მთავარი » 2013 » ივნისი » 12 » :))
11:10 PM
:))

წარსულის დედაც... როდესაცმომავალი წინაა!!!

ჩანახატი | გამონათქვამები | სურათები

  


„თუ შენ დაიბადე ფრთების გარეშე, ნუ შეუშლი ხელს მათ ამოსვლას". „ჩემი ასაკი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დღეა დღეს და იმ ადამიანებზე, რომლებთანაც ვსაუბრობ". „ქალები, როგორც წესი, ბევრად უფრო დაკვირვებით ირჩევენ თავიანთთვის ღამის პერანგს, ვიდრე ქმარს". „ვინაიდან ყველაფერი მოთავსებულია თავში, უნდა ვეცადოთ, რომ ის არ დავკარგოთ". „უნდა ერიდოთ ადამიანებს, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ჭკუით, მაგრამ აღარ გააჩნიათ საღი აზროვნება". „ყოველდღე მე რაღაცას ვამარტივებ, იმიტომ რომ ყოველდღე რაღაცას ვსწავლობ". „ფეხებზე მკიდია, თუ რას ფიქრობთ თქვენ ჩემზე. მე თქვენზე საერთოდ არ ვფიქრობ". „როცა მოწყენილი ვარ, თავს მოხუცად ვგრძნობ და თუ თქვენ ახლავე თავს არ გამანებებთ, ხუთ წუთში ათასი წლის გავხდები". „დიადი ვნებები – მათაც სჭირდება გადატანა".

„თუ დადგება დღე, როცა მე ვერაფერს ვერ გამოვიგონებ, ეს იქნება ჩემი აღსასრული „ყველა ქალი არ არის ლამაზი დაბადებიდან, მაგრამ თუ ის 30 წლისთვის არ გახდა ასეთი, მაშინ უბრალოდ სულელია". „თუ თქვენ გინდათ გქონდეთ ის, რაც არასოდეს არ გქონიათ , მაშინ მოგიწევთ გააკეთოთ ის, რაც არასოდეს გაგიკეთებიათ". „დაინდეთ თავი, თქვენივე თავის გულისთვის. დაინდეთ საკუთარი ყურები, თვალები, დაინდეთ თქვენი გონება და აზრები. რა უნდა ნახოთ ან გაგიგონოთ შუაღამის შემდეგ ისეთი, რაც იქნება უფრო ფასეული და სასარგებლო ვიდრე თქვენი ძილია? ეს ყველაფერი თქვენ ხომ, შეიძლება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ათასჯერ გაქვთ ნანახი და მოსმენილი". „ჩვენ, ქალებს გვჭირდება სილამაზე იმისთვის, რომ კაცებმა შეგვიყვარონ და სისულელე იმისთვის, რომ ჩვენ შევიყვაროთ კაცები". „თუ თქვენ დაგატყვევათ რომელიმე ქალის სილამაზემ, მაგრამ ვერ გაიხსენეთ თუ რა ეცვა მას, ესე იგი მას ეცვა იდეალურად". „სიბერე არ გვიცავს სიყვარულისგან, მაგრამ სიყვარული გვიცავს სიბერისგან".


„ნამდვილი დიდსულოვნება ის არის, როცა პატიობენ უმადურობას". „თითოეულ ქალს აქვს ის ასაკი, რომელსაც იმსახურებს". „ჭეშმარიტი ბედნიერება არ არის ძვირი და თუ მასში გვიწევს მაღალი ფასის გადახდა, ესე იგი ის ყალბია". „როგორც არ უნდა ატრიალო, ნებისმიერი მამაკაცის ცხოვრებაში არის მხოლოდ ერთადერთი ქალი, ყველა დანარჩენი მისი ჩრდილებია". სტუდენტებმა უკვე შეავსეს აუდიტორია და ლექციის დაწყებას ელოდნენ. შემოვიდა ლექტორი და მაგიდაზე მინის ცარიელი ქილა დადგა. – დღეს მინდა ცხოვრებაზე გესაუბროთ. რა შეგიძლიათ თქვათ ამ ქილაზე? – ის ცარიელია, – თქვა ვიღაცამ. – მართალია. – დაუდასტურა ლექტორმა, ამოიღო მოზრდილი ქვებით სავსე ტომსიკა და ცარიელი ქილა ქვებით გაავსო. – ახლა რა შეგიძლიათ თქვათ ამ ქილაზე? – ახლა ქილა სავსეა, – თქვა ერთ-ერთმა სტუდენტმა. ლექტორმა ახლა ბარდის მარცვლები ამოიღო და ქილაში ჩაყარა. ბარდამ ქვებისგან დატოვებული ცარიელი ადგილები შეავსო. – ახლა რას იტყვით? – ქილა ნამდვილად სავსეა, – თქვა ვიღაცამ. მაშინ ლექტორმა სილა ამოიღო და ქილაში ჩაყარა მანამ, სანამ სილამ ბოლომდე არ შეავსო ქილის ცარიელი ადგილები. – აი, ახლა ხომ ქილა სავსეა! – ახმაურდნენ სტუდენტები. -მაშინ ეშმაკურად მომღიმარმა ლექტორმა ორი ბოთლი ლუდი ამოიღო და ქილაში ჩაასხა. – პროფესორო, – იკითხა ერთმა სტუდენტმა, – და ლუდის ბოთლები რაღას ნიშნავს? პროფესორს გაეღიმა: – ის ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად პრობლემებისა, ყოველთვის არსებობს დრო მოდუნებისა და ორი ბოთლი ლუდისათვის.

ქვეყნად მხოლოდ ორი რამ არის უსაზღვრო – სამყარო და სისულელე. თუმცა, სამყაროს თაობაზე ბოლომდე არა ვარ დარწმუნებული. დამთხვევათა წყალობით ღმერთი ანონიმურობას ინარჩუნებს. წარმოსახვა – ეს ყველაფერია. ეს არის წინასწარი ჩვენება ცხოვრებაში მოსალოდნელი მოვლენებისა. ერთადერთი, რაც სწავლაში ხელს მიშლის არის მიღებული განათლება. მე ვისწავლე ვუყურო სიკვდილს, როგორც ძველ ვალს, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა გადავიხადო. საღი აზრი – ეს არის თვრამეტი წლის ასაკამდე შეძენილ ცრურწმენათა ერთობლიობა. საერთაშორისო კანონები არსებობს მხოლოდ საერთაშორისო კანონების კრებულებში. თითოეული ადამიანი ვალდებულია დაუბრუნოს სამყაროს სულ მცირე იმდენი, რამდენიც მისგან აიღო. შენ ვერასოდეს მოაგვარებ პრობლემას, თუ იფიქრებ ისევე, როგორც მისი წარმომქმნელი. ყველაზე ძნელი გასაგები რამ – ესაა საშემოსავლო გადასახადი. რა შეუძლია თევზმა იცოდეს წყლის შესახებ, რაშიც მთელი ცხოვრება დაცურავს?



ავტორიტეტებისადმი ზიზღის გამო რომ დავესაჯე, ბედისწერამ თავად გამხადა ავტორიტეტი. მეცნიერული აღმოჩენების პროცესი – ეს არის მუდმივად სასწაულებისგან გაქცევა. მცირე ცოდნა სახიფათოა, ისევე როგორც, ბევრი. ყველაზე შეუცნობადი სამყაროში ის არის, რომ ის შეუცნობადია. არ დაეცე… ეცემი? – მეგობარს არ ჩაებღაუჭო… ებღაუჭები? – თვალები აარიდე… მზერებით შეხვდით? – სიმართლე არ დაიჯერო… დაიჯერე? – არ მოდუნდე… მოდუნდი? – გააგრძელე დაცემა… დაცემაც ხომ აღმაფრენაა… არ არის საჭირო ყვავილები და ორკესტრები, შენ მხოლოდ დამიძახე…” ამ სიტყვებში არის რაღაც ძალიან ზუსტი და ნამდვილი, გულწრფელი. რაღაც, რისთვისაც ცოცხლობ. მას მღერის, რა თქმა უნდა, ქალი, მაგრამ ის თავში მხოლოდ კაცს შეეძლო მოსვლოდა. ამ სიტყვებს უნდა ამბობდეს ალბათ ადამიანი, რომელსაც უყვარს… ქვიშის საათს არ აქვს ისრები. სანამ მაღლა მოძრაობ – ცოცხლობ. ძირში გაიტრუნები და – გარდაიცვლები. ის, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და ყველა გასასვლელისკენ მიიჩქარის, ანელებს ვარდნას და ახანგრძლივებს ჩვენს სიცოცხლეს. ნუ გეშინია მტრების – უარეს შემთხვევაში მათ შეიძლება მოგკლან. ნუ გეშინია მეგობრების – უარეს შემთხვევაში მათ შეიძლება გიღალატონ. გეშინოდეთ გულგრილი ადამიანების – ისინი არ კლავენ და არ ღალატობენ, მაგრამ მხოლოდ მათი მდუმარე თანხმობით ხდება დედამიწაზე ღალატი და მკვლელობები.


რა თქმა უნდა, ღმერთმა თავდაპირველად შექმნა მამაკაცი. მხატვრებიც ხომ ჯერ ესკიზს ქმნიან და მხოლოდ ამის მერე – თავიანთ გენიალურ ხელოვნების ნიმუშებს. იმისათვის, რომ გამოიყურებოდე როგორც ქალღმერთი, საჭიროა 20 წუთი. იმისათვის, რომ ბუნებრივად გამოიყურებოდე, საჭიროა სამი საათი. შენ ყოველთვის გჭირდება ვიღაც, ვისაც ეყვარები, სანამ ეძებ ადამიანს, რომელსაც შეიყვარებ… არასოდეს გეშინოდეს გააკეთო ის, რაც არ იცი. გახსოვდეს, კიდობანი მოყვარულის აგებული იყო. პროფესიონალებმა კი ტიტანიკი ააშენეს. ყველაზე დიდი სიამოვნებაა გააკეთო ის, რისი გაკეთებაც, სხვების აზრით, არ შეგიძლია. ბედნიერება პეპელას ჰგავს. რაც უფრო მეტად ცდილობ მის დაჭერას, უფრო გისხლტება ხელიდან. მაგრამ თუ ყურადღებას სხვა რამეზე გადაიტან, მაშინ ის ჩუმად მოვა და მხარზე დაგაჯდება. იმისათვის, რომ იპოვო ბედნიერება მამაკაცთან, საჭიროა ძლიერ უგებდე მას და ცოტაოდენ გიყვარდეს. იმისათვის, რომ ბედნიერება იპოვო ქალთან, საჭიროა ძლიერ გიყვარდეს ის და საერთოდ არ ცდილობდე მის გაგებას. საშუალოსტატისტიკურ ქალს ურჩევნია იყოს ლამაზი და არა ჭკვიანი იმიტომ, რომ საშუალოსტატისტიკური კაცი უკეთ ხედავს, ვიდრე აზროვნებს. ჭკვიანი კაცი ცდილობს არ მისცეს ქალს წყენის საბაბი, მაგრამ ჭკვიან ქალს იმისათვის, რომ განაწყენდეს, საბაბი არც სჭირდება. კრიზისი მეც შემეხო: ობიან ყველს ვჭამ, ძველ ღვინოს ვსვამ და უსახურავო მანქანით დავდივარ…



არავინ შენს გარდა, პასუხს არ აგებს შენს ბედნიერებაზე. ყოველი, ასე ვთქვათ, კატასტროფის შემდეგ დასვი კითხვა: მნიშვნელოვანი იქნება ეს 5 წლის შემდეგ? ყოველთვის არჩიე სიცოცხლე. ყველას ყველაფერი აპატიე. შენ არ უნდა გაღელვებდეს ის, რასაც სხვები ფიქრობენ შენზე. დრო თითქმის ყველაფერს კურნავს. მიეცი დროს დრო. არა აქვს მნიშვნელობა ცუდი სიტუაციაა თუ კარგი – ის მაინც შეიცვლება. მშენ თავს სერიოზულად ნუ მიიღებ. არავინ ამას არ აკეთებს. გჯეროდეს საოცრებების. ღმერთს უყვარხარ იმიტომ, რომ ის ღმერთია და არა იმიტომ, რომ რაღაც გააკეთე ან არ გააკეთე. არ არის საჭირო ცხოვრების გამოკვლევა. შენ ჩნდები მასში და აკეთებ იმდენს, რამდენსაც ასწრებ. დაბერება უფრო ხელსაყრელი ალტერნატივაა, ვიდრე ახალგაზრდობაში სიკვდილი. შენს შვილებს მხოლოდ ერთი მომავალი აქვთ.



ის, რომ შენ განიცადე სიყვარულის გრძნობა, საბოლოოდ ერთადერთია, რასაც აზრი აქვს. ყოველ დღე გამოდი სასეირნოდ. საოცრებები ყველგან ხდება. თუ ერთად მოვაგროვებთ ყველა ჩვენს პრობლემას და შევადარებთ სხვებს, მაშინვე უკან წავიღებთ მათ. შური – დროის ტყუილი ფლანგვაა. შენ უკვე გაქვს ყველაფერი, რაც გჭირდება. მაგრამ მაინც ყველაზე კარგია, როცა უკეთესს ელი. არა აქვს მნიშვნელობა, როგორ გრძნობ თავს, ადექი, ჩაიცვი და გადი ხალხში. "ფული არ არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაზე მთავარი სიყვარულია. საბედნიეროდ, მე ფული მიყვარს” "იქ, სადაც ცოდნა მთავრდება, იწყება რელიგია” "ადამიანი ყველაზე მართალი მაშინ არის, როდესაც აღიარებს, რომ მატყუარაა”



"სინდისი და პატიოსნება ტანსაცმელს ჰგავს: რაც უფრო მეტად არის შელახული, მით უფრო დაუდევრად ეპყრობი” "ამბობენ, რომ პოლიტიკა მეორე უძველესი პროფესიაა. მე კი დავასკვენი, რომ მას გაცილებით მეტი საერთო აქვს პირველთან” "კლასიკური ნაწარმოები ის წიგნია, რომელსაც ხალხი აქებს, მაგრამ არასოდეს კითხულობს” "თუ გსურთ ოდესმე თამაშით გამდიდრდეთ, მაშინ იყიდეთ კაზინო" "ომი – დიპლომატიის არდადეგებია” "ილაპარაკე ყოველთვის სიმართლე და არაფრის დამახსოვრება აღარ დაგჭირდება” "ჩვენ სამნი მივდიოდით გზაზე: მე, ის და დუმილი… დუმილი ვერ ხვდებოდა, რომ ზედმეტი იყო” "არსებობს სიცრუის სამი სახეობა: "ტყუილი, დიდი ტყუილი და სტატისტიკა” "ოპტიმისტი აცხადებს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ საუკეთესო მსოფლიოში, იმ შესაძლო მსოფლიოთა შორის, რაც კი შეიძლება არსებულიყო. პესიმისტს ეშინია, რომ ეს მართალია” "მეგობრობა დაფუძნებული ბიზნესზე უკეთესია, ვიდრე ბიზნესი – დაფუძნებული მეგობრობაზე”



ჩანახატი: მჭირდები სიკვდილამდე... ეს ყველაფერი დაიწყო , დაიწყო მაგრამ ვერ გეტყვით როდის უბრალოდ ერთ მშვენიერ დღეს გავაცნობიერე რომ ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა, რადგან ჩემი ცხოვრება სიცოცხლის მიზეზი გახდა ერთი კონკრეტული ადამიანი ხო ის ვისგამოც სიცოცხლეს გავწირავდი.... გავიცანი ადამიანი რომელმაც სიცოცხლე გამიხალისა თავიდან ვმეგობრობდით მაგრამ როგორც ხდება სიყვარულს ანაცვლებს ხშირად მეგობრობა , ხოდა ამჯერადაც ასე მოხდა გავაცნობიერე რომ ის იყო ის ვისგამოც ჩემი ყოველიდღე სიხარულით აღსავსე დღე იყო, ყოველი დღე დაუსრუებელ ზღაპრად მეჩვენებოდა რომელიც არასდროს არ დასრულდებოდა მაგრამ თითქოს ბედნიერებამ წაიჩურჩულა მეხომ წარმავაი ვაროდა ყველაფერი მოულოდნელად შეიცვალა ერთად ყოფნის სურვილი შეცვალა ესემესებმა , გართობა ჩხუბმა თითქმის ყოველიდღე დაუსრულებელმა კამათმა დანდობის დკარგვამ ძალა გამომაცალა აღარ შემეძლო ამდენი ჩხუბის გადატანა თითქოს ვცდილობდი ყველაფერი გამომესწორებინა მაგრამ არა მე არ პრობლემების წინაშე უძლური ავღვმოვჩნდი , მეხომ მარტო პრობლემებს ვერ გავუმკლვადებოდი მინდოდა მოსულიყო და ეთქვა რომ არავითარი პრობლემა და სირთულეები ჩვენ სიყვარულს ვერ გაანადგურებდა, მაგრამ მის მიმართ უნდობლობა იგრძნობოდა თითქოს მე მადანაშაულებდა ყველაფერში, მაგრაამ ამას არ მეუბნებოდა ბერვჯერ მიგრძვნია მისგან ცუდი დამოკიდებულება , ბევრჯერ მიფიქრია რომ არ ვუყვარდი და უბრალოდ უნდა წავსულიყავი მაგრამ არა, ჩემი მისდამი სიყვარული არ მაბედინებდა წასვლას... წავსულიყავი მაგრამ სად? მისგან წასვლა ხომ ჩემთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იყო... ასე ყოველ დღე მეგი თავის პირად ჩანაწერებში წერდა ყველა თავის ტკივილს , ბევრჯერ დამჯდარა ღამით და დაუწერია მის გრძნობებზე , კარგ მოგონებებზე რომლის გახსენებასაც ბევრჯერ ცრემლებამდე მიუყვანია მაგრამ ის მას ვერ ივიწყებდა არანაირი ცუდი საქციელი თუნდაც მის მიმართ უნდობლობა არ აცვლევინებდა მასზე აზრს. ოცნებობდა , ოცნებობდა იმისდა მიუხედავად რომ ყველაფერი უარესდებოდა მაგრამ იმედის ნაპერწკალი , მაინც შერჩა ბევრჯერ უნატრია მის გვერდით ყოფნა და იმის სიტყვებით გადმოცემა თუ როგორ უყვარდა მაგრამ არა! ამ სიყვარულის სიტყვებით გადმოცემა ხომ შეუძლებელი იყო უბრალოდ წარმოუდგენელი , ატირებულს ბევრჯერ წარმოუთქვამს მისი სახელიდა მის ხსენებაზე აჩქარებია გული... მაგრამ ესხომ მას არუნახავს ან როგორ უნდა ენახა საიდან?! მეგი მის დანახვაზე ხომ სიხარულით ივსებოდა და ყველა დარდი და ტკივილი ავიწყდებოდა თითქოს ცდილობდა გარეთ არ ენახებინა მეგობრებისთვის მისი ასეთი განწყობა მაგრამ არ გამოსდიიოდა , ბევრჯერ მიუციათ მისთვის ასეთ განწყობაზე შენიშვნა აგრამ ეს ხომ სათქმელად ასეთი ადვილია... თითქოს ყველაფერი ლაგდებოდა მაგრამ, უეცრად ყველაფერი ისევ ირეოდა თითქოს ბედნიერება მეგის ერიდებოდაო , ასე გრძელდებოდა და არ მთავრდებოდა მეგისთვის გულის სატკივარი . ბევრჯერ უთქვიათ და გაუგონია ბავშვები არიან და არიციან რააარის დარდი და გულის ტკივილიო , ამაზე ბევრჯერ ჯიუტად გაბრაზებულა მაშინ რაიყო ის რაც ყოველ დღე გულის სიღრმეში აწუხებდა მასდა არ ასვენებდა , რაიყო იმის მიზეზი რომ ძალანებურად თვალზე მომდგარ ცრემლს ბევრჯერ ზრდილობის გამო, თვალზე იჩერებდა და ცდილობდა არ ენახებინა სხვებისთვის მისი ასეთი ხასიათი , მარტო დარჩენილი კი თავის ფიქრებთან უკვე აღარავის უმალავდა ცრემლებს ... 

ყველას ისეთი ეგონა როგორიც გარედან ჩანდა... და თითქოსდა სულელური ფიქრებით გადიოდა ყოველი დღე რომელსაც მეგი შავ-თეთრ ფერებში ხედავდა



სურათები :
















წყარო:week.ge


თუ მოგეწონათ კიდევ დავდებ :*







კატეგორია: სურათები/ანიმაციები | ნანახია: 965 | დაამატა: Lanaholic▲ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2

(2013-06-13 4:57 PM)
dzaaan magaria <3