მთავარი » 2013 » იანვარი » 27 » <3
8:01 PM
<3



  პირველ რიგში ჩართეთ მუსიკა...












შეიძლება ამ სამყაროში მხოლოდ ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის - მთელი სამყარო...

ვალენტინობის დღე


იყავი მასთან, ვისთან ყოფნაც თავად გწადია

http://24.media.tumblr.com/357965b930c1456db4b5b8ae0f8f9aa5/tumblr_mfr98crYox1qe8i7ko2_500.gif


ნამდვილი სიყვარული ის კი არაა მასთან ყოფნისთვის რომ გაწირავ ყველას და

ყველაფერს, არამედ მისი ბედნიერებისთვის რომ დათმობ თავად მას.




დილა მოიპარა ჩუმი ნაბიჯებით, მე კი შენთან მინდა მართლა გაგიჟებით, შენ კი

არ გახსოვარ, ალბათ არც გჭირდები, მე კი შენთან მინდა მართლა გაგიჟებით!




 ბიჭი: შეიძლება ჩაგეხუტო

გოგო:არა

ბიჭი:ვერ გაიგე რა ვთქვი?

გოგო:კი გავიგე

ბიჭი:აბა რა ვთქვი

გოგო: შეიძლება ჩაგეხუტო?

ბიჭი :კი შეიძლება <3





მე მენატრები წუთში 60 წამს, 60-ჯერ მიყვარს ეს მონატრება, წუთში 60-ჯერ

რომ გიყურებდე, 60-ჯერ გეტყვი : "მე შენ მიყვარხარ".




გიყვარდეს ადამიანი სილამაზისათვის, ეს იგივეა გიყვარდეს წიგნი ლამაზი

ყდისათვის, რომლის შინაარსი ჯერ არ იცი


Image.geotorrents.com



იცი აღარავინ მყავს, ვინც ხელს ჩამკიდებს და გამარბენინებს სიბნელეში,დამავიწყებს შიშს,

დამიბრუნებს ფრენის უნარს და ვისაც ვეყვარები შენნაირად…





მე ისევ გეტყვი ამ ლამაზ სიტყვებს - შენ აღელვდები, მეტყვი ვინა ხარ?

მაგრამ მე გეტყვი ჩემო სიცოცხლევ - შენ დაგავიწყდი მე კი მიყვარხარ.




ხან გაელვებას გავხარ, ხან მზის ამოსვლას ცაზე, შენ რომ ამ ქვეყნად მყავხარ,

 როგორ ვიფიქრო სხვაზე?




ყველა "დიახ" - არა"- დ იქცა, ყველა დაპირება- ტყუილად, ყველა იმედი ეჭვად,

ყველა ლამაზი დღე - ძველ მოგონებად, ყველა ღიმილი - ცრემლად, ყველა ბედნიერება -

 სევდად, მხოლოდ იმიტომ რომ შენ წახვედი...

✝ National Anthem ✝

სიყვარული ტკივილია, ვისაც არ სტკივა, მას არ უყვარს”


ნახე ის მოდის.. - ვიინ?.. - შენი ღიმილის ავტორი..!

-ვერ ვეტყვი ჯერ რომ მიყვარს -რატომ?!
-პატარაა... -აბა რას იზამ? 
გავუფრთხილდები...♥


http://sphotos-d.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash4/199532_417323401664083_1135688140_n.jpg


მე ის მიყვარდა სანამ ვნახავდი,

დიახ მიყვარდა ჯერ უნახავი

მიყვარდა ისე როგორც ნახატი

მხატვრისგან ჯერაც დაუხატავი,

მე ის მიყვარდა უფლის ნებართვით

ვით სახარება ანუ განგება,

მე ის მიყვარდა დაბადებამდე,

სიკვდილის მერეც ის მეყვარება




.ღამეა .. სიჩუმე .. სევდა და ალერსი .. ნატკენი გული და ჩაშლილი გეგმები ..

უსულო სხეული .. სევდა და ცრემლები .. რომლებიც ამბობენ .. "მოვა დრო შეგხვდები"♥


ნახე ის მოდის.. - ვიინ?.. - შენი ღიმილის ავტორი..!

ყველაზე სასიამოვნო სიტყვები: მაგრამ მე შენ მიყვარხარ... ყველაზე მტკივნეული 

სიტყვები : მე შენ მიყვარხარ...მაგრამ...



მინდა ვიტირო ცრემლი არ მომდის,

მინდა ვიყვირო ხმა არ ამომდის,

მინდა ვიფიქრო აზრი არ მომდის,

მინდა დაგივიწყო ძალა არ მყოფნის


Image.geotorrents.com

ვუსმენ სიჩუმის უცნაურ კვნესას,

ეხლა საშველი მხოლოდ ძილია,

მაგრამ მე შენი დუმილიც მესმის

და დავიწყება არ შემიძლია




იფიქრე იფიქრე რადგან ფიქრში არსებობს სიყვარული

გიყვარდეს რადგან,სიყვარულში არსებობს სიცოცხლე,

იცოცხლე რადგან სიცოცხლეში ვარსებობ მე.


Tumblr_lxzedjrykm1r01vlvo1_500_large


ისევ მარტო ვარ,შენ ისევ არ ხარ.

წვიმას აპირებს და არსად ჩანხარ.

არცერთი სიტყვა, არცერთი ფრაზა,

ნეტა ვიცოდე ნეტა შენ სად ხარ .




სიცოცხლე წამია მიიღე.სიცოცხლე ოცნებაა აიხდინე,

სიცოცხლესევდაა გადალახე, სიცოცხლე სიყვარულია დატკბი

სიცოცხლე ბედნიერებაა და შენ ის დაიმსახურე.




.როგორ მიყვარხარ, როგორ გენდობი, ვერ გამოვხატავ ვერც ერთ ენაზე,

 ჩემთვის სიცოცხლე რა იქნებოდა შენ რომ არ მყავდე ამ ქვეყანაზე...



----------------------------------------------------------------------------------
სასიყვარულო ტესტი


1.დაწერე შენი საპირისპირო სქესის სახელი.

2.აირჩიე ფერი: წითელი, შავი, ლურჯი, მწვანე, ყვითელი.

3.შენივე სახელის პირველი ასო.

4.შენი დაბადების თვე.

5.რომელი უფრო მოგწონს: შავი თუ თეთრი?

6.დაწერე შენივე სქესის ადამიანის სახელი.

7.შენი საყვარელი ციფრი ან რიცხვი.

8.რომელი: ოკეანე თუ ტბა?

 9.დაწერე შენი ოცნება...


ეხლა ნახე პასუხები: 


პასუხები:


1.შენ შეყვარებული ხარ ამ ადამიანზე.

2.თუკი აირჩიე:

წითელი: სიყვარულში დაცურავ, სიყვარულითაა სავსე შენი ცხოვრება.

შავი: აგრესიული ხარ და ჩაკეტილიც.

მწვანე: განვითარებული ადმაიანი ხარ და თანაც სავსებით მშვიდი.

ლურჯი: ხარ თბილი და ძალიან გიყვარს როდესაც შენთვის საყვარელი ადამიანები ყ

ურადღებას იცენენ შენს მიმართ.

ყვითელი: ძალიან კარგი და კეთილი ხარ, გიყვარს სცვისთვის დახმარების ხელის გაწოდება.

3.თუ შენი სახელის პირველი ასო არის:

A-K>>> ძალიან ბევრი მეგობარი და საყვარელი ადამიანი გყავს.

L-R>>>ცდილობ მაქსიმალური მიირო ცხოვრებისგან და მალე შენს ცხოვრებას სიყვარული

დაიპყრობს. S-Z>>>გიყვარს ადამიანების დახმარება, შენი ცხოვრება აუცილებლად ლამაზი იქნება.


4.თუ დაიბადე:

იანვარი - მარტი: ეს წელი კარგად ჩაივლის და მოულოდნელი პიროვნება შეგიყვარდება.

აპრილი - ივნისი: ძლიერი სიყვარული გექნება მაგრამ ხანმოკლე.


ივლისი - სექტემბერი: ყველაფერი კარგისკენბ მიიწევს...

ოქტომბერი - დეკემბერი: იპოვით თქვენს სიყვარულს...

5.თუ აირჩიე:

შავი: შენი ცხოვრების მიმართულება ცოტათი შეიცვალა, ცოტა გაგიჭირდება მაგრამ ბოლოს

ყველაფერი კარგად დამთავრდება.

თეთრი: საუკეთესო მეგობარი კარგს გირჩევს მაგრამ არ მოუსმენ.

6.ეს ადამიანი შენი საუკკეთესო მეგობარია.

7.ამდენივე რაოდენობის საყვარელი ადამიანი გყავს.

8.თუ აირჩიე:

ოკეანე: გამბედავი, დაუბრკოლებელი და თამამი ხარ.

ტბა: ცოტათი მორცხვი ხარ, თუმცა კეთილი და მეგობრული.




----------------------------------------------------------------------------------
მინდოდა სხვებისგან განხსვავებული თემა დამედო

და ამიტომ გადავწყვიტე ორი სასიყვარული ჩანახატიც დამედო
 
იმედი მაქვს მოგეწონებათ <3
გთხოვთ წაიკითხეთ





სიყვარული მარადიულია


14 წლის

-გიყვარვარ?

-კი

-როგორ?

-ძალიან

-რატომ?

-გულს ასე უნდა.

-ჰო, მართალი ხარ.გულს ვერ უბრძანებ.იციი... მეც მიყვარხარ.



20 წლის


-გიყვარვარ?

-ძალიან.

-რატომ?

-იმიტომ,რომ ჩემი სიცოცხლე ხარ!

-გიყვარს ვინმე ჩემზე მეტად?

-კი...

-ვინ?

-ჩვენი პრინცესა.



40 წელი


-გიყვარვარ?

-კი, ძალიან...უფრო ვგიჟდები...

-რატომ?

-შენ ერთადერთი ხარ, რომელიც ძილის წინ ჩამიხუტებს...მანუგეშებს...

გამა
თბობს...სიყვარულს მაგრძნობინებს....

-კიდევ გიყვარს ვინმე ჩემზე მეტად?

-კი... ჩვენი პრინცესის პრინცესა...


60 წლის


-გიყვარვარ?

-კი, ძალიან. უშენოდ ალბათ მოვკვდები...

-რატომ?

-იმიტომ, რომ შენ ერთადერთი ხარ, ვინც დილით თბილ რძეს მიმზადებს,

საღამოს კი თბილ საწოლს მახვედრებს.

-კიდევ გიყვარს ვინმე ჩემზე მეტად?

-ახლა უკვე 3 პრინცესა...



80 წელი

-მოხვედი?

-კი.

-რატომ?

-ღმერთმა ასე ინება...

-მოგენატრე?

-ძალიან, სიგიჟემდე...

-კიდევ გიყვარს ვინმე ჩემზე მეტად?

-აქ ქვეყნად ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ, იმ ქვეყნად კი ჩვენი პრინცები და პრინცესები...




----------------------------------------------------------------------------------

და სადაც სსიყვარულია ჩვენ ყველა იქ ვართ <3

კაცი საღამო ხანს დაბრუნდა სახლში და ცოლს უთხრა: 

გაიხედე გარეთ, ჩვენი ეზოს კართან 4 უცნობი კაცი დგას, ეტყობა ღამის გასათევი არ აქვთ

 და შემოვიპატიჟოთ სახლში.ქალი გავიდა გარეთ და უცნობები შემოიპატიჟა . 

– ჩვენ არ შეგვიძლია ერთდროულად შემოვიდეთ თქვენს სახლში – უპასუხეს მას კაცებმა 

– რატომ? – იკითხა გაკვირვებულმა ქალმა. 

– ჩვენი სახელებია : სიმდიდრე,წარმატება,ბედნიერება და სიყვარული – უპასუხეს მათ ერთხმად.

 ახლა შეგიძლიათ შეხვიდეთ სახლში და განიხილოთ,თუ რომელი ჩვენგანი გსურთ, რომ

შემოვიდეს თქვენს სახლში. 

– მშვენიერია – წამოიძახა ქმარმა, როდესაც ცოლმა კაცების ნათქვამი მოუთხრო. 

– მოდი სიმდიდრე შემოვიყვანოთ სახლში და მუდამ მატერიალურად

უზრუნველი ცხოვრება გვექნება . 

ქალი არ დაეთახმა ქმარს. 

– რატომ? არ სჯობს,რომ წარმატება შემოვიყვანოთ სახლში? ყველაფერში წარმატებას მივაღწევთ,

 ფულსაც ვიშოვით და სიმდიდრესაც. ასევე ჩვენი შვილებიც წარმატებულ კარიერას გაიკეთებენ

და მთელი ოჯახი უზრუნველად და ბედნიერად ვიცხოვრებთ. 

– მემგონი სჯობს ბედნიერება შემოიყვანოთ – ურჩიათ მათ კაცის მოხუცმა დედამ. ბედნიერება მათ

 შორის ყველაზე ძნელი მოსაპოვებელია, შეიძლება ჩემთვის ახლა ამას უკვე დიდი მნიშვნელობა

 აღარ აქვს, მაგრამ მე რომ თქვენს ადგილას ვყოფილიყავი ასე გავაკეთებდი... 

ცოლ–ქმარი უკვე ხნიერი და მათზე გამოცდილი ქალის რჩევის გათვალისწინებას აპირებდა,

 რომ მათმა 5 წლის ქალიშვილმა წამოიძახა: 

– დედა, მამა,ძალიან გთხოვთ... მე მხოლოდ სიყვარული მინდა...

მიეცით მას ნება შემოვიდეს ჩვენს სახლში და გაათბოს . 

– ძალიან კარგი – გაეღიმა ცოლ–ქმარს. მოდი ავუსრულოთ ჩვენს ერთადერთ ქალიშვილს

სურვილი, მასზე ძვირფასი და საყვარელი ხომ არაფერი გაგვაჩნია ამქვეყნად... 

ქალი გარეთ გავიდა და იკითხა: 

– რომელია თქვენს შორის სიყვარული ? მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენს სახლში შემოვა. 

სიყვარული წამოდგა და სახლისაკენ წამოვიდა, თუმცა ქალისდა გასაკვირად დანარჩენებიც

ადგენენ და გამოჰყვნენ მას. 

– მე მხოლოდ სიყვარული დავპატიჟე და დანარჩენები რატომღა მოჰყვებით?

– იკითხა გაოცებულმა ქალმა. 

- თქვენ რომ რომელიმე ჩვენგანი მიგეპატიჟებინეთ, თქვენი რჩეულის გარდა ყველანი გარეთ

დავრჩებოდით, თუმცა თქვენ სიყვარული აირჩიეთ... და სადაც სიყვარულია ჩვენც ყველანი იქ

ვართ – მიუგეს მას წარმატებამ 

,სიმდიდრემ და ბედნიერებამ ერთხმად...


----------------------------------------------------------------------------------

იმეიდი მაქვს მოგეწონათ <3

ძალაინ დიდხანს ვდებდი ამ თემას და ძალიან გთხოვთ დამიკომენტარეთ <3

კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 1148 | დაამატა: მარიამი♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7

(2013-02-01 2:16 PM)
+1 magari iyo