მთავარი » 2013 » ივნისი » 28 » 100 Photos
1:12 PM
100 Photos

26. მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული ტერაქტის ერთ-ერთი მსხვერპლი, რომელიც გადმოხტა ფანჯრიდან. ფოტო გადაიღო Associated Press-ის ფოტოგრაფმა რიჩარდ დრიუმ

27. სადამ ჰუსეინის ჩამოხრჩობა
ერაყში სიკბდილით დასაჯეს ამავე ქვეყნის ექს პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი. ის განაჩენის გამოტანიდან 6 საათში ჩამოახრჩეს ბაღდადთან ახლოს.

28. ერაყელი ტყვე და ამერიკელი ჯარისკაცები
2004 წლის აპრილის ბოლოს ტელეარხ CBS-ზე პროგრამაში 60 Minutes ნაჩვენები იყო სიუჟეტი წამებისა და დამცირების შესახებ აბუ-გრეიბის ციხეში, რომელსაც ახორციელებდა ამერიკელი ჯარისკაცების ჯგუფი. ეს გახდა ყველაზე ხმაურიანი სკანდალი ამერიკელი ჯარისკაცების ერაყში ყოფნის შესახებ.

29. "შიმშილი სუდანში”. ფოტოგრაფი – კევინ კარტერი
კევინ კარტერი ოთხ ფოტოჟურნალისტთან ერთად მუშაობდა აფრიკაში და ეძებდა ფოტოსენსაციებს. მან 1994 წელს ამ ნამუშევრმა პულიტცერის პრემია და მსოფლიო აღიარება მოუტანა. სურათზე ასახულია შიმშილისგან მოკუნტული და სიკვდილის პირას მისული სუდანელი გოგონა. კევინ კარტერი საკვების გამცემი პუნქტიდან მოშორებით მიმოდიოდა, როდესაც ტირილის ხმა შემოესმა. იქვე მინდორზე დაინახა შიმშილისგან ძალაგამოცლილი და მოკუნტული გოგონა, რომელიც სიკვდილის პირამდე მისული ჩუმად ტიროდა. ფოტოგრაფმა კამერა მოიმარჯვა და გადაღება დააპირა, როდესაც ბავშვთან ახლოს სვავი მოფრინდა. კევინმა შესანიშნავი ფოტოს გადაღების შანსი გამოიყენა, შეარჩია პოზიცია და ასე შექმნა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გახმაურებული სურათი. კადრში მოსჩანს მტაცებელი ფრინველი, რომელიც გოგონას დასაკორტნად მის სიკვდილს ელოდება.ფოტომ მთელი ცივილიზებული მსოფლიო შოკში ჩააგდო.

როცა ფოტოგრაფს ჰკითხეს, – რატომ არ დაეხმარა გოგონას და საკვების გაცემის პუნქტში არ მიიყვანა, კევინმა უპასუხა, – ჩემი მოვალეობა ინფორმაციის მოწოდებაა და არა ვინმეს დახმარებაო. ამ ამბის ერთადერთი მოწმე ფოტოგრაფი ჟოაო სილვა იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ ამ სურათზე დედის მიერ გაეროს დახმარების პუნქტიდან საჭმლის მოპოვებისას ცოტა ხნით მიგდებული ბავშვია გადაღებული, სვავი კი კადრში შემთხვევით აღმოჩნდა.

მიუხედავად წარმატებული ფოტოკარიერისა, ფოტოგრაფს დეპრესია განუვითარდა (სავარაუდოდ, სუდანის შემზარავი ამბის მოგონებების ფონზე) და 33 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვნეს.


30. 1980 წლის აპრილი, კარამოჯას რაიონი, უგანდა. მშიერი უგანდელი ბიჭუნა და მისიონერი. Mike Wells

31. უინსტონ ჩერჩილი. 1941 წელი
Yousuf Karsh-ის მიერ გადაღებული, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფოტო-პორტრეტი.


32. "უკანასკნელი ებრაელი”, ვინიცა, უკრაინა, 1941 წელი
ფოტო  Einsatzgruppe- ის ჯარისკაცების პირადი კოლექციიდან, უკანა მხარეს წარწერილი აქვს სათაური – "უკანასკნელი ებრაელი”. ფოტოზე ჩანს, რომ გერმანელი ჯარისკაცი აპირებს თავში ესროლოს გვამებით სავსე სამარხთან მუხლებზე დაჩოქილ ებრაელ კაცს. იმ დროს 28 000 ებრაელის ხოცვა-ჟლეტა განხორციელდა ვინიცაში და მის შემოგარენში.

33. ანა ფრანკი, 1941 წელი. უცნობი ფოტოგრაფი
6 მილიონი ებრაელი იქნა მოკლული ნაცისტური გერმანიის რეჟიმის მიერ. მათ ხსოვნას კი ერთმა პატარა ებრაელმა გოგომ მისცა ისტორია და სახე მსოფლიოს თვალში, ანა ფრანკი ცნობილი გახდა თავის დღიურით, რომელშიც ჩანაწერების გაკეთება თავის მე-13 დაბადების დღეზე დაიწყო, 1942 წლის ივნისში, ორი კვირით ადრე, სანამ ოჯახთან ერთად იძულებული გახდებოდა ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ჰოლანდიაში დამალულიყო. სადაც მუდმივი შიშისა და ტერორის ქვეშ 2 წელი გაატარა ამსტერდამის ერთ-ერთი სახლის სხვენში. მაშინ ანამ არ იცოდა, რომ მომავალში მის დღიურს მთელი მსოფლიო წაიკითხავდა.

ანა ფრანკი ტიფით დაავადდა, გარდაიცვალა ბერგენ-ბესლენის საკონცენტრაციო ბანაკში, 1945 წლის მარტში, 1 თვით ადრე ბანაკის გათავისუფლებამდე. 3 თვით შემდეგ ანას 16 წელი შეუსრულდებოდა. ანა ფრანკი მსოფლიომ ამ ფოტოთი გაიცნო.  სურათზე ანა ფართო თვალებით თითქოს მომავალს მისჩერებია, რომელიც მას არასოდეს ექნება.


34. ვიეტნამიელი ტყვე
1966 წლის 24 თებერვალი, ტან ბინი, სამხრეთ ვიეტნამი. ამერიკელი ჯარისკაცები ბაწრით მიათრევენ ვიეტნამელი ჯარისკაცის ცხედარს. Kyoichi Sawada/United Press International

35.  მშიერი გოგონა, სუდანი
კევინ კარტერი დიდი კრიტიკის საგნად აქციეს პულიტცარის პრიზის მიღებისთვის, რომელიც მას ამ ფოტოსთვის გადასცეს.

36. სიკვდილის აჩრდილის მინდორი, 1855 წელი. ფოტოგრაფი როჯერ ფენტონი

37. პირველი მსოფლიო ომი, 1916 წლის ივლისი. დაჭრილი ბრიტანელი ჯარისკაცები

38. 1936 წელი, "ჯარისკაცის სიკვდილი”
ესპანეთის სამოქალაქო ომი, რესპუბლიკელი ჯარისკაცი – ფედერიკო ბორელ გარსია სიკვდილის წინ. სურათი დღემდე რობერტ კაპას საუკეთესო ნაშრომად მიიჩნევა და აღიარებულია, როგორც ომის ამსახველი საუკეთესო კადრი.

39. მკვდრები სანაპიროზე1943
1943 წლის 20 სექტემბერი. ფოტოგრაფი ჯორჯ სტროკი. როდესაც ჟურნალმა "LIFE”-მა დაბეჭდა სანაპიროზე დავარდნილი ამერიკელი ჯარისკაცების ფოტო, გაჩნდა კითხვები თუ რა საჭირო იყო ეს. მაგრამ პასუხი ცალსახად გაეცა: "სიტყვები არასოდესაა საკმარისი… სიტყვებს არ შეუძლია დაგვანახოს, გაგვაგებინოს ან გვაგრძნობინოს, რა ხდება რეალობაში”.

ფრანკლინ რუზველტი დარწმუნებული იყო, რომ ომთან მიმართებით ამერიკელებს თვითრწმენის ამაღლება ესაჭიროებოდათ. ფოტომ გაამართლა. საზარელი კადრებით შოკირებულ საზოგადოებას ფოტომ შთააგონა, მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ ომი უნდა მოეგოთ.


40. ნაცისტი ფუნქციონერისა და მისი ოჯახის დაღუპვის ამსახველი კადრი.

41. საკონცენტრაციო ბანაკი "სიკვდილის ქარხანა”
ყველაზე დიდი გასანადგურებელი ბანაკი, ოსვენციმი. რომელსაც უწოდებდნე "სიკვდილის ქარხანას”. პოლონეთში რამდენიმე ათას ჰექტარზე გაშენებული იქნა ყველაზე საშინელი სახელმწიფო მსოფლიოში, რამდენიმე მილიონი ადამიანით, რომლიდანაც დაახლოებით 3 ათასამდე ადამიანმა დააღწია თავი. მის შესასვლელში ეწერა "სამუშაო გხდის თავისუფალს” . შესასვლელი ჯოჯოხეთში.

42. ბუხენვალდის ბანაკის ტყვეები, ბანაკის გათავისუფლებიდან მეხუთე დღე. 1945 წლის 16 აპრილი.

43. ბუხენვალდის ბანაკი, 1945 წელი
კენჩუკის სენატორი – ალბერ ბარკლი, კონგრესის მიერ შექმნილი კომიტეტის წევრი, რომელიც გამოძიებას აწარმოებდა ნაცისტების მიერ ჩადენილ ქმედებებზე. ფოტოდან ჩანს, რომ იგი ათვალიერებს საკონცენტრაციო ბანაკში არსებულ მტკიცებულებას. ვაიმარი, გერმანია.

44. ქიმიური კატასტროფა, ბუფალი, ინდოეთი
ინდოეთის ქალაქ ბუფალში კარბიდის შემცველ პესდიციტების ქარხანაში 40 ტონაზე მეტი მეთილის იზოციტრატის დაღვრის შედეგად 20 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს იყო მსოფლიოში ყველაზე საშინელი ქიმიური კატასტროფა.

45. ომაჰას სანაპირო, ნორმანდია, საფრანგეთი, 1944. ფოტოგრაფი – რობერტ კაპა
ეს ბუნდოვანი ფოტო ბევრი ადამიანისთვის მოკლე გამოხატულება იყო იმ ყველაფრისა, რაც მათ მხედველობას მიღმა ხდებოდა მსოფლიო ომის დროს.

46.  ბიჭუნა ყუმბარით. ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი, 1962 წელი.  ფოტოგრაფი – დიან არბესი
დიან არბესის პორტრეტული ფოტოგრაფიის თავისებური ხელწერა განსაკუთრებით საინტერესოდაა წარმოჩენილი 1950-1970 წლებში გადაღებულ ფოტო-მასალაში. ნიუ-იორკის ყოველდღიური ცხოვრებიდან მის მიერ შემონახული კადრები ყველაზე მეტად შთამბეჭდავია. მის ფოტოებს ენამახვილობა და შორსმჭვრეტელობა ახასიათებს, რისი საუკეთესო მაგალითიცაა ფოტო – ბიჭუნა ყუმბარით ხელში. ყუმბარა რაღა თქმა უნდა, სათამაშოა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოა, რომელიც თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება ომს, ყოველგვარ სისატიკესა და ძალადობას!

47. ადამიანის პირველი რენტგენული სურათი, 1896 წელი

48. მეორე მსოფლიო ომის გმირი – ქანთარია რაიხსტაგზე საბჭოთა დროშის აღმართვის დროს. ევგენი ხალდეი, 1945 წელი.

49. "უსიტყვო კაპიტულაცია” ანუ კოცნა ტაიმ–სქვერზე.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მეზღვაურის ლეგენდარული ფოტო, რომელიც გამარჯვებით გახარებული მედდას კოცნის თაიმ-სქვერზე. ამ ფოტომ იმ დროინდელი ყველა ჟურნალ-გაზეთი მოიარა. მილიონობით ამერიკელისთვის ეს სურათი, რომელსაც აიზენშტადმა”უსიტყვო კაპიტულაცია” უწოდა, მეორე მსოფლიო ომის დასრულების სიმბოლო გახდა.

ლეგენდის თანახმად, ფოტოგრაფმა ალფრედ აიზენშტადმა (Alfred Eisenstaedt) გადაწყვიტა ეპოვა ეს წყვილი, რაც მოგვიანებით მართლა შეძლო.

50. დაჭრილი ჯარისკაცი და მღვდელი
ვენესუელა. 1962 წლის 4 ივნისი, პუერტო კაბელოს საზღვაო ბაზა. სნაიპერის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი ჯარისკაცი ეჭიდება მღვდელს, ლუის პადილოს.
კატეგორია: სურათები/ანიმაციები | ნანახია: 1091 | დაამატა: -Ani♡Del♡Rey | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 6

(2013-06-30 4:54 PM)
* 6 -Marii))   [Entry]
Esenic Dzalian Magrebia )