ვანიას გარშემო არავინ ჰყავდა. ის თავის სევდიან ისტორიას დღიურს უყვებოდა. გთავაზობთ მისი მონათხრობის ამონარიდებს:
მე მქვია ვანია. ძალიან მიყვარს დედა კატია და მამა-ვადიმი. სიმართლე რომ ვთქვა მე ისინი თან მიყვარს და თან მეშინია მათი. ისინი ყოველთვის მცემენ. მაგრამ ვერ ვხდები რატომ, რას ვაშავებ...
დილით გავიღვიძე და სკოლაში წავედი. კარგად ვსწავლობდი და მასწავლებელს ვუყვარდი. მე კი მთელი კლასი მიყვარდა. იცით,მე არ მყავს მეგობრები. დასვენებაზე მერხთან ვზივარ და ჩემთვის ვთამაშობ. ჩემთან მეგობრობა არავის არ უნდა. ყოველთვის ვცდილობდი ვინმესთან მივსულიყავი და დავმეგობრებოდი, მაგრამ ისინი ხელს მკრავდნენ და მეუბნებოდნენ : "გაეთრიე მახინჯო"
იცით რატომ ვარ მახინჯი? სახეზე დიდი შრამი მაქვს, რომელიც მამის დარტყმისაგან დამრჩა და კიდევ ყოველთვის ერთი და იგივე მაცვია. ძალიან არ ვბრაზდებოდი რადგან მიყვარდა ჩემი კლასელები.ამ დღეს სკოლის გასახდელში შევედი, ავიღე ჩემი შემოდგომის ქურთუკი და გარეთ გავედი. ზამთარი იყო. ციოდა და ვკანკალებდი, ძლივს დავდიოდი. უცებ უკნიდან ვიღაც მომვარდა და წამაქცია. მესმოდა როგორ მეუბნებოდნენ "მახინჯო, არავის არ სჭირდები, საცოდავი ხარ" შემდეგ დამარტყეს ხელებში, ფეხებში, ზურგში და წავიდნენ. ვტიროდი. იმიტომ არა რომ მციოდა, იმიტომ, რომ მეგობრები არ მყავდა. მე კი ძალიან მინდოდა მათთან მეგობრობა.
როცა სახლში მივედი დედა მომვარდა და თმებში მწვდა:" სად იყავი? რას გავხარ? არანორმალურო იდიოტო. საჭმელს ვერ შეჭამ, შეეთრიე ოთახში."
ჩუმად შევედი ოთახში და ვიჯექი. უკვე მივეჩვიე რომ მცემდნენ.. მივეჩვიე რომ არავინ ჩამიხუტებდა და არ მეტყოდა თბილ სიტყვას. ასე ჩამეძინა-სველ ტანსაცმელში მშიერს...მოგვიანებით ნიშნები გამიფუჭდა. ცუდად ვსწავლობდი. ამის გამო მამა მცემდა და თან ძლიერად.ერთხელ ისე ჩამარტყა ხელებში, რომ თითი გამიშეშდა და ასე დამრჩა. ამის გამო სკოლაში უფრო მეტად დამცინოდნენ...
გადიოდა დრო და ერთხელ გული ამტკივდა. დედა და მამა არაფერს არ აკეთებდნენ. როგორც ყოელთვის. ღამღამობით იცით რა მინდოდა? ძალიან ძალიან მინდოდა რომ გული არ მტკენოდა. არ მინდოდა დედას და მამას განაწყენება. მე ისინი ძალიან, ძალიან მიყვარდა.
******
დღეს სკოლაში დაგვავალეს დაგვეხატა "ჩემი ოცნება"
ყველა მანქანებს, თოჯინებს ხატავდა, მე კიდე არა. იმიტომ რომ არაფერი მსგავსი არ მინდოდა. მე კარგი დედა და მამა მინდოდა. და ამიტომ ოჯახი დავხატე. დედა მამა და მათი შვილი, რომელიც ბედნიერად თამაშობდა სამაგიდო თამაშს. ვხატავდი და ჩუმად ვტიროდი. ეს ხომ ჩემი ოცნება იყო.
როცა ჩემი ჯერი დადგა, კლასისათვის მეჩვენებინა ნახატი ყველა დამცინოდა. გავედი დაფასთან და თქვი: ჩემი ოცნება ოჯახია. ვაჩვენე სურათი და ყველამ სიცილი დაიწყო. ერთმა ბიჭმა სახელად სერიოჟკამ მითხრა: "და ეს არის შენი ოცნება? ჰაჰაჰაჰაჰა"
არაფრის თქმა არ შემეძლო. ცრემლიანმა ჩუმად ჩავილაპარაკე: "გთხოვთ ნუ დამცინით, ეს ჩემი ოცნებაა... მე მცემენ და არ ვუყვარვარ...გთხოვთ ნუ დამცინით... მინდა რომ დედა ისე მეხუტებოდეს და მკოცნიდეს , როგორც თქვენი დედები. სკოლის შემდეგ ყოველ ჯერზე კუთხეში ვდგავარ და ვხედავ როგორ გაკითხავენ მშობლები და ბედნიერები მიდიხართ სახლში. მე კი არავის არ ვჭირდები, ვიცი...(უფრო მაგრად ავტირდი)... არ მაქვს თითი და ულამაზო ვარ. კოჭლი და საშიში. მაგრამ მე არაფერი დამიშავებია. მართლა. ძალიან მიყვარს ჩემი მშობლები და არ მინდა მათი წყენინება. გთხოვთ ნუ დამცინით და ნუ მცემთ."
მასწავლებელმა ცრემლები ვერ შეიკავა . მათ ცოტა გამიგეს, მაგრამ მაინც დამცინოდნენ..
******
ერთ დღეს რუსულში ორიანი მივიღე. სახლში წასვლა არ მინდოდა. ვიცოდი რომ დედას ვაწყენინებდი. მაგრამ წასავლელი არსად მქონდა. დედამ გაიგო ორიანის შესახებ და ყველაფერი თავიდან დაიწყო...
მან ნატკენ თითზე მომკიდა ხელი და იატაკზე დამაგდო. შემდეგ რამდენჯერმე თავში ჩამარტყა. არაფრის გაკეთება არ შემეძლო. ცემის შემდეგ იატაკზე ვიწექი გვერდულად და ვერ ვდგებოდი. თითს და ფეხს ვერ ვრძნობდი. დედა სადღაც წავიდა და მარტო დამტოვა. ჯიბიდან პეჩენია ამოვიღე და ჭამა დავიწყე. ნელა, ჩუმად. მეშინოდა...
როცა დაბრუნდა მოვიდა და მითხრა: "ამდენი გზარდეთ არარაობავ და შენ არაფრის კეთება არ შეგიძლია. მამაშენი რომ მოვა ის მოგხედავს!" მხოლოდ იმის თქმა მოვასწარი: "დედი არ გინდა, გამოვსწორდები" და სახლში მამა დაბრუნდა. ორიანის შესახებ რომ გაიგო, ჯერ ხელში მწვდა, შემდეგ სახეში და ფეხებში დამარტყა. ძირს დავეცი და მეტი არაფერი მახსოვს. რომ გავიღვიძე საავადმყოფოში ვიწექი. ხელზე დავიხედე და შევნიშნე რომ ის თითი საერთოდ აღარ მქონდა. ჩუმად ვტიროდი. ახალი წელი მოდიოდა. ფანჯარაში ვიხედებოდი. ყველას სადღაც ეჩქარებოდა.იცით რატომ ვტიროდი? არ ვიცოდი რას ნიშნავს დედის, მამის ჩახუტება. მე მხოლო მცემდნენ. მე კი ისინი მიყვარდა...
******
სკოლაში მასწავლებელი ჩაის მასმევდა . ცოტას მეთამაშებოდა კიდეც... ის ჩემი მეგობარია.
******
იმ შემთხვევიდან ნახევარი წელი გავიდა. უკეთ სწავლა დავიწყე, მაგრამ მაინც არ ვუყვარდი. ერთხელ შემთხვევით ჩაი დავაქციე და ისევ მცემეს.
გული ისევ ამტკივდა. დედასთან მივედი და ვუთხარი:"დედა-დედა გული მტკივა"
ის ყურადღებას არ მაქცევდა.
ისევ საავადმყოფოში ვიწექი და მშობლები სანახავად არ მოდიოდნენ. მეუბნებოდნენ რომ ისინი მოვიდოდნენ, მაგრამ არა. მე ველოდი და ველოდი, მაგრამ მათ ჩემზე უარი თქვეს. მახინჯზე.მე კი ისინი ისე მიყვარდა... მიყვარდა მთელი ძალით.******
ამ შემთხვევიდან ვანია მალე გარდაიცვალა. მის ხელში თავისი ნახატი და წერილი იპოვეს სადაც ეწერა:
"დედიკო და მამიკო. მაპატიეთ რომ ასეთი... ულამაზო, სულელი და კოჭლი ვარ. მაპატიეთ რომ არ გიყვარდით, მაპატიეთ.
არ მინდოდა თქვენი წყენინება. მხოლოდ ერთი რამ მინდოდა... მინდოდა ჩაგხუტებოდი დედა... მეკოცნა და მეთქვა რომ მიყვარდი.
მამა... შენთან სროლების და მანქანებით თამაში მინდოდა... სიარული,სეირნობა და სიმღერა.
ვიცი რომ დამნაშავე ვარ. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ."
ეს შემთხვევა რუსეთის პროვინციაში მოხდა. არც მასწავლებლებმა და არც გარშემომყოფებმა, რომლებიც ხედავდნენ თუ რა ხდებოდა ბიჭის თავს, სათანადო რეაგირება არ მოახდინეს. პატარა ვანია ვერავინ დაიცვა მაშინ,როცა მათ შეეძლოთ ბავშვის გადარჩენა. ამიტომ, სანამ ვინმეს ასეთ ამბავს გულგრილად მოეკიდებოდეთ, კარგად დაფიქრდით. შესაძლოა სწორედ თქვენს ხელში იყოს მსხვერპლის ბედი._____________________________________________________________________________________________________დარწმუნებული ვარ გულგრილი ვერავინ ვერ დარჩებოდით :)) YOUR SoPii)) |