მთავარი » 2013 » თებერვალი » 16 » Welcome To Reality
2:49 PM
Welcome To Reality
გადავწყვიტე დავიწყო ახალი მოთხრობა სახელად "Welcome To Reality". იმედი მაქვს მოგეწონებათ და კომენტარებს არ დაიშურებთ. ჯანსაღი კრიტიკა არ მწყინს,პირიქით მომწონს კიდევაც რადგან თვითკრიტიკული ადამიანი ვარ. 
პ.ს - 3 ჯერ დავდე და წამეშალა,ამიტომ შეიძლება ეხლა ისეთი აღარ გამოვიდეს როგორიც იყო,თუმცა მთლიანობაში. მაინც საინტერესოა. 

-ჰელენ! მოდი ნიშანი არ გყავს-დაფასთან მიხმო მათემატიკის მასწავლებელმა. 
-ჯანდაბა!-ჩავილაპარაკე ჩემთვის და გავედი. 
-მოდი,ჯერ წესებით დაიწყე. 
-არ ვიცი. 
-ცუდია,მაშინ დავალება მანახე.
-არ მიწერია.
-დაბრძანდი,ოთხიანს გაჩუქებ! 
ჩემი მერხისკენ გავწიე. ლოყები ამიწითლდა რადგან ყველა მე მიყურებდა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და წამოვიძახე
-რა ხდება,რას მიყურებთ? თუ ჩემზე მაგრები ხართ გადით და მიიღეთ ათიანები,თორემ დედიკოები გაგიბრაზდებიან!! 
კლასში ჩურჩულის ხმამ იმატა. რა თქმა უნდა მათი მთავარი თემა-მე ვიყავი,თუმცა სრულებით არ მაინტერესებდა ჩემზე რას ლაპარაკობდნენ. 
მე ჰელენ ბერნსი ვარ,17 წლის. უკვე მეათე კლასში ვარ. ჩვენს ქალაქში 8 წლისანი შედიან სკოლაში. 18 წლის რამოდენიმე თვეში ვხდები. 
დედ-მამა გაშორებულები არიან და მე დედასთან ვცხოვრობ,რომელიც მეორედ გათხოვდა და 3 შვილი ყავს. 
მამინაცვალი არ მიყვარს,რადგან არც მას ვეხატები გულზე. 
მამა დიდი ხანია არ მინახავს. როგორც ვიცი მას სურდა ჩემი ნახვა,თუმცა დედა ამის უფლებას არ აძლევდა და არც ეხლა აძლევს. 
ზარი როგორც იქნა დაირეკა და სახლისკენ წავედი. არც არავინ მელოდებოდა და არც მე ველოდებოდი ვინმეს,რადგან სკოლაში მეგობრები არ მყავს. თუმცა მეგობრები არამარტო სკოლაში არამედ სკოლის გარეთაც არ მყავს,რადგან ჩემი აზრით ბრმად არავის უნდა ენდო. 
სახლში მალე მივედი და დავიძახე. 
-მოვედი! 
დედა ეზოში გამოვიდა. 
-რა ქენი დღეს სკოლაში,კერძოდ მათემატიკაზე? 
-ჰაჰ,რომელმა კლასელმა ჩამიშვა?
-მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ჰელენ! დასჯილი ხარ 2 თვით! შენი ოთახიდან არ გამოხვალ-ხმა ამოიღო მამინაცვალმა,რომელიც თურმე დედას ჩამოყვა. 
-თორემ? ეგრე რომ არ მოვიქცე რას მიზამთ? 
-არც არაფერს ჰელენ. უბრალოდ სახლს დატოვებ შენი პრობლემებიანად რადგან უკვე ყელში ხარ,გესმის?-მიყვირა დედამ.
 მიუხედავად იმისა რომ დედაზე არ ვგიჟდები,მისგან მაინც მეწყინა ეს სიტყვები. 
გულთან მომხვდა და გული გამიტეხა. 

- ნახვამდის! -დავიყვირე და ოთახში ავედი. 
აღარ მინდოდა გაჩერება იქ,სადაც ყველას ტვირთად ვაწექი და გაჩერებას მამადლიდნენ... 
ჩემი ნივთების ჩალაგება დავიწყე. ბევრი რამის წაღებას არც ვაპირებდი. უბრალოდ რამოდენიმე მაისური,ჯინსი და პირადი ჰიგიენის ნივთები. 
ოთახში მამას სურათს მოვკარი თვალი და გამახსენდა რომ იგი ჩემთან იყო მთელი ამ დროის განმალობაში,უბრალოდ დედა არ აძლევდა უფლებას ვენახე. 
სასწრაფოდ ავიღე მობილური და დავრეკე. 
დაახლოებით 15 წამი არავინ პასუხებდა და როგორც იქნა ვიღაცამ აიღო,თუმცა ის ვიღაც გინდ მამაჩემი ყოფილიყო ვერ ვიცნობდი. 
-მამა,ეს შენ ხარ? -ძლივს ამოვილუღლუღე. 
-ჰელენ! ძვირფასო,არ მჯერა... როგორ ხარ? 
-ცუდად... ძალიან ცუდად,გთხოვ შენი სახლის მისამართი მითხარი,მინდა დაგელაპარაკო. 
-ძვირფასო,გეტყვი რა პრობლემაა,უბრალოდ არ ვარ ეხლა ქალაქში,თუმცა თუ რაიმე სასწრაფოა შეგიძლია მიხვიდე მისამართს მოგწერ შენი ძმა იქ იქნება და 1 კვირაში მეც ჩამოვალ. 

ძმა? უცებ დავფიქრდი ამ სიტყვაზე. არც კი მახსოვდა რომ მე ძმა მყავდა,თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია. 
მთავარია გამოჩნდა სადმე წასასვლელი და მე ამ შანს აუცილებლად გამოვიყენებდი. 
-ჰელენ,აქ ხარ? 
-კი. კარგი მომწერე და წავალ. 

-ძალიან გამახარე და ძალიან მიყვარხარ. დეივიდს უთხარი რომ მისი და ხარ,თორემ შეიძლება არც ახსოვდე. 
-მამა,იქ ვინმე ცხოვრობს შენს და დეივის გარდა? 
მამა აშკარად მიმიხვდა ამ "ვინმეში" ვისაც ვგულისხმობდი. 

-არა არავინ. მხოლოდ მე შენ და დეივიდი.
-იდეალურია!-ჩავილუღლუღე ჩემთვის თუმცა მან ეს გაიგო და გაეცინა. 

-კარგი ელ,მოგწერ მისამართს ტელეფონზე ეხლა თათბირზე ვარ. 
-დიდი მადლობა-ვუთხარი და გავუთიშე. 

მამისგან ასეთ თბილ შეხვედრას ნამდვილად არ ველოდი. ამან გამახარა და უფრო დიდი სტიმული მომცა სახლი დამეტოვებინა. 

ჩემს ჩანთას ხელი ვტაცე და კიბეებზე ჩავედი,სადაც ჩემი დები თამაშობდნენ. ისინი მე არ მიყვარდნენ,თუმცა მაინც ზრდილობის გულისთვის ვაკოცე და ეზოში გავედი. 

-ჰელენ,დასჯილი ხარ თქო ვერ გაიგე რა გითხრეს? -დამიყვირა მამინაცვალმა. 
-კარგად გავიგე და ამიტომაც მივდივარ. 
-ვისთან? 
-ჩემს ნამდვილ მამასთან! 
დედას ეს სიტყვები აშკარად გულთან მოხვდა,თუმცა მე ეს არ მანაღვლებდა.
-იცოდე,იქ თუ წახვალ აქ არასდროს დაბრუნდები.

 -ჰოდა  არც ვაპირებ! -ვუთხარი და ეზოდან გავედი. 
-თავხედი გოგო!-გავიგონე როგორც ჩაილაპარაკა. ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და მობილურს დავხედე.
მამას მესიჯი უკვე გამოეგზავნა. მისამართს დავხედე და რატომღაც გონებაში ჩემი ბავშვობის მოგონებები აღმიდგა... როდესაც პატარა ვიყავი და ჩემს ნამდვილ ოჯახთან ერთად ბედნიერად ვცხოვრობდი. თუმცა ეს მოგონება როგორც ის დრო,მალევე გაქრა...
პირველივე გამომვლელი მანქანა გავაჩერე და დავჯექი. 
-უკაცრავად,შეგიძლიათ აქ მიმიყვანოთ? -მივმართე ტაქსისტს და მისამართი ვანახე. 
მან უკან გამომხედა და ამათვალიერა. 
-კარგი  ლამაზო.-წარმოთქვა და მალევე საუბარი განაგრძო. 
-უბრალოდ ერთი პრობლემაა...
-რა პრობლემა? 
- ტაქსისტი არ ვარ-თქვა და წარბები აათამაშა.

ლოყები ამიწითლდა,რადგან ძალიან შემრცხვა. 
-უკაცრავად,ეხლავე დაგტოვებთ-ძლივს წავილუღლუღე. 
-არა,არ არის საჭირო. გაგიყვანთ -თქვა და მანქანა დაქოქა. 
გზაში ფანჯრიდან ირგვლივ ვიხედებოდი და გარემოს ვათვალიერებდი. 
მალე ადგილზე მივედით და მანქანის კარები გამიღო. 
-დიდი მადლობა-ვუთხარი და გავუღიმე. 


-არაფრის. წარმატებებს გისურვებ
-ასევე)) 
თვალი ჩამიკრა და მანქანა დაქოქა. 
კვლავ მარტო დავრჩი. ირგვლივ გავიხედე და წინ უზარმაზარი,ლამაზი სახლი წარმომიდგა. 
-ალბათ ესაა -გავიფიქრე და ნაბიჯები სახლისკენ გადავდგი. 
ღრმად ამოვისუნთქე და დავაკაკუნე. კარი არავინ გამიღო. რამოდენიმეჯერ კვლავ დავაზარუნე და როდესაც კარები არავინ გამიღო,გადავწყვიტე მეთვითონ შევსულიყავი. 
სახელური დავატრიალე და ჰოი საოცრებავ-გაიღო! 

-არის აქ ვინმე? -დავიყვირე ხმამაღლა.როგორც ჩანს სახლში ჩემი "ძამიკო" არ იყო. სახლი ძალიან დახვეწილად იყო მოწყობილი,თუმცა მაინც ემჩნეოდა რომ იქ მხოლოდ კაცები ცხოვრობდნენ,რადგან მათი ტანსაცმელები ყველგან ეყარა. უცბად მაგიდაზე წერილი შევამჩნიე და წავიკითხე:
"ჰეი. მიხარია რომ დაბრუნდი მამა. მე წასული ვარ და მალე მოვალ. პიცა მაცივარშია და ჭამე თუ გინდა" 
გამეცინა. მეორე ოთახში გავედი,თუმცა მაგუცბად ხმაური მომესმა. იქ დავბრუნდი,სადაც რამოდენიმე წუთის წინ ვიყავი და მამაკაცი,ქალთან ერთად დავინახე. როდესაც მან შემამჩნია ქალი ხელიდან დააგდო.

- ე,შენ ვინ ხარ? -მომმართა როდესაც კარგად ამათვალიერა. 
-ალბათ დეივიდი ხო? -ძლივს ამოვღერღე...

კატეგორია: Book | ნანახია: 1194 | დაამატა: YoungGal❤ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 121 2 »

(2013-05-04 7:49 PM)
* 12 Queen♥S   [Entry]
magaria♥♥♥