მთავარი » 2013 » მარტი » 15 » ***
5:49 PM
***


**

თითქოს სადღაც სულ მუდამ ცივა..

 ჩემი ერთ-ერთი უსახელო ჩანახატი


    



არ ვიცი,როგორ გადმოვცე?..

თითქოს სადღაც სულ მუდამ ცივა..

ზამთარია და ფიფქები ცვივა..

სადღაც მზე ანათებს,წითელი და თბილი ცეცხლით გაჟღენთილი…

ვიღაცას სცივა,ძლიერად სტკივა და შველას ითხოვს...ვიღაც ტირის,ცხარედ ტირის და ცრემლებს განვლილი ტანჯვის წუთებს აყოლებს,

თუმცა ცრემლთა ნაკადი მაინც არ ჩერდება...

ვიღაც იღიმის..იღიმის და ბედნიერად,დაცულად გრძნობს თავს...ვიღაც იტანჯება...ძლიერი ტკივილით იტანჯება...გზის პირას,დიდ 

კედელს მიყრდნობილი,მარტოდმარტო მყოფი,ჩუმად,შეუმჩნევლად იცრემლება,და თან ,

 იღიმის,მომხიბვლელი,თბილი ღიმილით აჯილდოვებს თითოეულ 

გამვლელს ,რომელიც წამით მაინც შეავლებს მზერას მის აწყლიანებულ ლურჯ თვალებს...

Tumblr_mib4sv5ei21rgel7no1_500_large

თვალებს,რომელიც ძალიან ჰგავს ზღვას..რომელიც შენს გულს

 ღრმა,წარუშლელ კვალს დაამჩნევს...და რომლის ბედნიერებაზეც დიდი ხანია,რაც ბედს აღარ უფიქრია...სადღაც ხომ 

წვიმს,ძლიერად,გადაუღებლად...მოქუფრულ ცაზე მოსრიალე შავი,ყინულივით ცივი წვეთები დაუსრულებლად ეძებენ ცისარტყელას,

რომელიც მათ  წარმოსახვაში ერთადერთი ბედნიერების მწვერვალია...

და ამ წვიმის წიაღში ვიღაც ამჩნევს,როგორ ჩაირბენს ცხოვრების გზაზე თითოეული წამი,წუთი,სულ 

მალე საათიც..საოცარია,უკან არცერთი არ ბრუნდება..თითქოს მხოლოდ მათ მიაგნეს ადგილს,

სადაც ბედნიერებამ სამუდამოდ დაიდო ბინა...

სადღაც,შორს,მწველი,ლურჯი მთვარის შუქზე ვიღაც სამუდამოდ ხუჭავს დამჭკნარ,

დაღლილ თვალებს, მის სახეზე თბილი ღიმილი ისადგურებს და 

მთვარის შუქის ნათებით ,ლურჯად მბრწყინავი წვიმის წვეთები ძვირფასი ქვებივით აბრდღვიალებს მის გაყინულ სხეულს...

იქვე,ტყეში,უძინარი ბუს კივილი

 ახმაურებს გარემოს,ხის ჩრდილში წითელთვალება ყვავების ჯგუფი ყველასგან შეუმჩნევლად განაგრძობს ცხოვრებას,

იმავე ხის ფუღუროში უდარდელი ციყვები ზამთრისათვის იწყებენ სამზადისს...

ტყის წიაღში,მწვანე ბალახით დაფარულ მდელოზე მცხოვრები არსებები გაკვირვებული მზერით აკვირდებიან ლურჯად

 მბრწყინავ წვიმის წვეთებს,პირველად იხილეს ჯადოსნური,ოცნებების ღამე...

-ბედნიერი ხარ?-კითხულობს ვიღაც.

-არა,-ისმის პასუხი და მიწაზე უკანასკნელი წვეთი ეცემა...

კატეგორია: ჩანახატები ♥ | ნანახია: 1026 | დაამატა: Кате♡рина | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 6

(2015-06-11 3:08 PM)
cire,exla vnaxe sheni komentari :DDDDD 1 wlis shemdeg...