მთავარი » 2013 » ნოემბერი » 29 » 6 რჩევა თუ როგორ გამოვიზამთროთ ბედნიერად
9:11 PM
6 რჩევა თუ როგორ გამოვიზამთროთ ბედნიერად

დროა,  ზამთარშიც ბედნიერები და ხალისიანები ვიყოთ, 
აღარ  ველოდოთ ზაფხულის დადგომას 
სულმოუთქმელად და აღარ დავკარგოთ ყოველ წელს
 ჩვენი ცხოვრების რამდენიმე თვე რბილ დივანზე, ბალიშებში
 ჩაფლულებმა.

✿✿Winter & Christmas Gif✿✿  ✿✿Winter & Christmas Gif✿✿

It is the Christmas time

არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავს კარგად მხოლოდ ზაფხულობით გრძნობენ,
 უყვართ მაღალი ტემპერატურა, მზეზე ნებივრობა და ზამთრის მოახლოება მათთვის 
გაფუჭებულ ხასიათთან, ნაცრისფერ დღეებთან და დათვივით თბილ "ბუნაგში” 
შეძვრობასთან ასოცირდება. ბევრი ადამიანი კი სეზონურ დეპრესიას და უგუნებობას უჩივის.

♥ ♥ Merry Christmas ♥ ♥

დროა,  ზამთარშიც ბედნიერები და ხალისიანები ვიყოთ, აღარ  ველოდოთ ზაფხულის დადგომას სულმოუთქმელად და აღარ დავკარგოთ ყოველ წელს ჩვენი ცხოვრების რამდენიმე თვე რბილ დივანზე ბალიშებში ჩაფლულებმა.


Winter !!! >>> Christmas !!!


1. იყიდეთ ნათურები, რომლებიც მზის განათების იმიტაციას ახდენს

ზამთარში დღე მოკლეა, ჩვენ მზის სინათლის ნაკლებობას განვიცდით, რაც სეზონური უგუნებობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. მზის განათებაზე გამომუშავდება ვიტამინი D და სეროტონინი, ე.წ. ბედნიერების ჰორმონი, ამიტომაც, ისარგებლეთ ზამთრის იშვიათი, მზიანი დღეებით და გადით გარეთ, სულ ცოტა ხნით გაისეირნეთ, წადით შოპინგზე ან თუნდაც უახლოეს მაღაზიაში, შოკოლადის საყიდლად.


It is the Christmas time


2. ხშირად ეკონტაქტეთ მეგობრებს

როგორც წესი, ზამთარში დროის უმეტეს ნაწილს სახლებში ვატარებთ, მეგობრებს უმეტესად სოციალური ქსელების ან ტელეფონის საშუალებით ვეკონტაქტებით. რეალური სოციალური კონტაქტები ნაკლებია, რაც უგუნებობის ერთ-ერთი მიზეზია.  არადა, გარეთ, სხვა თბილ კედლებშიც იმდენი საინტერესო რამე ხდება… შეკრიბეთ მეგობრები და წადით ბოულინგის სათამაშოდ, საბილიარდოში, კინოში… ან მოაწყეთ თემატური წვეულება ან/და ფოტოგადაღება რომელიმეს სახლში.


Winter !!! >>> Christmas !!!


3. გადით გარეთ, იმოძრავეთ მეტი, ივარჯიშეთ.

  • ისარგებლეთ ზამთრის იშვიათი, მზიანი დღეებით და გაისეირნეთ ფეხით.  კი,  გარეთ ცივა,  არასასიამოვნოა გაყინული ცხვირი და ფეხები, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა სასიამოვნო იქნება ბოდიალის შემდეგ თბილ სახლში დაბრუნება, ფეხზე თბილი წინდის ჩაცმა, სავარძელში მოკალათება და ცხელი სასმელის დალევა.
Winter !!! >>> Christmas !!!


4. იძინეთ იმდენი, რამდენიც გჭირდებათ

არადა როგორი ძნელია ზამთრის ბინდ-ბუნდიან დილას თბილი ლოგინიდან გამოძრომა, გინდა რომ უფრო ღრმად ჩაეფლო ბალიშებში და დაიძინო,   ლოგინიც ისეთი რბილია და მყუდრო, გარეთ კი ცივა და წვიმს, ან თოვს, გუბეში ფეხი დაგისველდება და საერთოდაც, დამანებეთ თავი, მეძინება!

თუმცა ზომაზე მეტი ძილი კიდევ უფრო თენთავს ადამიანს. იძინეთ იმდენივე, რამდენიც ზაფხულობით გძინავთ და თვალის გახელისთანავე მზის განათება ჩართეთ, ასე ორგანიზმს ეგონება რომ ზაფხულის მზიანი დილაა და ხასიათიც თავისთავად გახდება უფრო ხალისიანი და დღესაც უფრო ოპტიმისტურად დაიწყებთ.


Winter !!! >>> Christmas !!!


5. გამოიყენეთ თავისუფალი დრო სასარგებლოდ

ზაფხულობით იმდენი გასართობია, იმდენ წვეულებაზე ვართ წასასვლელი, იმდენი ადგილი გვაქვს სანახავი, პიკნიკები და ა.შ,  რომ თავისუფალი დრო თითქმის არ გვრჩება. ახლა უკვე შეგიძლიათ:

  • წაიკითხოთ წიგნი, რომლის წაკითხვაც გინდოდათ, მაგრამ არასოდეს გრჩებოდათ ამისათვის  დრო.
  • დაიწყოთ სიარული რამე საინტერესო კურსებზე
  • აღმოაჩინოთ ახალი ჰობი, რომელიც არ საჭიროებს გარეთ გასვლას. მაგალითად ქსოვა, ქარგვა, ბლოგის წარმოება და ა.შ.
  • დაიწყოთ პოპულარული სერიალის ყურება.
winter fashionn *we♥

6. ჭამეთ ბევრი ხილი, თევზი, ბოსტნეული

როგორც ცნობილია, ზამთარში მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანი იმატებს. დაბალანსებული კვება  დაგეხმარებათ იმაში, რომ ნაკლებად მოიმატოთ. გარდა ამისა,  ხილში და ბოსტნეულში შემავალი ვიტამინები  სეზონურ გრიპებთან ბრძოლაში დაგეხმარებიან.


Sweater Weather !

Like Only This...


კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 1121 | დაამატა: salo | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5

(2013-11-30 10:54 AM)
kargia yochag biggrin
gavitvaliswineb ♥