მთავარი » 2013 » დეკემბერი » 1 » ♥ ♥ ♥
2:02 PM
♥ ♥ ♥
♥ ჩ ♥ ა ♥ ნ ♥ ა ♥ ხ ♥ ა ♥ ტ ♥ ი ♥  1 ♥ 

ძნელია საუბარი დაიწყო პირველმა, ამდენი წლის მერე 

უნახავ ადამიანთან, ძნელია ისევ ის სიყვარული 

ააღადგინო, რაც წლების წინ გულს გინათებდა.... 



გასართობ პარკში, ნაზი სიო დაქროდა, ბავშვების 

ჟრიამულის ხმა ანათებდა სამყაროს, იქვე ერთი გოგონა 

იჯდა, გრძელი ხვეული თმით, რომელიც ოქროსფრად 

უბრწყინავდა. იჯდა და წიგნს კითხულობდა, ამ მშვიდ 

გარემოში, იქვე ერთმა ბიჭმა ჩაიარა, გოგონას დანახვაზე 

დაიბნა, არ იცოდა რა ეთქვა, შემდეგ მასთან მივიდა, 

გოგონმ ბიჭისკენ გაიხედა, გაიღიმა და წუთიერი 

დუმილი ჩამოვარდა.....
_როგორ ხარ?_გაბედა და თქვა ბიჭმა
_კარგად შენ?...._ გაიღიმა გოგონამ
_როგორც ყოველთვის
.......დუმდნენ........
_შენ შეიცვალე_გვერდით დაუჯდა ბიჭი
_სენ კი არა, ისევ ისეთი ხარ
_ჩვენ ყველანი შევიცვალეთ, 5 წელი გავიდა, მეკი ვერ შევძელი შენთან საუბარი
_კი, მეც ბევრი რამ ვერ შევძელი
_მაგრამ....._თქვა ბიცმა და აღარ გააგრძელა, თვალები და ხუჭა და გრძნობდა, რაც უნდა ეთქვა იმას გრძნობდა(უდიდეს სიყვარულს)
რა მოხდა, კარგად ხარ?
_კი, კი, კარგად ვარ
.............სიჩუმეა............
გოგონამ იქვე მდგარ ბავშვს შეხედა, დაინახა როგორ ეჩხუბებოდა მეორე ბავშვს, სახე შეეცვალა და უცებ დაიყვირა
_ნუკა შეეშვი!
_რა?
_არაპერი ჩემს შვილს ვუთხარი_თავი დაბლა დახარა გოგონამ
_ბავშვი? შენ? შენ შვილი გყავს?
_არა შენ არასწორად გაიგე
_გასაგებია_თქვა და გახედა 4_5 წლის ბავშვს, გაიღიმა_ის შენ გგავს, თქვა და წავიდა...
_ერთი რამ მაინც მათქმევინე
_არაპერიი აგარაა საჩირო
_მე მიყვარხარ_თქვა გოგონამ, მაგრამ უკვე შორს იყო და ვერ გაიგო რა უთხრა მან, გოგონამ თირილი დაიწყო, პატარა გოგონა მასტან მივარდა და ხელი ხელზე მოჰკიდა
_დედი, დედი, ჩემს გამო ტირი?
_არა დედი, შენი მამიკო იყო მოსული, ის ისევ წავიდა ჩემი ცხოვრებიდან
_და როდის დაბრუნდება
_აღარასოდეს_გულში ცაიკრა გოგონა და ტიროდა. შორიდან ბიჭმა დაინახა ტუ როგორ ჩაეხუტა გოგონა ბავშვს, გაიღიმა _მეც მიყვარხარ თქვა და გზა განადრძო








♥ ჩ ♥ ა ♥ ნ ♥ ა ♥ ხ ♥ ა ♥ ტ ♥ ი ♥  2 ♥ 
წვიმდა...ჩემი ცრემლებიც წვიმასთან ერთად ეშვებოდა 

სველ მიწაზე.წვიმაში ვიდექი დიდხანს...ვსველდებოდი 

,ვიცოდი გავცივდებოდი ,მაგრამ მაინც ვიდექი 

ასე,ქანდაკებასავით.ვერ ვგრძნობდი როგორ გადიოდა 

დრო,ვერც იმას ვხვდებოდი თუ როგორ 

მციოდა...მხოლოდ ვფიქრობდი.ვფიქრობდი ჩემზე და 

ზოგადად ადამიანებზე .ვინ ვართ ჩვენ ? ვერ ვცემდი ამ 

კითვას პასუხს.ვინ ვართ ჩვენ? იქნებ სიყვარული ვართ 

ან სიძულვილი ?იქნებ ორივერ ერთად... 

ვტიროდი,რადაგანმე არც სიყვარული ვიყავი და არც 

სიძლვილი.მაშ ვინ ვიყავი მე................... მწერალი 

,მივაგენი სასურველ პასუხს. ცრემლების ღვრა შევწ

ყვიტე და გავიღიმე... მე შეშლილი მწერალი ვარ... ჰმ ისე 

ყველა მწერალი შეშლილია... 
ქუჩაში გოგონა დავინახე ისიც იდგა წვიმაში ქანდაკებასავით და ტიროდა.მივუახლოვდი,შევამჩნიე ხელში ფურცლები ეჭირა ასოები წესიერად არც მოჩანდა ... არ ვიცი რამ გამაბედვინა ეს, იმან რომ ისიც განსხვავებული იყო თუ რაღაც ზებუნებრივმა ძალამ გამაკეთებინა ის რომ მე მას ფურცლები ხელიდან გამოვტაცე.ფურცლებს დავხედე,კარგად დავაკვირდი და მივხვდი რომ ეს მისი მოთხრობა იყო.გულში ჩვიკარი და ვუთხარი ნუ ტირი ჩვენ მწერლები ვართ... ჩ ვ ე ნ ვ ა რ თ მ წ ე რ ლ ე ბ ი. ის ფიქრებიდან გამოერკვა.შეშინებული,ამღრეული ლურჯი თვალები მომაპყრო და გამიღიმა.
გმადლობ-მითხრა მან. 
ეს სიტყვები უწინ არაფერს ნიშნავდა ჩემთვის... ახლა კი მასში რაღაც განსაკუთრებული ვიგრძენი.ვიგრძენი სითბო... სიყვარული... გოგონას სახელი ვკითხე,.მანაც გამიღიმა და მითხრა-ლუნა,შენ? 
-ნიკა,რა ლამაზი სახელი გქვია ლუნა ანუ მთვარე 
ერთმანეთს დავემშვიდობეთ.ჩავეხუტე და ყურში ჩავრჩურჩლე:ჩვენ კიდევ ვნახავთ ერთმანეთს.დაიმახსოვრე ჩვენ ვართ მწერლები








♥ ჩ ♥ ა ♥ ნ ♥ ა ♥ ხ ♥ ა ♥ ტ ♥ ი ♥  3 ♥ 

ორმაგი ტკივილი


თვალები რომ გავახილე, გარშემო მხოლოდ სოფლის ორსართულიან სახლებს ვხედავდი. პირველი რაც გონებაში გავიფიქრე იყო - „დამერხა" - მერე კი შემეშინდა.
- სად ვართ? - ჯერ-ჯერობით წყნარი ხმით ვკითხე ცოტნეს.
- ვა გაიღვიძეე? გურიაში. - მიღიმოდა, რაზეც ნერვები მეთხრებოდა.
- რაააააა? - ჩემი მშვიდი ტონი სასოწარკვეთამ, შიშმა და გაკვირვებამ ერთდროულად შეცვალა. - აქ რა გვინდა? ცოტნე შენ გაგიჟდი? სად წამომათრიე? 
- ჰო კაი რა იყო ცოტა ხანი გავჩერდებით ააქ, ერთი-ორი თვე.
- რა ერთი-ორი თვე? ხო არ აფრენ შეენ? სად წამომათრიე? წამიყვანე თბილისშიიი.
- აი უკვე მოვედით კიდეც - ჩემი მიყრილი კითხვები თავისუფლად დააიგნორა, ვითომ არ გაუგონიაო და გახარებულმა მომახალა.
- სად მოვედით ცოტნე საად? წამიყვანე დროზე თბილისში! - უკვე ვუყვიროდი. გაგიჟებული ვიყავი უკვე იმდენად მეშინოდა, რომ მშობლები ძებნას დამიწყებდნენ.
- ტონს დაუწიე, რამდენჯერ უნდა გითხრა? და დამშვიდდი. ეხლა კიდე გადმოდი მანქანიდან მალე! - ამის მბრძანებლურმა ტონმა სულ გამაცოფა.
- არსადაც არ გადმოვალ! დროზე წამიყვანე თბილისში!
- გითხარი არასადაც არ წაგიყვან მეთქი, არ გვინდა ეხლა თრუხა ბაზარი , დროზე გადმოდი მანქანიდან!
- არ გადმოვალ მეთქი! წამიყვანე თბილისშიიიი! - უფრო გავჯიუტდი, დანებებას არ ვაპირებდი ცოცხალი თავით.
- რომ გეუბნები გოგო უნდა გადმოხვიდე - ხელი წამავლო და მანქანიდან გადამათრია, სახლში დიდი წვალებით და ძალისხმევით შემათრია. მე მაინც არ ვნებდებოდი, იმდენს ვეჯაჯგურებოდი, მაგრამ მისი ხელებიდან მაინც ვერ დავიძვრინე თავი.
- გამანებე თავი შე დეგენერატო, სად მომათრიე, ვინმე გეკითხებოდა? - არაადამიანურ ხმებს გამოვცემდი, იმდენად გამწარებული ვიყავი და თან მუშტებს მუცელში ვუშვერდი, მაგრამ მის მაგივრად მე მტკიოდა. ბოლოს ერთი კარგი ვუთავაზე უხერხულ ადგილას და ჩემი ხელებიც გავინთავისუფლე. 
- გოგო წესიერად მოიქეცი თორე აქედან ერთი-ორი თვე კი არა ერთი წელი ვერ გაადგავ ფეხს.
- არა არ მოვიქცევი და არც გავჩუმდები სანამ თბილისში არ წამიყვან!
- ელი არ მინდა რომ რამე დაგიშავო და მერე მთელი ცხოვრება ვინანო, ამიტომ კარგს იზავ თუ დაწყნარდები და წესიერად მოიქცევი.
- გავაფრენ სად მომიყვანე? ჩემები გაგიჟდებიან. როგორ დავწყნარდე, როგორ? როცა სრულიად უცხო ადამიანმა სადღაც წამომათრია? ეს უკვე გატაცებაა.
- კკაი ჩემიი. მოწვი ბოლოს და ბოლოს?
- ვაიმე, ჩემი ტელეფონი სადაა? - ჯიბეებისკენ ვიტაცე ხელი - აქ ყოფილა.
- რას აკეთებ?
- შენი აზრით?
- რას აკეთებ მეთქი ელი?
- პატრულში ვრეკავ.
- რა პატრული გოგო შენ სიცხე ხო არ გაქ, მომეცი ტელეფონი ააქ - მომვარდა, მაგრამ გავიქეცი, მაგიდის გარშემო დავრბოდით იდიოტებივით, მაგრამ ბოლოს მაგიდას გადმოახტა და დამიჭირა. - ხო არ გაგიჟდი გოგო, ეხლა კი დაემშვიდობე შენს ტელეფონს.
- მომეციი, მომეცი მეთქი ცოტნეე... ცოტნეეეეეეე. - მთელი სხეული მიხურდა, წარმომიდგენია სახეზე რა მჭირდა. ძლივს ვიკავებდი თავს რომ არ მეტირა. ხმა ჩამეხლიჩა. გავეკიდე, ზურგზე შემოვახტი და ვცდილობდი როგორმე ჩემი ტელეფონი დამებრუნებინა, მაგრამ დაიხარა და იქვე მდგარ დივანზე დამაგდო, ხელები დამიჭირა და გამწარებულმა ბოლო ხმაზე მიყვირა:
- იმდენს ნუ იზავ რომ აქედან ცოცხალიც ვერ გახვიდე!!! - ხელები გამიშვა და სამზარეულოსკენ წავიდა.
- ადამიანოოოო, ვერ გაიგე რომ არ მიყვარხაარ? რატომ არ მანებებ თავს? რა გინდა რომ ფეხით წავიდე თბილისში? კი ბატონო - წამოვდექი, კარები გავაღე და ეზოშ გავვარდი, ჭიშკარი უნდა გამეღო უკვე, რომ ჰაერში აღმოვჩნდი ცოტნეს დახმარებით და შინ შემაბრუნა. ლამის ხერხემალი ჩავუმსხვრიე იმდენი ვურტყი მაგრამ ხელს არ მიშვებდა. სახლში შემიყვანა, მეორე სართულზე ამიყვანა და რომელიღაც ოთახში, ლოგინზე დამაგდო.
- აქ იქნები სანამ არ დაწყნარდები და ჭკუას არ ისწავლი - კარები გაიჯახუნა და დამტოვა. მაშინვე მივვარდი კარებს- ჩაკეტილი იყო, ფანჯრებს - გისოსები ჰქონდა, რაღა დამრჩენოდა? არც არაფერი და ტირილი დავიწყე, კარებს მივვარდი და მთელი ძალით ვაბრახუნებდი.
- ცოტნეეე, ცოტნეეე გამიღე გთხოოოვ... სახლში მინდააა.... ჩემები მომკლავეეენ... ცოტნე...ე..ეე - ვსლუკუნებდი და ხმაჩახლეჩილი მაინც ბოლო ხმაზე , რაც შემეძო ვკიოდი. აღარ მახსოვს რამდენი ხანი ვიდექი და ვაბრახუნებდი, არც ის როგორ მივედი ლოგინამდე და როდის ჩამეძინა.




♥ ჩ ♥ ა ♥ ნ ♥ ა ♥ ხ ♥ ა ♥ ტ ♥ ი ♥  4 ♥ 

საოცარი სურნელი იდგა გაზაფხულის იმ მშვენიერ დღეს,ქარი ოდნავ,სასიამოვნოდ უბერავდა.ჩემი სახლის წინ, რომ ნაძვი დგას უფრო მწვანე და ლამაზი იყო მზის შუქზე, ვიდრე აქამდე.ისეთი დგე იყო სიცოცხლეს რომ განგაცდევინებს...ფანჯრიდან ვიყურებოდი და ვხედავდი როგორ მოძრაობდა ხალხი,მანქანები... ფერები ერთმანეთში ირეოდა,საოცრად ლამაზი იყო ყველაფერი...
სახლში მარტო ვიყავი,ბევრი ვიფიქრე,ყველა ადამიანურმა გრძნობამ გაიღვიძა ჩემში."თეთრი ბაირაღები"ახალი წაკითხული მქონდა,საოცარი თხზულებაა...ცხოვრებაში პირველად შემეცოდა პატიმარი.
უცებ ძალიან მომენატრე,ისე ძალიან,რომ მთელს სხეულზე ჟრუანტელმა დამიარა.გულში რაღაც ვიგრძენი,თითქოს გამკრა,თითქოს სევდა და სიხარული ერთმანეთში აირია...იმდენი დღე გასულიყო რაც არ მენახე...ერთხელაც ვიცი მკითხავ _ჩემზე თუ გიფიქრია ოდესმეო? მე უარს გეტყვი.არადა ყოველდღე მენატრებოდი,იმ მშვენიერ დღესაც უსასრულოდ მენატრებოდი,მენატრებოდი გულით,ჩემო გონებით ურყოფილო სიყვარულო...
 








     ♥ ჩ ♥ ა ♥ ნ ♥ ა ♥ ხ ♥ ა ♥ ტ ♥ ი ♥  5 ♥



 


რა არის ბედნიერება? ის გრძნობა, რომელიც ყველაფერს გავიწყებს. სამსახურს, სწავლას, პირობა-მოვალეობებს, ყველაფერს. აღარაფერი გადარდებს, აღარაფერი გაღელვებს. შენ ახლა სხვა სამყაროში ხარ. პარალელურ ბედნიერ სამყაროში. დადიხარ მშობლიური ქალაქის ნაცნობ ქუჩებში და... სხვაგან ხარ. სხვანაირად ხედავ ყველაფერს. ეს ძველი შენობებიც დანგრეული და ჩამოშლილი კი არა, რარიტეტული არქიტექტურის შედევრებია, გადათხრილი ქუჩებიც ქალაქის განახლებაა და საათიანი საცობები ცხოვრებაზე ფიქრისთვის და ზოგადსაკაცობრიო თემების განხილვისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, და არა დროის დაკარგვა. მზეც ლამაზია, ცაც ლამაზია, ხეებიც, ჩიტებიც, ხალხიც, ასფალტიც ლამაზია. იმიტომ რომ ხარ ბ-ე-დ-ნ-ი-ე-რ-ი. ყველაზე მაგარი გრძნობაა მსოფლიოში. 

იყო ბედნიერი - ალბათ ერთ-ერთი უსაჭიროესი რამაა 21-ე საუკუნის ადამიანისთვის. დააკვირდით თანამედროვე ადამიანებს. ტრანსპორტში, მაღაზიებში, ბანკებში - ყველგან. ისეთი დონის სერიოზულობით აღსავსე სახეები, რომ შეგეშინდება მისვლა და დალაპარაკება. მეტრო... იქ ხომ საერთოდ საშინელებაა. მოღუშული, ცხოვრებაზე გაბრაზებული ხალხი მგზავრობს მეტროთი, ასეთი შთაბეჭდილება რჩება. ხალხნო! გაიღიმეთ! ცხოვრება ხომ მშვენიერია.

შეყვარებული არ გეგონოთ ოღონდ. უბრალოდ მიყვარხათ ყველანი... ან თითქმის ყველანი.

და მიხარია, რომ ვცხოვრობ. და მყავხარ შენ. და კიდევ ბევრი კარგი ადამიანი, ვისთვისაც ღირს ცხოვრება.






















♥ ♥  მგონი კაიი გამოვიდა ♥ ♥ ♥ 



Lanaholic▲ 
კატეგორია: ჩანახატები ♥ | ნანახია: 1805 | დაამატა: AnNa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7

(2013-12-03 3:08 PM)
momewona dzaaan ♥ ♥ ♥