მთავარი » 2013 » იანვარი » 1 » 2013 წყლისფერი გველის, სიბრძნის წელიწადი
11:27 AM
2013 წყლისფერი გველის, სიბრძნის წელიწადი
სანამ 2013 ის ზოგად პროგნოზზე და წლის მოსალოდნელ შედეგებზე დავწერდეთ, მოდით ჯერ გავეცნოთ როგორები არიან ზოგადად გველის წელიწადს დაბადებული ადამიანები და დაახლოებითი წარმოდგენა შევიქმნათ იმაზე, თუ რას უნდა ველოდოთ მომდევნო წლისგან - 2013 წლის წყლისფერი გველის, სიბრძნის წელიწადის მიმოხილვაასტროლოგია.ჯი-სგან

თუ ქრისტიანულ ქვეყნებში გველი ცუდი რეპუტაციით სარგებლობს, აზიის ქვეყნებში, თავისი სიბრძნისა და მტკიცე ნებისყოფის გამო, მას დიდ პატივს მიაგებენ.

მამაკაცი-გველი სენტიმენტალური და სასიამოვნო ადამიანია, აქვს კარგად განვითარებული იუმორის გრძნობა, ხოლო ქალი-გველი მშვენიერია და ხშირად სარგებლობს წარმატებით თავისი სილამაზის გამო. აღმოსავლეთში, როდესაც კომპლიმენტის გაკეთება სურთ, ქალს გველს ადარებენ.

15431628-personaje-de-dibujos-animados-serpiente-mostrando-numeros-2013-con-santa-hat_large

გველის ნიშნის ადამიანები ელეგანტურად იმოსებიან. ამ ნიშნის ქალები დახვეწილ აქსესუარებზე გიჟდებიან. არ უყვართ ფუჭად საუბარი. გველი ღრმად მოაზროვნეა. ის ინტელექტუალი ფილოსოფოსია, ბრძენია, თუმცა თავისუფლად შეეძლო იოლად გასულიყო ამ თვისების გარეშეც, ვინაიდან ბრწყინვალე ინტუიცია აქვს. თუ გველი განათლებულია, მისი ინტუიცია ნათელმხილველობაში გადადის. გველი უფრო საკუთარ შეგრძნებებსა და შთაბეჭდილებებს უჯერებს, ვიდრე ფაქტებს, საკუთარ, თუ სხვათა გამოცდილებას. მას, თითქოს და მეექვსე გრძნობა აქვს.

გველი გაბედულად ამთავრებს დაწყებულ საქმეებს, სძულს მარცხი და თუმცა ბუნებით მშვიდია, გადაწყვეტილებებს სწრაფად ღებულობს. მიზნის მისაღწევად მასდედამიწის გადაბრუნება შეუძლია. ის ცუდი მოთამაშეა.

Tumblr_m84eleoubx1rucvppo1_500_large

გველს არ უყვარს არაფრის გასესხება, თუმცა თუ ვიმე მოსწონს, არასდროს იტყვის დახმარებაზე უარს. მართალია ფულით არ დაეხმარება, სამაგიეროდ თავს არ დაზოგავს მისთვის. მაგრამ თითქმის ყოველთვის უკიდურესობებში ვარდება, რადგან მისი კეთილი ნება - დაეხმაროს სხვებს ხშირად მთლიანად მოიცავს მას. გველს მიდრეკილება აქვს გაზვიადებისადმი, და თუ ვინმეს დაეხმარა, შემდეგ აკვიატება ემართება, რის გამოც უფრო შემაწუხებელი ხდება, ვიდრე სასარგებლო. მას ინსტინქტი კარნახობს, რომ შემოეხვიოს გარს მას, ვისი ,,გადარჩენაც სურს,,, ზოგჯერ - დაახრჩოს კიდეც. ამიტომ კარგად დაფიქრდით სანამ ამ ნიშნის ადამიანს მიმართავდეთ დახმარების სათხოვნელად, რადგან შესაძლოა ეს მომავალში სანანებლად გაგიხდეთ.

Tumblr_mflp1j6t8o1rlpsnto1_500_large

რაც შეეხება ფულს, ამაში ამ ნიშნის ადამიანებს უმართლებთ. გველს არ სჭირდება ზედმეტად ამ საკითხზე ნერვიულობა, ის ყოველთვის ადვილად მოიძიებს საჭირო თანხას, როდესაც დასჭირდება. სიბერეში გველი ხშირად ძუნწი ხდება.

გველს ნებისმიერი სამუშაოს შესრულება შეუძლია, რომელიც არაა დაკავშირებული რისკთან, თუნდაც ბევრი მუშაობა უწევდეს. მიუხედავად ამისა, გველი ზარმაცია.

Tumblr_mfsfctdwwp1ri5c0ko1_500_large

სიყვარულში პარტნიორს თავად ირჩევს, შეუწყნარებელი და ეჭვიანია მაშინაც კი, როდესაც პარტნიორი უკვე აღარ უყვარს. როგორც წესი, პარტნიორს უზღუდავს მოძრაობის თავისუფლებას, განსაკუთრებით ეს კაც-გველებს ეხებათ.

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მიდრეკილება აქვთ ქორწინების გარე ურთიერთობებისადმი,
 რაც ართულებს მათ ცხოვრებას. თუ ისინი თავიანთ მონდომებასა და ყველაზე ფაქიზ გრძნობებს საკუთარი ოჯახისკენ მიმართავენ, მათი ცხოვრება ბევრად უღრუბლო და უპრობლემო იქნება. ეს მათი მტკივნეული ადგილია. გველი ცდილობს "დააბას" პარტნიორი ყველა საშუალებით, ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა დიდი, მრავალრიცხვოვანი ოჯახის შექმნა.

Tumblr_mcl3cfoirg1qa9lnvo1_500_large

გველი ბედნიერი იქნება ხარის წელში დაბადებულ ადამიანთან, რომელიც სიამოვნებით მისცემს უფლებას დაეუფლოს მას, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ ხარს ექნება გადამწყვეტი როლი ოჯახში.

გველისა და მამლის ორთაბრძოლა, თუ ისინი უკვე დაქორწინებულნი არიან, მეგობრობენ ან საერთო საქმე აქვთ, წარმატების მომტანი იქნება ორივესთვის, რადგან მათი ნაკლოვანებების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. ღორის წელიწადში დაბადებული ადამიანი ნამდვილად ცოდო იქნება, თუკი გველის ხელში მოხვდება, ვინაიდან ის დაპყრობილი, სრულიად პარალიზებული აღმოჩნდება გველის მიერ. გველისთვის დაუშვებელია საკუთარ ცხოვრებაში ვეფხვის შემოშვება, ვინაიდან ვეფხვი, დამანგრეველია.

168392473537390655_z66uavzw_c_large

გველის წელიწადში დაბადებულ ადამიანთა ცხოვრების პირველი ეტაპი მშვიდად და უპრობლემოდ გაივლის. საყურადღებოა ცხოვრების ბოლო ფაზა. სწორედ ამ დროს, მის სენტიმენტალურ და მგზნებარე ხასიათს, თავგადასავლებისადმი სიყვარულს მისთვის ცუდი როლის თამაში შეუძლია მაშინაც კი, როდესაც მას თავისუფლად შეეძლო მშვიდი სიბერე ჰქონოდა. ყვლაფერი შეიძლება შეიცვალოს იმის და მიხედვით, თუ როდის დაიბადა კონკრეტული ადამიანი: დღისით თუ ღამით, ზაფხულში თუ ზამთარში და როგორი ამინდი იყო იმ დღეს.

Tumblr_mfhgouneuw1qzux4zo1_500_large

მას მხოლოდ სითბო უხდება, ვერ იტანს სიცივეს, ნალექს. ამიტომ უფრო გაუმართლებს მათ, ვინც დაიბადა ზაფხულის ცხელ დღეს, რომელიმე ტროპიკულ ქვეყანაში, ვიდრე მათ, ვინც დეკემბრის ცივ ღამესაა დაბადებული. გველის წელიწადში დაბადებულ ადამიანთა ცხოვრება იმდენად დამოკიდებულია ამინდზე, რომ თუკი ადამიანი ქარიშხლიან დღეს დაიბადა, შესაძლოა მთელი ცხოვრება საფრთხეში იყოს.

Tumblr_lzbfavy9hx1qby61eo1_500_large

Tumblr_lqx1xmdbrj1qi23vmo1_500_large


მადლობა ყურადღებისთვის იმედია მოგეწონათ! ♥
ასევე შემთხვევით ვისარგებლებ და მოგვიანებით
მოგილოცავთ ახალ წელს! ეს გველის წელი
ყოფილიყოს თქვენთვის ბედნიერების მომტანი
და 2012 წელთან შედარებით 100000-ჯერ 
კარგი ყოფილიყოს! ♥ 




კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 1022 | დაამატა: BadGalAnnie | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4

(2013-01-01 5:39 PM)
* 4 Chu♡Pa   [Entry]
karig siaxle:) mec gilocav