეტ კილოგრამებს. ხოლო ამანდა სეიფრიდი, როგორც ყოველთვის, შეუდარებელი იყო. 



პაპარაცების ყურადღება თავის დახვეწილი სტილით მიიქცია მსახიობმა ემა უოტსონმა. მას Maxime Simoens-ის დიზაინით შექმნილი კაბა ამშვენებდა. მომღერალმა სელენა გომესმა კი, რომელსაც ხშირად ვერ აღიქვამენ ზრდასრულ ქალად, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნამდვილი, დახვეწილი ლედია. მას ოქროსფერი Julien Macdonald-ის დიზაინით შექმნილი კაბა ეცვა და "წითელი ხალიჩის ოქროს გოგონას" ტიტულიც დაიმსახურა.მას შემდეგ რაც ვარსკვლავებმა გული იჯერეს წითელ ხალიჩაზე პოზირებით, შოუს დაწყების დროც დადგა, რომელიც როგორც ყოველთვის, ახლაც სავსე იყო სიურპრიზებით. 



წელს MTV Movie Awards 2013-ის წამყვანი რებელ უილსონი იყო, რომელიც სცენაზე "რკინის კაცის" კოსტუმით დაეშვა. გარდა ამისა, წამყვანმა გაიმარჯვა ნომინაციაში "წლის გარღვევა".

MTV Movie Awards 2013-ის პრემიის გამარჯვებულთა სია კი ასეთია :
საუკეთესო ფილმი- "შურისმაძიებლები"

საუკეთესო მსახიობი ქალი - ჯენიფერ ლოურენსი

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - ბრედლი კუპერი

საუკეთესო პერსონაჟი - ბილბო ბეგინსი (ჰობიტი: უეცარი მოგზაურობა)

წლის გაღრვევა - რებელ უილსონი

საუკეთესო დუეტი - მარკ უოლბერგი და სეტ მაკფერლეინი ფილმში "ტედი"

მაისურის გარეშე შესრულებული საუკეთესო როლი - ტეილორ ლოტნერი 

საუკეთესო ჩხუბი - რობეტ დაუნ უმცროსი, კრის ევანსი, მარკ რუფალო, კრის ჰემსვორტი, სკარლეტ იოჰანსონი, ჯერემი რენერი და ტომ ჰიდლსტონი - "შურისმაძიებლები" 

საუკეთესო კოცნა - ბრედლი კუპერი და ჯენიფერ ლოურენსი - "ჩემი შეყვარებული შეშლილია" 

საუკეთესო WTF-მომენტი - ჯეიმი ფოქსი და სემუელ ლ.ჯექსონი - "ჯანგო გამათავისუფლებელი" 

საუკეთესო ბოროტმოქმედი - ტომ ჰიდლსტონი - "შურისმაძიებლები" 

საუკეთესო მუსიკალური მომენტი - ანა კენდრიკი, რებელ უილსონი, ანა კემპი, ბრიტანი სნოუ, ალექსის ნეპი, ესტერ დინი და ჰანა მეი ლი - "იდეალური ხმა" 

კომედიის გენიოსი - უილ ფარელი

წლის პიონერი - ემა უოტსონი 

პრიზი "თაობა MTV" - ჯეიმი ფოქსი.


3. რობერტ პეტინსონმა კრისტენ სტიუარტს 30 000 ფუნტ-სტრელინგათ შეფასებული კალამი აჩუქა.

რობერტ პატინსონი და კრისტენ სტუარტი საბოლოოდ შერიგდნენ. წყვილი უკვე აღარ მალავს რომანს. ამას ისიც მოწობს, რომ კრისტენმა დაბადების დღე რობერტთან ერთად აღნიშნა. დღესასწაულზე მხოლოდ ახლო მეგობრები იყვნენ მიწვეულნი. თავის მხრივ, რობერტმა კრისტენს სიყვარული ძვირადღირებული საჩუქრით დაუმტკიცა. მან საყვარელ ქალს 30 000 ფუნტ სტერლინგად ღირებული კალამი უსახსოვრა. 



კალამი კომპანია Bentley-ს ეკუთვნის და ის შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა. ის კრისტენის კოლექციას ნამდვილად დაამშვენებს. ძვირფას საჩუქარს კრისტენის სახელობის გრავირებაც აქვს. 
"კრისტენი უკვე დიდი ხანია კალმებს აგროვებს. რობერტმა გადაწყვიტა, მისთვის ძვირფასი საჩუქარი გაეკეთებინა. კალამზე კრისტენის სახელი, მისი დაბადების დღის თარიღი და საჩუქრის ავტორის, ანუ საკუთარი სახელის პირველი ასოა ამოტვიფრული. სულ ასეთი 40 კალამი არსებობს", - განაცხადა 
წყარომ. 
კრისტენ სტუარტი 9 აპრილს დაიბადა. წელს მას 23 წელი შეუსრულდა. მსახიობმა დაბადების დღე ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთ მექსიკურ რესტორანში გადაიხადა. თვითმხილველების განცხადებით, რობერტი და კრისტენი რამდენჯერმე განმარტოვდნენ, დანარჩენ დროს კი სვამდნენ და ერთობოდნენ.



LadyVampire

კატეგორია: News-სიახლეები | ნანახია: 300 | დაამატა: SoPii)) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5

(2013-04-16 10:39 PM)
* 5 Diva♔   [Entry]
მაისურის გარეშე შესრულებული საუკეთესო როლი - ტეილორ ლოტნერი ♥ აჰაჰაჰ ჩემი ბიჭიი ♥

კალამის სურათი არაა?? (((

საშინელი სიახლეა question question

კაი ხო მომეწონა მაგარია ♥

მართალი ხარ ვაფრენ :))



(2013-04-16 10:27 PM)
* 4 Lanaholic▲   [Entry]
psy :DD exla gentlmanis cekvas daiwyebs yvela -_- oh god why



(2013-04-16 10:02 PM)
* 3 SoPii))   [Entry]
madlobtt <333



(2013-04-16 9:31 PM)
* 2 Chu♡Pa   [Entry]
kargi siaxlea smile



(2013-04-16 9:10 PM)
* 1 Dona♡   [Entry]
kargi siaxlea <3


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]