მთავარი » 2013 » მაისი » 17 » ადამიანის დახასიათება თვალის ფერის მიხედვით
0:11 AM
ადამიანის დახასიათება თვალის ფერის მიხედვით
ყავისფერი თვალები - ლამაზი, მიმზიდველი,ეგზოტიკური..როცა შენ უყურებ თვალებს,ისეთი შეგრძნება გაქვს თითქოს შოკოლადში იძირები. იგი არის ამოუცნობი და ძალიან დრამატული.მწერლები ხშირად ამომბენ როდესაც შენ უყურებ ყავისფერ თვალებს, გძნობ როგორ იძირები მათში.
ადამიანი ყავისფერი თვალებით -  ის იმსახურებს ხალხის ნდობას,გააჩნია პასუხისმგებლობის გრძნობა,შეუძლია მოგცეს კარგი რჩევა.აქვს ლიდერის ხასიათი,არის ჭკვიანი და დაკვირვებული.მას უყვარს ახალი მეგობრების შეძენა.ყველაფერს გააკეთებს საყვარელი ადამიანისთვის. შეუძლიას ნებისმიერი ადამიანი გაამხიარულოს. ის სერიოზული ხასიათის მქონე ადამიანია.
To beautiful to even put in Words.

ცისფერი თვალები-ეს ფერი რომანტიკოსი და მეოცნებე ხალხისაა. ისინი ბევრს ოცნებობენ სიყვარულზე. ხშირად იგონებენ გრძნობებს, ფანტაზიორობენ. ცისფერთვალებიანები უპირატესობას ანიჭებენ ლამაზ, გალანტურ არშიყობას. მათი წყენინება ძალიან ადვილია, მაგრამ ამას დიდხანს იმახსოვრებენ. ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ, შეუძლიათ ძალიან განიცადონ და დეპრესიაში ჩავარდნენ. მიდრეკილები აქვთ გონება-განწყობის ხშირი ცვალებადობისა და კაპრიზებისაკენ.
რაც უფრო მეტად აქვს ასეთ თვალს ყინულის ელფერი, ასეთი ადამიანი შინაგანად მით უფრო ნაკლებად თბილია. ცისფერთვალებიანები არა მარტო ცივები, არამედ ფიცხები, მრისხანები და სასტიკებიც არიან. ძალიან ბევრია დამოკიდებული მათ სიმპათიებსა და ანტიპათიებზე. სიყვარულში ცვალებადებს უყვართ სხვადასხვაობა. ხშირად თავმდაბალ ცისფერ თვალებიანსაც შეხვდებით, რომელიც საკუთარი თავისადმი ძალიან მომთხოვნია. ამ ფერის თვალის მქონე ადამიანები დაჟინებულები, მიზანდასახულები, კეთილსინდისიერები, გულუხვები არიან და სწრაფად ახერხებენ ვითარებაში გარკვევას. ამასთან, შეიძლება იყვნენ შემოქმედები და გამომგონებლებიც. მათ კარგი ფანტაზია აქვთ. თუ ცისფერ თვალებს მსუბუქად შესამჩნევი თბილი იერი აქვთ, ასეთ ადამიანს დიდი, ღრმა სიყვარული შეუძლია და ხათრიანი, მსუბუქი ხასიათი აქვს.

მწვანე ფერის თვალები-მწვანეთვალება ადამიანები გამძლეობით, პრინციპულობით, გამჭრიახობით, სიჯიუტითა და სტაბილურობით გამოირჩევიან.მიზანს თუ დაისახავენ, მიაღწევენ კიდეც ნებისმიერ ფასად...კარგად ორგანიზებული არიან და გარშემომყოფებთან ავტორიტეტით სარგებლობენ.ლიდერობა არ ხიბლავთ, მაგრამ თავისი საქმის პროფესიონალი არიან.
გადაწყვეტილების მიღებისას ყველაფერს აწონდაწონიან და იპოვიან გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან.ამაში სიდინჯე და სამართლიანობა, რეალისტობა ეხმარებათ.მათი უმეტესობა რბილი ხასიათისაა და კონფლიქტს გაურბის, თუმცა არიან ვერაგებიც და ზოგჯერ ადამიანებით მანიპულირებენ.
თუ თავის იდეალს იპოვიან, ურთიერთობაში ძალიან ერთგული არიან და სიყვარულიც თავდავიწყებით შეუძლიათ.თუმცა ეს მათთვის ძალიან რთულია, რადგან მწვანეთვალება ადამიანი ყოველთვის სრულყოფილებისაკენ ისწრაფვის და როგორც თავის თავს, ისევე პარტნიორს, უამრავ მკაცრ მოთხოვნას უყენებს.გარეგნული მკაცრი იერსახის მიუხედავად ძალიან თბილი, გულჩვილი და ალერსიანი ხასიათი აქვთ.თუმცა ამ სითბოს არაფრით არ გაჩვენებენ, სანამ დიდი ნდობა არ გაუჩნდებათ თქვენს მიმართ...

♡ ნაცრისფერი თვალები-ისინი ხშირად სიმაღლეებზე არიან. მათ უჭირთ ისეთ სიტუაციებში ყოფნა, სადაც გონება მთავარი არ არის. მათ სირთულეები აქვთ ემოციასა და ინტუიციასთან. შეიძლება ითქვას, რომ ბუნებისგან არც ისე დიდი ძალა აქვთ ბოძებული. როგორც წესი, ისინი პატიოსანნი, კეთილები და გულისხმიერები არიან. ნაცრისფერთვალებიანი მადლიერი იქნება ისეთი აზარტული პარტნიორისა, რომელიც სულის ჩამდგმელი იქნება მათი საგმირო საქმეებისა. მუქი ნაცრისფერთვალებიანები ბუნებით ძალაუფლებიანები, ეჭვიანები და მესაკუთრეები არიან.
PRETTY!!!!

შავი ფერის თვალები-შავთვალა ადამიანები აქტიური, იმპულსური და ვნებიანები არიან. მათ უბრალოდ არ შეუძლიათ ერთ ადგილას გაჩერება, აზარტი და ინიციატივის გამოჩენა უყვართ. ხელისუფლება იზიდავთ, ხასიათით ლიდერები არიან. ტემპერამენტული, მგრძნობიარე და სექსუალურები არიან, იციან, თუ როგორ უნდა მოაწონონ თავი სხვებს. ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ. ასეთი ადამიანებისთვის მნიშნელოვანია, ყველაფერში პირველები იყონ, და ამით ყოველთვის სხვისი აღიარების მოპოვებას ცდილობენ. 
შავთვალა ადამიანები კონფლიქტური და აგრესიულები არიან, თუმცა, როგორც წესი, მომენტალურად ივიწყებენ წყენას. უშიშარი, თავდაჯერებული და გამტანი ხასიათი აქვთ. ადვილად ეწყობიან ადამიანებს. რაც უფრო მუქი ფერის თავლებია, მით უფრო გამოკვეთილია მათში ეს თვისებები.
კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 1331 | დაამატა: Dona♡ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 7

(2013-05-18 10:56 AM)
* 7 -Mary♥   [Entry]
Shavi. Kargi siaxlea)))