მთავარი » 2013 » ივნისი » 28 » 100 Photos
1:10 PM
100 Photos
ფოტოგრაფიის ძალა მსოფლიომ მაშინ აღიარა, როცა ამ სურათების შემყურე ადამიანებმა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ სისატიკეს ჩახედეს თვალებში. ფოტოებმა ბევრი რამ შეცვალეს! მათ აჩვენეს მსოფლიოს, რა მოაქვს ომს, შიმშილს, ძალადობას, ბუნებრივ კატაკლიზმებს, როგორია, ერთი შეხედვით, მშვიდობის მიღმა არსებული რეალობის სისასტიკე.

ფოტოების ნუმერაციას ყურადღევას ნუ მიაქცევთ, რადგან რიგირთობას მხოლოდ პირობითი დატვირთვა აქვს.

1. ფოტოგრაფიის პირველი პირმშო
1826 წელს ფრანგმა ჟოზეფ ნიკიფორ ნიეფსიმ – Joseph Niépce – მისი სტუდიის ფანჯრიდან შექმნა ხედის რეპროდუქცია, რომელზედაც წარმოდგენილი იყო ფარდულის დაქანებული სახურავი, მსხლის ხე, რომლის ტოტებს შორის ცის კამარა მოჩანდა და მტრედის სახლი. ეს უხეში და გაურკვეველი გამოსახულება კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში პირველ წარმატებულ ფოტოსურათს წარმოადგენდა. ნიეფსიმ ამ სურათს ჰელიოგრაფია (მზე-მხატვრობა) უწოდა.პირველი ფოტოს გამჟღავნებას 8 საათი დასჭირდა. ასე გაჩნდა ფოტოგრაფია.

1793 წელს ფრანგმა ნიკიფორემ და მისმა ძმამ – კლაუდმა წარმოიდგინეს ფოტოგრაფიული პროცესი. მომდევნო წლების განმავლობაში ნიკიფორე ექსპერიმენეტებს ატარებდა სინათლეზე მგრძნობიარე სხვადასხვა მოწყობილობებსა და კამერებზე.

2. შესვენება ლანჩზე. ცნობილი ფოტო ნიუ-იორკის ფოტოკოლექციიდან
ებრაულ-სლავური წარმოშოფის ფოტოგრაფის – ჰაინ ლუისის ტრიუმფად ნიუ-იორკის 443-მეტრიანი Empire State Building-ის მშენებლობის ამსახველი კადრები იქცა. ცნობილია, რომ 3000-მდე ევროპელი ემიგრანტი ყოველგვარი სადაზღვევო აღჭურვილობის გარეშე აშენებდა მსოფლიოში იმ დროისთვის ყველაზე მაღალ შენობას.
102-სართულიანი Empire State Building-ის მშენებლობას 410 დღე დასჭირდა. ცათამბჯენი 1931 წლის 1 მაისს გაიხსნა და ტყუპი ცათამბჯენის აშენებამდე ამერიკაში ყველაზე მაღალ შენობად ითვლებოდა. 2002 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ კი ნიუ-იორკის ყველაზე მაღალი ნაგებობის სტატუსი დაიბრუნა. ოფიციალური სტატისტიკით, მშენებლობისას 5 ადამიანი დაიღუპა. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დუდანას პოსტში.

3. პირველი თვითმფრინავი

4. 72 წლის მხიარული გენიოსი
დაბადების დღეზე ფოტოგრაფებისა და ჟურნალისტებისაგან შეწუხებულმა ალბერტ აინშტაინმა, რომელსაც სთხოვდნენ რომ გაეღიმა, ენა გამოუყო მათ. ეს ფოტო იმის დადასტურებაა, რომ ყველაზე გენიოს ფიზიკოსსაც კი შეიძლება ჰქონდეს დიდი თავისუფლებისა და იუმორის შეგრძნება.

5. ფილიპ ჰალსმანის მიერ განხორციელებული სურიეალიზმი ფოტოგრაფიაში
ფოტოგრაფმა ფილიპ ჰალცმანმა სახელი გაითქვა ორიგინალურად გადაღებული ფოტოებით, რომლებზეც ჰაერში ამხტარ ადამიანებს იღებდა. ფოტოგრაფი თვლიდა, რომ ნახტომში ყველაზე კარგად ჩანს ადამიანის ნამდვილი სახე.
ამ სურათის გადასაღებად ფოტოგრაფს 6 საათი, დამხმარეებით სავსე ოთახი, რამდენიმე ათეულჯერ ჰაერში გასროლილი კატები და წყლიანი ვედროები დასჭირდა. ფოტოს უკანა ფონზე ჩანს სალვადორ დალის დაუმთავრებელი ნახატი.

6. 1954 წლის 4 სექტემბერი. დოროთი ქაუნთსი, ერთ-ერთი პირველი შავკანიანი სტუდენტი, მიდის კოლეჯში.

7. ელიოტ ერვიტის (Elliott Ervitt) სურათი "თეთრები და ფერადები”
ჩრდილოეთ კაროლინა, 1950 წელი. დისკრიმინაციის ადრეული გამოვლინებები. სურათი, რომელიც მიუთითებს სოციალური სეგრეგაციის უსამართლობაზე, ფართოდ ცნობილი გახდა, როგორც სიმბოლო ცვლილების აუცილებლობისა. და მართლაც როგორ იცვლება დრო. მხოლოდ ორი თაობა მოვიდა მას შემდეგ და უკვე შავკანიანი პრეზიდენტი მართავს უძლიერეს სახელმწიფოს.

8. შტორმის შემდეგ.
პატრიკ ფარელის მიერ გადაღებული ფოტო ჰაიტის ტრაგედიაზე, 2008 წელს.

9. ჯეიმს ნაჩტვეის ფოტო
აშშ–საფრანგეთი. 1992 წლის ნოემბერი. ბარდერა, სომალი. დედას მიაქვს შიმშილისგან მკვდარი შვილის ცხედარი.

10. ავღანელი ლტოლვილი ბიჭუნა ემალება მტვრის ქარბუქს

11. ომაირა სანჩესი – 13 წლის კოლუმბიელი გოგონას ტრაგიკული ამბავი
1985 წლის 13 ნოემბერი.ვულკანის ამოფრქვევა ნევადო დელ რუისში (კოლუმბია). თოვლი დადნა და 50 მეტრის სისქის ტალახის, მიწის და წყლის მასამ ყველაფერი მიწასთან გაასწორა. დაღუპულთა სიამ 23 000-ს მიაღწია. ამ კატასტროფამ მთელი მსოფლიო შეძრა, სწორედ ამ ფოტოს დამსახურებით, რომელზეც პატარა გოგონა სახელად ომაირა სანჩესია გამოსახული. ის აღმოჩნდა მახეში – ყელამდე ტალახში, ბავშვს ფეხები ჩამონგრეული სახლის ბეტონის კონსტრუქციაში მოყვა. მაშველები ამაოდ ცდილობდნენ ჭუჭყიანი წყლის ამოტუმბვას და ბავშვის გათავისუფლებას. 3 დღის განმავლობაში ვერავინ შეძლო მისი ფეხების ბეტონის ფილებიდან გათავისუფლება და გოგონას ამოყვანა. ომაირას ამბავი შუქდებოდა ტელევიზიით, მასთან მიდიოდა ხალხი, იგი ითხოვდა დახმარებას, ელაპარაკებოდა მათ. ასე გაგრძელდა სამი დღე, ვიდრე ომაირა რამდენიმე ვირუსით არ დაინფიცირდა. მას განუვითარდა განგრენა და ჰიპოთერმია. როგორც ჟურნალისტი კრისტინა ეჩანდია იხსენებს, რომელიც ამ დროის განმავლობაში ომაირას არ მოშორებია, გოგონა მღეროდა და ირგვლივ მყოფთ ესაუბრებოდა. მას ეშინოდა და წარამარა წყალს ითხოვდა. მესამე ღამეს ჰალუცინაციები დაეწყო. საბოლოოდ აგონიურ მდგომარეობაში ტელეკამერებისა და ფოტოობიექტივების თვალწინ დაიღუპა. ეს ფოტო გადაღებულია Frank Fournier-ის მიერ ომაირას სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე.

12. ავღანელი ლტოლვილი გოგონა – 13 წლის შარბათ გულა.
ფოტო გადაღებულია მსოფლიო რეპორტაჟული ფოტოგრაფიის ლეგენდად აღიარებული სტივ მაკკარის მიერ. მისი ფოტოხელოვნების შედევრად ავღანელი ლტოლვილი გოგონას ფოტოა მიჩნეული. სტივ მაკკარიმ 13 წლის შარბათ გულა პაკისტანის ქალაქ ნასირ-ბაგში, ლტოლვილთა ბანაკში შენიშნა. ავღანეთში საბჭოთა ჯარის შესვლის შემდეგ გოგონას მშობლები დაეღუპა და ნათესავებთან ერთად თავშესაფარში ცხოვრობდა. 1984 წელს პუშტუნელმა გოგონამ, შარბათ გულამ, მსოფლიოში სახელი გაითქვა. პირველად ეს ფოტო ჟურნალ National Geographic-ის გარეკანზე დაიბეჭდა და ამავე ჟურნალის საუკეთესო ტოპ-ასეულში მოხვდა. გულას მომაჯადოებელ მზერას, გახუნებული და ალაგ-ალაგ დამწვარი თავსაბურავი მატებდა ელფერს. ამის შემდეგ ამ ფოტომ ღია ბარათებსა თუ სხვადასხვა გამოცემის ფურცლებზე გადაინაცვლა… როდესაც 17 წლის შემდეგ ფოტოგრაფმა გოგონა მოძებნა და უკვე 30 წლის გულამ ფოტოს დახედა, უკმაყოფილო დარჩენილა, რომ გაცვეთილ თავსაბურავში იყო აღბეჭდილი. ამ ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე თვეში შარბათ გულა გათხოვილა. მას ოთხი შვილი შეეძინა, რომელთაგან ერთ-ერთი დაეღუპა.

13. ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, ავღანეთი.
2010 წელი ვანდალიზმის შემზარავი ფაქტი – 19 წლის ბიბი აიშას ქმარმა ცხვირი და ყურები მოაჭრა, რადგან გაუსაძლის პირობებში მყოფმა ოჯახის მიტოვება გაბედა და ამით ქმრის სახელი შეარცხვინა. აიშას ტანჯვა მაშინ დაიწყო როცა საკუთარმა მშობელმა იგი 16 წლის ასაკში მომავალი ქმრის მამასა და 10 ძმას გადასცა, სადაც 2 წელი ციხეში მყოფივით გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მეუღლე არც უნახავს, რადგან პაკისტანში იბრძოდა. მუდმივ ტანჯვასა და შეურაცხყოფას აიშამ ვეღარ გაუძლო და გაიქცა. იგი დაიჭირეს და ოჯახში ძალით დააბრუნეს. იმ დღეს პირველად ნახა ქმარი, რომელიც შინ მხოლოდ იმიტომ დაბრუნდა, რომ ოჯახის შემარცხვენელი ცოლი თალიბანთა სასამართლოსთვის გადაეცა. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ქმარმა აღასრულად და დასახიჩრებული ახალგაზრდა ცოლი მთებში მომაკვდავი დააგდო, სადაც უგონო მდგომარეობაში მყოფი შემთხვევით იპოვეს და ამერიკაში წაიყვანეს სამკურნალოდ. აიშა მიიჩნიეს ავღანეთში ოჯახური ძალადობისა და მონობის ქვეშ ჩუმად მყოფი ათი ათასობით ქალის სახედ.

14. "დედამიწის ამოსვლა”, 1968 წელი

15. პირველი ნაბიჯები მთვარეზე, 1969 წელი

16. სიცოცხლის ჩანასახის პირველი ამსახველი კადრი, 1965 წელი

17. საშვილოსნოდან სიცოცლეზე ხელმოჭიდებული ნაყოფი
ამერიკაში ოპერაციის დროს გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფოტო. 21 კვირის ნაყოფმა დედის საშვილოსნოდან გამოყო პაწაწინა ხელი და ქირურგის თითს ჩაეჭიდა. თითქოს, ნაყოფი სიცოცხლის უფლებით სარგებლობას სთხოვს ადამიანებს.

18. კოსოვო, დევნილები. ფოტოგრაფი კაროლ გაცი.
კაროლ გაცი პირველი ქალი ფოტოგრაფია, რომელიც პულიტცერის პრიზით დააჯილდოვეს მის მიერ კოსოვოში გადაღებული გულისამაჩუყებელი კადრებისათვის.

19. პრეზიდენტ კენედის მკვლელობა, 1963 წლის 22 ნოემბერი

20. პირველი წარმატებულად კლონირებული ცხოველი

21. თოვლის კაცი, 1967 წელი
პატერსონ-გიმლინის დოკუმენტური ფილმი, რომელშიც მოულოდნელად დაფიქსირდა ბიგფუტის (ქართულად იგივე თოვლის კაცი) ქალის ინდივიდი, დღემდე წარმოადგენს ერთადერთ მკაფიო ფოტოს, რომელიც არის მტკიცებულება დედამიწაზე რელიკტური ჰომინიდების არსებობისა.

22. ნიაგარას გაყინული ჩანჩქერი, 1911 წელი

23. ლეგენდარული ოთხო "ხოჭო” – The Beatles
ლივერპულელი ბიჭებისთვის ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ ათასობით ფოტოში გამორჩეული სურათი "ბითლზის” უკანასკნელი ალბომის – "Abbey Road”–ის გარეკანის  კომპოზიციაა, რომელიც იენ მაკმილანმა  1969 წლის 8 აგვისტოს დილით, კიბეზე ასულმა, ექსტრემალურ პირობებში გადაიღო. ათწუთიანი ფოტოსესიის გამო პოლიციამ ლონდონის სენტ-ჯონს-ვუდის რაიონში მდებარე პატარა ქუჩა გადაკეტა. კომპოზიციის ცენტრში, ოთხეულიდან პირველი ლენონია. შემდეგ – რინგო სტარი, მაკკარტნი და ჰარისონი.

"ფოტოგრაფიის შედევრი”, "გენიალური მარკეტინგული სვლა”, "საუკუნის მისტიფიკაცია”, – მსგავსი ეპითეტებით მოიხსენიებდენ  მელომანები  შოუბიზნესის ისტორიაში ალბათ ყველაზე ცნობილ კადრს.


24. სათვალე რომელიც ჯონ ლენონს მკვლელობის დროს ეკეთა

25. მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი

კატეგორია: სურათები/ანიმაციები | ნანახია: 1268 | დაამატა: -Ani♡Del♡Rey | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5

(2013-06-30 4:51 PM)
* 5 -Marii))   [Entry]
dzaan magaria