მთავარი » 2013 » დეკემბერი » 15 » 2013 წლის 10 საუკეთესო ფილმი
7:25 PM
2013 წლის 10 საუკეთესო ფილმი



2013 წელი დასასრულს უახლოვდება და იწყება გასული წლის ყველაზე საინტერესო, მნიშვნელოვანი, მუსიკალური და კინომოვლენების შეჯამება. ერთ-ერთმა ინტერნეტგამოცემამ 2013 წლის 10 საუკეთესო ფილმის რეიტინგი შეადგინა. რომელთა შორისაც "Monsters University", "The Great Gatsby" და ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ნამუშევარი "The Hunger Games: Catching Fire" მოხვდა.

10. ათეულის ბოლო პოზიციას ექშენის ჟანრის კომედია "The Heat" იკავებს, რომელშიც მთავარ როლს Sandra Bullock-ი ასრულებს. ფილმის პრემიერა მიმდინარე წლის ზაფხულში შედგა და მისმა შემოსავალმა 160 მილიონ დოლარს მიაღწია.


9. მეცხრე პოზიციაზე სპორტული ბიოგრაფიული დრამა "42" განთავსდა, რომელიც Jackie Robinson-ის შესახებ მოგვითხრობს. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ბესიბოლის მოთამაშის ცხოვრება და კარიერა რეჟისორმა Brian Helgeland-მა ორსაათიან ფილმში მოაქცია.

8. რეჟისორ Gavin Hood-ის "Ender's Game" მერვე პოზიციაზე განთავსდა. ფანტასტიკური ჟანრის ფილმმა მსოფლიოს კინოეკრენები მიმდინარე წლის ნოემბერში მოიცვა. ნამუშევრის შემოსავალმა, რომელშიც Harrison Ford-ი, Asa Butterfield-ი და Hailee Steinfeld-ი თამაშობენ, 60 მილიონიანი მოგება მოუტანა მის შემქმნელებს.

7. მომდევნო პოზიციას დისნეის ანიმაციური ნამუშევარი "Frozen" იკავებს. ფილმი ეკრანებზე 27 ნოემბერს გამოვიდა. 29 ნოემბერს კი მისი ბილეთებით გაყიდულმა თანხამ 93,013,000 დოლარი შეადგინა. საერთო ჯამში ამ დროისთვის დისნეიმ უკვე 140 მილიონამდე მოგება ჰპოვა აღნიშნული სურათით. სათავგადასავლო კომედიურ ანიმაცია Key Art Awards-ზე ჯილდოს მფლობელიც კი გახდა.


6. "The Butler" საპატიო ათეულში მეექვსე პოზიციაზე განთავსდა. ბიოგრაფიული დრამა, რომელშიც მთავარ როლს ოსკაროსანი მსახიობი Forest Whitaker-ი ასრულებს, Hollywood Film Festival-ისა და Hamptons International Film Festival-ის რჩეული გახდა. მისი შემოსავალი კი ამ დროისთვის 120 მილიონ დოლარს უტოლდება.


5. ათეულის მეორე ნაწილი "Star Trek Into Darkness"-მა გახსნა. ნამუშევრის შემოსავალმა უკვე 230 მილიონ დოლარს მიაღწია. ფილმის რეჟისორი J.J. Abrams-ი გახლავთ, მთავარი როლები კი Chris Pine-ს, Zachary Quinto-სა და Zoe Saldana-ს ხვდათ წილად.


4. მეოთხე ადგილზე განთავსდა 2001 წლის "მონსტრების კორპორაციის" (Monsters, Inc.) მეორე ნაწილი, რომელიც 12 წლიანი პაუზის შემდეგ გამოვიდა კინოეკრანებზე. წინამორბედზე არანაკლებ წარმატებული გამოდგა Monsters University, რომლის შემოსავალმაც 270 მილიონს მიაღწია.  მონსტრების კიდევ ერთი მხიარული ისტორია კინოეკრანებზე 2013 წლის ივნისში გამოვიდა.


3. საპატიო სამეული წლის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა კინომოვლენამ, "The Great Gatsby"-მ გახსნა. ფილმში მთავარ როლს ყველაზე უოსკარო მსახიობი Leonardo DiCaprio ასრულებს. Scott Fitzgerald-ის რომანის ეკრანიზაცია პირველად ეკრანებზე 1974 წელს იხილა მაყურებელმა. მისი რემიექი კი 2013 წლის მაისში გამოვიდა. ფილმმა შემქმნელებს 145 მილიონიანი მოგება და არაერთი ჯილდო მოუტანა.


2. რეჟისორ Alfonso Cuarón-ის "Gravity" ბევრის გასაკვირად კინოკრიტიკოსთა და მაყურებელთა რჩეულთა შორის მოხვდა. ფილმში მთავარ როლებს Sandra Bullock-ი და George Clooney ასრულებენ. ნამუშევარმა ოქტომბრის შემდეგ უკვე 250 მილიონ დოლარზე მეტი მოუტანა შემქმნელებს. თავად რეჟისორს კი არაერთი ჯილდო ხვდა წილად.


1. ათეულის ლიდერი ფილმი კი Francis Lawrence-ის "The Hunger Games: Catching Fire" გახლავთ, რომელმაც გამოსვლის შემდეგ პირველსავე უიქენდზე 158,074,286 დოლარის მოგება ჰპოვა. ამ დროისთვის კი მისი შემოსავალი 336,665,000 დოლარს აღემატება. სურათი კინოეკრანებზე 22 ნოემბერს გამოვიდა და მთელი მსოფლიო აალაპარაკა. გეტყვით იმასაც, რომ "The Hunger Games"-ის მეორე ნაწილის შექმნა სულ რაღაც 130 მილიონი დაჯდა. უკვე დაწყებულია ფილმის მომდევნო ორი სერიის გადაღებებიც, რომელთა სახელწოდებაც "The Hunger Games: Mockingjay - Part 1" და "The Hunger Games: Mockingjay - Part 2" გახლავთ. გავრცელებული ინორმაციით ნამუშევრები მომდევნო ორი წლის მანძილზე გამოვა.


წყარო: Musicbox.ge


ეს სიახლე სხვა საიტიდან ავიღე, რადგან ჩემი აზრით ძალიან საინტერესო სიახლეა, მაგრამ უნდა ითქვას , რომ გაფორმებაზე და სურათების ძებნაზეც ბევრი ვიწვალე და ასე რომ მთლად 'მოპარილად' არ ითვლებბაა :დ



მოკლე აღწერაი დეემოწმა ლანახოლიკმაი :3

კატეგორია: News-სიახლეები | ნანახია: 2302 | დაამატა: Tamo | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 9

(2013-12-27 4:26 PM)
* 9 Diva♔   [Entry]
kargi siaxlea ♥