მთავარი » 2013 » ივნისი » 28 » 100 Photos
1:13 PM
100 Photos
51. გოგონა ხვდება მამას, მეორე სამამულო ომის პატიმარს, რომელიც საბჭოთა კავშირმა გაათავისუფლა. 1956წ. გერმანია.

52. პალესტინელი მამა ცდილობს, 12 წლის შვილი  გადაარჩინოს. ისრაელი ჯარისკაცის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად შვილი ხელებში აკვდება. გადაიღო ფრანგული სატელევიზიო სადგურის რეპორტიორმა.

53. "უცნობი მეამბოხე” ფოტოგრაფი ჯეფ ვაიდნერი (Jeff Widener)
1989 წლის 4 ივნისი. პეკინი, ჩინეთი. ტანანმენის მოედანზე ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ტანკების რიგი მოდიოდა, რათა სასტიკად გასწორებოდა დემონსტრანტ მუშებს, სტუდენტებს, ბავშვებს. პატარა, უცნობი, მოულოდნელად გამოჩენილი ფიგურა ძველი ჩანთებით ხელში მამაცად იდგა ტანკების კოლონის წინ პროტესტის ნიშნად. ამ დროს გმირი დაიბადა. მეორე გმირი კი ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც ტანკს მართავდა. მან უარი განაცხადა შეჯახებოდა ახალგაზრდა კაცს და მკვლელი მანქანა გვერდზე გაწია. რამდენიმე წუთის შემდეგ ტანანმენის მოედანი სისხლით მოირწყო, მაგრამ ამ ფოტომ ბილიონობით ჩინელს იმედი მისცა.


54. ამერიკელი ჯარისკაცი
1991 წლის თებერვალი, ერაყი. ამერიკელი სერჟანტი კენ კოზაკივიკზი დასტირის თავის მეგობარ ენდი ალანიზს, რომელიც ”მეგობრული ცეცხლის” მსხვერპლი გახდა სპარსეთის ყურეში ომის ბოლო დღეს.


55. ოქტომბერი, 1939, გერმანელი ჯარისკაცების მიერ პოლონელების ჩახოცვის მომენტი

56. ბიჭუნა მამის შარვლით
სომხეთი–აშშ. 2002 წლის 23 ივნისი. ქაზვინის პროვინცია, ირანი. ბიჭუნა, გარშემორტყმული ჯარისკაცებით და ადგილობრივი მაცხოვრებლებით, რომლებიც თხრიან საფლავებს მიწისძვრის შედეგად დაღუპულთათვის. მამის შარვლით ხელში ჩაცუცქულია იმ ადგილთან, სადაც მამას დაკრძალავენ.


57. პოლიციის შეფი, ბრიგადის გენერალი – ნგუიენ ლოანი ბორკილდადებულ ვიეტკონგელს კლავს, 1968 წლის 1 თებერვალი
ფოტო გადაღებულია სამხრეთ ვიეტნამის დედაქალაქ საიგონში ედი ადამსის მიერი. ის იყო "The Associated Press"-ის კორესპოდენტი, ფოტოგრაფი, რომელმაც დაასრულა ომი, მაგრამ დაანგრია ადამიანის ცხოვრება. მან თქვა: „ფოტოგრაფია მსოფლიოში ყველაზე ძლიერი იარაღია. გენერალმა მოკლა ვიეტკონგელი. მე კი, ჩემი ფოტოკამერით, გენერალი მოვკალი." ამ ფოტომ არამარტო პულიტცერის პრემია მიიღო (1969 წელი), არამედ ძირეულად შეცვალა ამერიკელთა შეხედულება იმის შესახებ, რაც ხდებოდა ვიეტნამში.


58. ხანძარი "Triangle Shirtwaist Company”-ს ქარხანაში, 1911 წელი
ქარხანაში ყოველთვის კეტავდნენ კარებს, რათა დარწმუნებულები ყოფილიყვნენ, რომ ახალგაზრდა იმიგრანტი ქალები თავიანთ დანადგარებთან მუშაობდნენ და არაფერს იპარავდნენ. საგულდაგულოდ ჩარაზული კარები მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა 1911 წლის 25 მარტს, შაბათ დღეს, როდესაც ნიუ-იორკის ქარხნის მე-8 სართულზე ცეცხლი გაჩნდა. 30 წუთში ხანძარმა 146 მუშა შეიწირა. ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი სამრეწველო კატასტროფა.

თვითმხილველები ერთხანს ფიქრობდნენ, რომ ქარხნის მეპატრონეები საუკეთესო მუშების გადარჩენის მიზნით, მათ ფანჯრებიდან ყრიდნენ. შემდეგ მიხვდნენ, რომ მუშები თვითონ ხტებოდნენ. ეს ისტორია კიდევ ერთხელ დაუდგათ თვალწინ 2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტრაგედიისას. ქარხანაში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ გეზი მისცა ეროვნულ მოძრაობას, რომლის მთავარი მოთხოვნა სამუშაო ადგილების უსაფრთხოება იყო. 


59. "თავისუფლების ნახტომი” – 1961 წლის 15 აგვისტო, ბერლინი. 19 წლის აღმოსავლეთგერმანელი პოლიციელი ჰანს კონრად შუმანი.
საბჭოთა კავშრის საოკუპაციო ზონას ლითონის მავთულხლართს ავლებენ. გადაწყვიტეს  ქალაქი შუაზე ყრუ კედლის მეშვეობით გაყონ. ორად გაყოფილ სექტორებს შორის გადაადგილება მალე თითქმის შეუძლებელი გახდება. საზღვარს იქით მდგარი ადამიანები შუმანს ხელს უქნევენ, აქეთ გადმოდიო. ის გადაწყვტილება წამებში იღებს და მავთულხლართს ახტება.

პეტერ ლაიბინგმა მოასწრო. სურათი მეორე დღესვე მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი გაზეთის პირველ გვერდზე დაიბეჭდა და 1961 წლის საუკეთესო ფოტოდ აღიარეს, შემდგომ კი "ცივი ომის” ერთერთ სიმბოლოდ იქცა.


60. ვიეტნამის ომი
1963 წელს ფოტოგრაფ ნიკ უიტის მიერ დაბაღებული ვიეტნამელი გოგონა სახელად კიმ ფუკი გახდა ცნობილი ფოტო-სუბიექტი, რომელიც ასახულ იქნა ვიეტნამის ომის დროს. სურათიდან ჩანს, რომ 9 წლის კიმი გარბის მის ზურგსუკან მომხდარი ნაპალმის აფეთქების საწინააღმდეგოდ.

ამ სურათმა მთელი მსოფლიო იაძულა, დაფიქრებულიყვნენ ვიეტნამის ომზე და იქ განვითარებულ მოვლენებზე. ხოლო კიმისთვის ფოტო მტანჯველ მომენტად იქცა, მიუხედავად ფოტოგრაფის მცდელობისა, პოპულარობის მწვავე მარწუხებისგან დაეცვა კიმი, მას მაინც მიაგნო ვიეტნამის მთავრობამ სტუდენტობის პერიოდში, რათა მისი პოპულარობა გამოეყენებინათ პროპაგანდისთვის. "მე ვიყავი მუდმივი კონტროლის ქვეშ, მინდოდა სიკვდილი, ეს ფოტო მუდამ უკან დამყვებოდა”–ამბობს კიმი,  რომელმაც ისედაც ვერ შეძლო თავი დაეღწია მოგონებებისაგან და დღემდე ვერ ივიწყებს ბომბების ხმას. დიდი ხნის შემდეგ იგი მიხვდა, რომ არ შეეძლო ამ სურათს გაქცეოდა და გადაწყვიტა ის გამოეყენებინა მსოფლიოში მშვიდობის დასაცავად.


61. ყველაზე ახალგაზრდა დედა მსოფლიოში
ლინა მედინა დაიბადა 1933 წლის 27 სექტემბერს პურანგში, პერუ. მან 5 წლის 7 თვისა და 21 დღის ასაკში გააჩინა ბავშვი. დღემდე ითვლება ყველაზე ახალგაზრდა დედად მედიცინის ისტორიაში.

ახლადდაბადებულ ბავშვს ლინამ ხერარდო დაარქვა და ისინი იზრდებოდნენ, როგორც და–ძმა. ხერარდომ მხოლოდ 10 წლის ასაკში გაიგო სინამდვილე. იგი 40 წლის ასაკში გარდაიცვალა ძვლის კიბოთი. მისი მამის ვინაობა არასოდეს გაუმხელია ლინას.


62. ეს სურათი მიჩნეულია პირველ ფოტოდ კრიმინალისტიკურ ფოტოგრაფიაში

63. გოგონა, რომელიც გაიზარდა საკონცენტრაციო ბანაკში ხატავს დაფაზე სახლს. 1948, პოლონეთი. დევიდ სეიმურის ფოტო

64.  დონ მაკკუილინის მიერ გადაღებული ფოტო

65.  ორი ჯარისკაცი. დონ მაკკუილინის მიერ გადაღებული ომის კადრებიდან

66. ალბინოსი შავკანიანი ბიჭუნა. ბიაფრა, 1969 წელი
ბიჭი თავისი კანის ფერის გამო დისკრიმინაციის მსხვერლი გახდა, რის შემდეგაც თავშესაფარში იმყოფება. ფოტოგრაფი დონ მაკკუილინი/Don MacCullin.


67. მიგრანტი დედა, ფოტოგრაფი – დოროთი ლეინჯი /Dorothea Lange/, 1936 წელი
ნიპომოში ფირზე აღბეჭდილი მიგრანტი დედა და მისი შვილები, ფოტო, რომელსაც საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. თითქმის ყველა წამყვანი ჟურნალის გარეკანზე დაიბეჭდა. ფოტოზე აღბეჭდილი ქალი მსოფლიომ დიდი დეპრესიის სიმბოლოდ აღიარა.


68. ანონიმური ფოტოგრაფის მიერ აღბეჭდილი ბოლო წამები
1973 წლის 11 სექტემბერი, სანტიაგო, ჩილე. დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე, სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე, პრეზიდენტის სასახლეში სამხედრო გადატრიალების დროს.


69. მემარჯვენე ძალების სტუდენტი კლავს სოციალისტური პარტიის თავმჯდომარეს, ინჯირო ასანუმას. 1960 წლის 12 ოქტომბერი, ტოკიო.

70. ჩე გევარა, 1960 წლის 5 მარტი.
ამ მომენტში ცნობილი ფოტოგრაფი ალბერტო დიაზ გუტიერესი (იგივე ალბერტო კორდა) ჩე გევარას წინ დგას ფოტოაპარატმომარჯვებული. მომავალში ამ დღემ კუბელი  ფოტოგრაფის მთელი კარიერა განსაზღვრა. კუბის რევოლუციის შემდეგ კორდა ფიდელ კასტროს პირად ფოტოგრაფად დაინიშნა.


71. ჩე გევარა ცოცხალია
ფოტოზე ჩანს რევოლუციის სიმბლოდ მიჩნეული ჩე გევარა, რომელიც ჩე 1967 წელს ბოლივიის არმიამ შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა. ფოტოზე ჩეს გვერდით მისი მკვლელები იწონებენ თავს, ერთ-ერთი მათგანი კი სავარაუდოდ ჭრილობაზე მიუთითებს, ხალხმა ყურადღება მიაქცია ჩეს სახის მიმტევებელ გამომეტყველებას. საბოლოოდ, ფოტომ ჩე კი არ მოკლა, დასაბამი მისცა ახალ სლოგანს ,,ჩე ცოცხალია”.  


72. ლი ჰარვი ოსვალდი სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე
ჯონ კენედის მკვლელი – ლი ჰარვი ოსვალდი დახვრეტამდე ერთი წუთით ადრე. ფოტო გადაიღო რობერტ ჯექსონმა, რომელმაც მოგვიანებით აღნიშნა: "ერთი კადრის გადაღება მოვასწარი. გასროლის მომენტში, მეორედ დავაჭირე ღილაკს, მაგრამ ფოტოაპარატმა მიმტყუნა, ვერ მოვასწარი მომენტის დაფიქსირება”


73. "ჰინდენბურგი”, ფოტოგრაფი – მერი ბეკერი, 1937
1937 წლის 6 მაისს საჰაერო ხომალდის ჩამოვარდნის შემდეგ, ჰინდენბურგის კატარასტროფა მე-20 საუკუნის ერთ-ერთ მთავარ მოვლენადაა მიჩნეული.


74. დამარხული უცნობი ბავშვი
1984 წლის 3 დეკემბერი, ქალაქი ბხოპალი, ინდოეთი. ქიმიურ ქარხანა – Union Carbide-ში ავარიის დროს მომწამლავი გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი ბავშვი. ეს იყო მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ტექნიკური კატასტროფა. პესტიციდების გამომშვები ამერიკული ქარხნიდან ატმოსფეროში მოხვედრილი გიგანტურმა მოწამლულმა ღრუბელმა დაფარა ქალაქი და 1 თვის განმავლობაში 15 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.


75. ტრაგედია ოკლაჰომაში, 1995 წელი
მეხანძრემ მოასწრო ხელთათმანების გახდა, სანამ პოლიციელი ჩვილს გადასცემდა. ალბათ, იცით, რომ მეხანძრის ხელთათმანები უკიდურესად უხეშია. მან კი სასწრაფოდ მოიშორა, რომ შეეგრძნო გადარჩენილი ჩვილით გამოწვეული სიხარული. ფოტოზე ჩანს, როგორი მზრუნველობით დასცქერის გოგონას. მეხანძრემ ჯერ არ იცი, რომ იგი უკვე გარდაიცვალა.
კატეგორია: სურათები/ანიმაციები | ნანახია: 993 | დაამატა: -Ani♡Del♡Rey | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3

(2013-06-28 4:38 PM)
* 3 Dona♡   [Entry]
vaime
ლინა მედინა დაიბადა 1933 წლის 27 სექტემბერს პურანგში, პერუ. მან 5 წლის 7 თვისა და 21 დღის ასაკში გააჩინა ბავშვი. დღემდე ითვლება ყველაზე ახალგაზრდა დედად მედიცინის ისტორიაში.
ახლადდაბადებულ ბავშვს ლინამ ხერარდო დაარქვა და ისინი იზრდებოდნენ, როგორც და–ძმა. ხერარდომ მხოლოდ 10 წლის ასაკში გაიგო სინამდვილე. იგი 40 წლის ასაკში გარდაიცვალა ძვლის კიბოთი. მისი მამის ვინაობა არასოდეს გაუმხელია ლინას.