მთავარი » 2013 » მარტი » 23 » ♥♥♥
1:16 PM
♥♥♥

 ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის 



 ძალიან მიყვარს ეს ლექსი

 იმედი მაქვს თქვენც მოგეწონებათ 


   


ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის

 და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება

 მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,

 მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.

შენი თვალების ნაცნობი ფერი 

მაკლია მაშინ და მენატრება, 

როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი 

არ ვიცი, ასე რად მემართება.

 

Tumblr_mbp2axzfyv1rrfw3mo1_1280_large


მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის 

სითბოს,

 შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი

 და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს 

სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა

 სურვილი.


Tumblr_mk322ggowj1rf8vulo1_500_large

 

მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები... 

უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,

 და მაინც თუკი ჩემი იქნები

თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.

 

Tumblr_mk3vvptwks1s7g09co1_500_large


მე მახალისებს შენი დანახვა

- შენ იასამნის აგდის სურნელი,

მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ, 

ხარ სანატრელი და სასურველი.

 

Tumblr_mk3vvwll5k1rfw7ndo1_500_large


ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის

 და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება 

მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,

 მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება


♥ ♥ ♥



კატეგორია: ლექსები | ნანახია: 972 | დაამატა: -Marii)) | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7

(2013-03-23 11:10 PM)
კარგი ლექსია