უხმო კინოს მეფე- ჩარლი ჩაპლინი - 20 იანვარს 2014 - საუკეთესო თინეიჯერული საიტი
მთავარი » 2014 » იანვარი » 20 » უხმო კინოს მეფე- ჩარლი ჩაპლინი
8:38 PM
უხმო კინოს მეფე- ჩარლი ჩაპლინი

უხმო კინოს მეფე- ჩარლი ჩაპლინი 
"მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი, ეცადე შენც…"
ამაღლევებელი წერილი ჯერალდინას !









კინოს განვითარების ყველა ეტაპზე იყვნენ გენიოსები, რომლებიც მათ ხელთ არსებული საშუალებებითაც ახერხებდნენ ხელოვნების შედევრების შექმნას. პირველ მსოფლიო ომამდე ერთ-ერთი ასეთი ვარსკვლავთაგანი კომედიური მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი იყო .კინომცოდნეების აზრით პირველად ჩაპლინმა შექმნა ეკრანზე პერსონაჟის ფსიქოლოგიური მხარე, რითაც გააბათილა კრიტიკოსების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გმირის ფსიქოლოგიას მუნჯი კინო ვერ გადმოსცემს. "პარიზელ ქალში” გმირის ფსიქოლოგია მეტად ფაქიზი შტრიხებითაა გახსნილი ". მე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა, მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ." …"დიახ, ეს ჩარლი ჩაპლინია… ჩაპლინი, რომელიც 1915 წელს შემოიჭრა ომებით გახლეჩილ მსოფლიოში, მოიტანა კომედია, ღიმილი და ნუგეში, და ეს იმ დროს, როდესაც სამყარო პირველი მსოფლიო ომის გამო იხლიჩებოდა. შემდეგი 25 წლის მანძილზე, დიდი დეპრესიისა და ადოლფ ჰიტლერის აღზევების პერიოდში, იგი კვლავ აგრძელებდა თავის საქმეს. საეჭვოა, მოუტანია თუ არა ოდესმე სხვა პიროვნებას მასზე მეტი გართობა, სიამოვნება და ნუგეში ამდენი ადამიანისათვის – მაშინ, როდე
საც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.



^რამდენიმე ფაქტი^

✤ ჩარლი ჩაპლინის სიმაღლე 165 სანტიმეტრი,ხოლო წონა 60 კილოგრამი გახლდათ.✤ 
✤ იგი ცაცია იყო და ვიოლინოსაც მარცხენა ხელით უკრავდა.✤ 
✤ მისი სამსახიობო მოღვაწეობა 14 წლის ასაკიდან დაიწყო,უფრო ადრეულ ასაკში ვიდრე წერა-კითხვას ისწავლიდა.✤ 
✤ სპორტის სახეობებში ყველაზე გამორჩეული ადგილი კრივს ეჭირა,ხოლო ცეკვებში ტანგოს დიდი მოტრფიალე გახლდათ და შესანიშნავადაც ასრულებდა ამ ცეკვას.✤ 
✤ ჩარლი ჩაპლინმა აბსოლუტურად ყველა მისი აქცია ამერიკაში 1928 წელს გაყიდა,ეს გახლდათ დრო როდესაც ამერიკაში "დიდი დეპრესიის" ხანა იწყებოდა.✤ 
 ✤ ერთადერთი ტრამვა რომელიც მან ფილმის გადაღების დროს მიიღო გახლდათ ფილმი "წყნარი ქუჩა".✤ 
✤ ჩარლი 28 წლის ასაკში დაქორწინდა 16 წლის მილდრედ ჰარისზე.35 წლის ასაკში დაქორწინდა 16 წლის ასაკში ლიტე გრეიზე.44 წლის ასაკში
იქორწინა 19 წლის პოლეტ გოდარზე.54 წლის ასაკში დაქორწინდა 18 წლის უნე ო'ნილზე და მასთან მისი მერვე შვილი 72 წლის ასაკში შეეძინა.✤ 
✤ როგორც ჩარლი ჩაპლინის ბიოგრაფი ჯოის მილტონი წერდა,სწორედ ჩარლი ჩაპლინისა და ლიტე გრეის სასიყვარულო ურთიერთობა გახდა საფუძველი ნაბოკოვის შესანიშნავი რომანისა "ლოლიტა".✤ 
✤ ჩარლი ჩაპლინი გარდა იმისა რომ უდიდესი მსახიობი გახლდათ,იგი საკმაოდ კარგი მუსიკალური ნიჭითაც გამოირჩეოდა.მის ფილმებში არაერთი კომპოზიცია მის მიერვე იქნა დაწერილი.✤ 
✤ 1975 წელს ჩარლი ჩაპლინს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბედ II-ემ,რაინდის ტიტული მიანიჭა.✤






დავიბადე 1889 წლის 16 აპრილს, საღამოს 8 საათზე, უოლვორთში. დიდი ხანი არ გასულა ჩემი დაბადებიდან, რომ ლემბეტში გადავსახლდით. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავით ღარიბები და გემოვნებით მორთულ სამოთახიან ბინაში ვცხოვრობდით.” ჩარლის მშობლები — მამა ჩარლზ სპენსერ ჩაპლინ უფროსი და დედა — ჰანა ჩაპლინი მიუზიკ-ჰოლის მსახიობები იყვნენ. სწორედ, მშობლების პროფესიამ აზიარა ჩარლი სცენას ადრეული ბავშვობიდანვე.„არ ვიცი მამაჩემის ლოთობის გარდა, კიდევ რა გახდა მიზეზი, მაგრამ ერთი წლისა, რომ შევსრულდი, მშობლები გაიყარნენ". ჩარლის ერთადერთი პატრონი დედა იყო. ოჯახი წარმოუდგენელ სიღატაკეში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ჰანა ჩაპლინმა ხმა დაკარგა. სწორედ ამ დრამატულ შემთხვევასთანაა დაკავშირებული ჩარლის სასცენო „ნათლობა". მახსოვს, კულისებში ვიდექი, ხმა რომ წაუვიდა დედაჩემს. დარბაზში ხარხარი ატყდა და დედა იძულებული გახდა, სცენიდან გასულიყო".პუბლიკა არ ცხრებოდა და დარბაზის დირექტორმა, რომელსაც ადრე ნანახი ჰქონდა პატარა ჩარლის ოინბაზობა, ხალხის დასაშოშმინებლად ბიჭუნას ხელი წაავლო და სცენაზე ისროლა. „ხელადვე დავიწყე მაშინდელი პოპულარული სიმღერა. ჯერ შუაზე არ ვიყავი მისული, რომ დარბაზიდან სცენაზე სეტყვასავით წამოვიდა მონეტები. სიმღერა შევწყვიტე და ხალხს მივმართე: მოდი, ჯერ ამ მონეტებს მოვკრებ და მერე გავაგრძელებ სიმღერას-მეთქი… ასეთი გახლდათ ჩემი პირველი და დედაჩემის უკანასკნელი გამოსვლა სცენაზე" .მატერიალური გასაჭირის და პირადი ტრაგედიის გამო ჰანა ჩაპლინს ფსიქიური დაავადების ნიშნები აღმოაჩნდა, რის გამოც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბავშვები კი დროებით თავშესაფარში მიაბარეს. „ თითქმის ერთი წელი დავრჩით თავშესაფარში, ერთი მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო წელი. სწავლას შევუდექი და ჩემი გვარის დაწერა ვისწავლე — „ჩაპლინი". მოჯადოებული ვიყავი ამ სიტყვით, თითქოს, მართლა მე მგავდა". 



მამის გარდცვალების შემდეგ ძალიან გაუჭირდათ, პატარა ჩარლი ფულის საშოვნელად ესტრადებზე გამოდიოდა, მეეტლედაც მუშაობდა ქუჩაში და ხანდახან უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრობდა.14 წლისამ, როგორც იქნა თეატრალურ ჯგუფში დაიწყო მუშაობა. სკეტჩში "საფოსტო კანტორა” ჩარლიმ მთელი თავის უნარი გამოავლინა, რადგან ეს გადაწყვიტავდა თეატრში მისი ყოფნა-არყოფნის საკითხს. თუ დირექტორი დაიწუნებდა მთელ ოჯახს კვლავ შიმშილი ელოდა. ჩარლიმ ანგაჟემენტი(მიწვევა თეატრში გარკვული დროით და პირობებით) მიიღო.19 წლის ჩარლი ცნობილი ანტრეპრენიორის, ფრედ კარნოს დასში მიიწვიეს, სადაც თამაშობდა მთვრალ კაცს სკეტჩში "ღამე ინგლისურ კლუბში”. ამ პიესით ჩარლმა მთელი ევროპა შემოიარა, ხოლო ამერიკაში მისი მეორე ვიზიტისას შეხვდა იმ დროის ყველაზე პოპულარულ პროდუსერს მარკ სენეტს, რომელმაც "კისტოუნის” კინოკომპანიაში მსახიობად მიიწვია. ჩარლი მიწვევას დასთანხმდა და ამერიკაში დარჩა საცხოვრებლად.მიუხედავად იმისა, რომ ჩარლი სხეულის პლასტიკას ვირტუოზულად ფლობდა მაინც არ ეთანხმებოდა იმ დროისათვის კინოში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს : მხოლოდ გარეგან დინამიურობას და "სლეპსტიკის” ანუ გასილაქების მეთოდს.კატეგორიულად არ ეთანხმებოდა რეჟისორ ლერმანს, რომელიც ძალით ახვევდა პრიმიტიულ გარეგან ტრიუკებს. სულ მოკლე ხანში თავად მოიპოვა რეჟისორის უფლება და ამგვარად მხატვრულ დამოუკიდებლობას მიაღწია.1914 წლის, მაისში გადაიღო "წვიმაში მოხვედრილი”. ეს იყო ჩარლის პირველი საავტორო ფილმი. სადაც სცენარის ავტორი, რეჟისორი და მთავარი გმირის შემსრულებელი თავად იყო. მან მოიფიქრა თავისი გმირის იმიჯი, ფართხუნა შარვალი, წელზე შემოჭერილი მოკლე ქურთუკი, ქვაბურა ქუდი, დიდი ფრატუნა ფეხსაცმელები და ხელში ჯოხი. ჩაცმულობამ და გრიმმა თვითონ უკარნახა ვინც იყო, დაუსრულებლად მოსდიოდა თავში კომიკური სიტუაციები და ეპიზოდები "ხალხმა არ იცის, რომ იგი, ჩვენი დროის უდიდესი დრამატურგი და რომანისტია, მისმა სამსახიობო ტალანტმა მისი სამწერლო გენია დაჩრდილა.” წერდა ფრანგი კინორეჟისორი რენე კლერი "პარიზელი ქალი”-სადმი მიძღვნილ წერილში. ჩაპლინი იყო ამ ფილმის ავტორი და რეჟისორი. იგი არ თამაშობდა ამ ფილმში, მხოლოდ რამდენიმე წამით ჩანდა კადრში.





ამაღლევებელი წერილი ჯერალდინას !

"შენ ჩემი გვარისა ხარ – ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა. მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა. სამყარო სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!…”ჩემო გოგონა,ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა. შენ ისე შორს ხარ ჩემგან … მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს. შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში. დიდებულ სცენაზე ცეკვავ.ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ. იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე.მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას. მე მამაშენი ვარ ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!
…იცი კი, რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან? სულ პაწია ზღაპრებს გიყვებიდი! ხან მძინარე მზეთუნახავისას, ხან ბოროტი გველეშაპისას. ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი მას და ასე ვეუბნებოდი: „გამშორდი"! მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან! მე ვხედავდი შენს ოცნებებს, ჯერალდინა. ვხედავდი შენს მომავალს, შენს დღევანდელ დღეს! ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს, ცაზემოფარფატე ფერიას. მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ხალხში: „ხედავთ ამ გოგონას? ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია, არ გახსოვთ ჩარლის რომ ეძახდნენ?" ჰო, მე ჩარლი ვარ! ბებერი მასხარა.დღეს შენი ჯერია. იცეკვე! მე ფართხუნა, დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი, შენ პრინცესას აბრეშუმის სამოსი გმოსავს. ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი დროდადრო ცაში აგტყორცნის.გაფრინდი, გაფრინდი იქით … მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება – ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილისგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებულნი რომ როკავენ!მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა. იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან იძინებდი, მე არ მეძინა. დავყურებდი შენს საყვარელ სახეს, ვუსმენდი შენი გულისფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი: „ჩარლი, ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს?" შენ არ მიცნობ მე ჯერალდინა … იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მიამბია … ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია, ჯერალდინა. ზღაპარი მშიერი მასხარისა, ლონდონის ღატაკთა კვარტლებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი … მოწყალებას აგროვებდა! აი, ჩემი ზღაპარი!მე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა, მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ.


ენი ჩარლი1965 წლი დეკემბერი

ეს იყო მამის მიერ ჯერალდინასათვის დანატოვარი უკანასკნელი წერილი, წერილი რომელიც მსოფლიოს დღემდე ატირებს.




კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 213 | დაამატა: marriami | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7

(2014-01-27 0:13 AM)
* 7 marriami   [Entry]
madloba <3



(2014-01-23 2:52 PM)
მომეწონა ♥ ♥ ყოჩაღ :დ



(2014-01-21 3:47 PM)
* 5 Tamo   [Entry]
ბევრი გიშრომია, ყოჩაღ



(2014-01-21 3:25 PM)
* 4 YoungGal❤   [Entry]
martla unichieresia <3
kochagg^^



(2014-01-20 9:10 PM)
* 3 MarRi   [Entry]
dzalian chkviania ♥



(2014-01-20 8:54 PM)
* 2 SoPii))   [Entry]
ამის მეშინოდა რატომღაც ბავშვობაში :დ
არაა და ძაან მაგარი კაციაა <3



(2014-01-20 8:39 PM)
* 1 marriami   [Entry]
werili jeraldinas dzan momewona <3 amagelvebelia da dzaan saocari titqos <3


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]