მთავარი » 2013 » დეკემბერი » 1 » Alba
2:15 PM
Alba
Jessica Alba
ბიოგრაფია
ძაან ლამაზიაა
მე ძაან მომწონს
აბა ვის მოგწონთ ჯესიკა

ჯესიკა ალბა (დ. 28 აპრილი1981) — ამერიკელი მსახიობი და მოდელი. სამსახიობო კარიერა დაიწყო 13 წლის ასაკში ფილმებით „დაკარგული ბანაკი" (Camp Nowhere, 1994) და „ალექს მაკის საიდუმლო სამყარო" (The Secret World of Alex Mack, 1994). პოპულარობა მოიპოვა ტელესერიალ „ბნელ ანგელოზში" (Dark Angel, 2000-2002) შესრულებული როლით. განსაკუთრებით ცნობილი როლები ითამაშა ფილმებში: ჰანი (Honey, 2003), „ცოდვის ქალაქი" (Sin City, 2005), „ფანტასტიკური ოთხეული" (Fantastic Four, 2005), „ფანტასტიკური ოთხეული 2" (Fantastic Four 2, 2005).

ჯესიკას უამრავი აღიარება აქვს მოპოვებული როგორც სექსსიმბოლოს: 2001 წელს ჟურნალ „Maxim"-ის „Hot 100"-ის რეიტინგში დაიკავა პირველი ადგილი, 2006 წელს გაიმარჯვა ვებსაიტ AskMan.com-ის გამოკითხვაში „99 ყველაზე სასურველ ქალი", ხოლო 2007 წელს ჟურნალ „FHM"-ის გამოკითხვაში „100 ყველაზე სექსუალური ქალი". 2006 წელს ჯესიკას სურათი ყველაზე პოპულარული მამაკაცების ჟურნალის,„Playboy"-ის მარტის ნომრის გარეკანზე იყო განთავსებული. როგორც მსახიობი ჯესიკა ძალიან ბევრი კინოპრემიის ლაურეატი და ნომინანტია, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ოქროს გლობუსის 2001 წლის ნომინაციაა.

ჯესიკა ალბა ქალაქ პომონაში (კალიფორნიის შტატიაშშ), მარკ ალბას და კეტრინ იენსენის ოჯახში დაიბადა. ჯესიკას დედას აქვს დანიურიდა ფრანკო-კანადური სისხლი, მამა კი მექსიკელია. ჯესიკას ჰყავს უმცროსი ძმა ჯოშუა. ჯესიკას მამა სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობდა, რის გამოც ოჯახი იძულებული იყო ჯერ ბილოქსიში (მისისიპის შტატი), შემდეგ კი დელ რიოში (ტეხასის შტატი) ეცხოვრათ, სანამ კალიფორნიაში უკან დაბრუნდებოდნენ. მომავალი მსახიობი ბავშვობაში ხშირად ავადმყოფობდა: ორჯერ გადაიტანა ატელექტაზი,პნევმონიით კი 4–5 ჯერ ავადდებოდა წელიწადში. ამის გამო ჯესიკა სკოლაში იშვიათად დადიოდა და თანატოლ ბავშვებთან ურთიერთობაც უჭირდა. როდესაც ოჯახი კალიფორნიაში დაბრუნდა, მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუმჯობესდა.

ალბა მსახიობობით ხუთი წლის ასაკიდან დაინტერესდა. 11 წლის ასაკში ის დედამ მიიყვანა მსახიობების კონკურსზე ბევერლი ჰილზში, სადაც გრან-პრი მოიგო და სამსახიობო ხელოვნების სკოლაში გაკვეთილებიც ჩაუტარეს, უკვე ცხრა თვეში ხელი მოაწერა კონტრაქტს აგენტთან.

პირველად ეკრანზე 1994 წელს გამოჩნდა ფილმში „დაკარგული ბანაკი". ფილმისთვის თავიდან ის ორი კვირით აიყვანეს, მაგრამ მისი როლი ორ თვიან სამუშაოდ იქცა. მალევე ჯესიკა ორ სარეკლამო რგოლში გადაიღეს „Nintendo"-სთვის და „J. C. Penney"-სთვის, ასევე ითამაშა რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ფილმში. მსახიობი ფართო პუბლიკამ უკეთ გაიცნო ამავე წელს ტელეარხ „Nickelodeon"-ის გადაღებულ კომედიურ სერიალში, „ალექს მაკის საიდუმლო სამყაროში", შესრულებული როლის შემდეგ. 1995 წელს ითამაშა მაიას როლი სერიალ „ფლიპერის" პირველ ორ სეზონში.


საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, ჯესიკა სამსახიობო ხელოვნებას სწავლობდა უილიამ მეისის და მისი ცოლის ფელიციტი ჰაფმანის თეატრალურ სტუდიაში „Atlantic Theater Company", რომელიც მეისიმ დააფუძნა რეჟისორთან და სცენარისტთან დეივიდ მამეტთან ერთად.

1998 წელს ალბა მელისა ჰაუერის როლში გამოჩნდა კრიმინალური დრამის „სამხრეთი ბრუკლინის" პირველ სეზონში, ასევე ლიენის როლში სერიალის „ბევერლი ჰილზ 90210" ორ ეპიზოდში და ლეილას როლში „სიყვარულის ნავის" ეპიზოდში. 1999 წელს გამოჩნდა რენდი ქუეიდის კომედიაში „P.U.N.K.S.", სადაც სამანთას როლი შეასრულა. მსახიობის დებიუტი ჰოლივუდში 1999 წელს შედგა რომანტიკულ კომედიაში „უკოცნელი" (Never Been Kissed), სადაც მთავარ როლს დრიუ ბერიმორი თამაშობდა, ჯესიკას კი მეორეხარისხოვანი როლი ერგო, ამას მოჰყვა ნაკლებად მნიშვნელოვანი ფილმები: „მკვლელი ხელი" და „პარანოიდი".


2000 წელი ალბასთვის პირველი წარმატების მომტანი აღმოჩნდა: ჯესიკა ჯეიმს კამერონმა 1200 სხვა პრეტედენტს შორის ამოარჩია გენეტიკურად შექმნილ სუპერჯარისკაცის მაქს გევარას როლზე ტელესერიალში „ბნელი ანგელოზი" (Dark Angel). სერიალზე მომზადებისას, ჯესიკა ყოველდღე სამი საათის განმავლობაში სწავლობდა სიახლეებს, შიმშილობდა და ძალიან გახდა, როგორც მსახიობმა მოგვიანებით აღიარა გადამატებული დიეტებისგან ანორექსიაც განუვითარდა. თუმცა ამ როლმა ჯესიკას პოპულარობას სათავსერიალებიდაუდო, ის ოქროს გლობუსზეც იყო ნომინირებული, როგორც ტელესერიალებში მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი.


მაქს გევარას როლის შესრულების შემდეგ ჯესიკა მთავარ როლზე მიიწვიეს ფილმში „ინტინური ლექსიკონი" (Sleeping Dictionary), რასაც ქორეოგრაფ ჰანი დენიელსის როლი მოჰყვა ფილმში „ჰანი", ამ უკანასკნელი როლის შემდეგ ჯესიკამ საბოლოოდ განიმტკიცა ვარსკვლავის სტატუსი. 2005 წელს ფრენკ მილერმარობერტ როდრიგესმა და კვენტინ ტარანტინომნამდვილი ვარსკვლავთკრებული მოიწვიეს ფილმისთვის „ცოდვის ქალაქი", ბრიუს უილისისმიკი რურკისკლაივ ოუენისბენისიო დელ ტოროსროზარიო დოუსონისბრიტანი მერფის და სხვა ვარსკვლავების კამპანიაში ჯესიკამ ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავი და ეგზოტიკური სტრიპტიზიორის ნენსი კალაჰანის როლის შესრულებისთვის კრიტიკოსებისგან შექება დაიმსახურა. ამავე წელს სიუ შტორმის, უჩინარი ქალის როლი შეასრულა ცნობილი კომიქსის ეკრანიზაციაში „ფანტასტიკური ოთხეული" და ბაჰამელი გოგონას როლი სათავგადასავლო ფილმში „სიღრმეში" (Into the Blue). უკანასკნელ ორ ფილმში მას პარტნიორობას სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად კრის ევანსი და პოლ უოკერი უწევდნენ.

2006 წელს ჯესიკა MTV Movie Awards დაჯილდოვების ცერიმონიის წამყვანი იყო და ერთი ჯილდო თავად მიიღო ყველაზე სექსუალური წარმოდგენის შესრულებისთვის ფილმიდან „ცოდვის ქალაქი", ხოლო ცერემონიალზე პატარა პაროდიები შეასრულა ფილმებისთვის: „კინგ–კონგი", „შეუსრულებელი მისია 3" და „დავინჩის კოდი".


2007 - 2008 წლები ჯესიკასთვის მეტად პროდუქტიული გამოდგა. ამ პერიოდში მისი მონაწილეობით ოთხი კომედიური ჟანრის ფილმი გამოვიდა ეკრანებზე: „ათი" (The Ten), უაინონა რაიდერთან ერთად; „წარმატებები ჩაკ" (Good Luck Chuck); „გაიცანით ბილი" (Meet Bill); „სექს-გურუ" (The Love Guru), ჯასტინ ტიმბერლეიკთან ერთად. ამავე წელს ითამაშა მისტიკურ ტრილერში ნარკოზი" (Awake) და „ფანტასტიკური ოთხეულის" სექველში (Fantastic Four 2: Rise of the Silver Surfer). 2007 წლის ბოლოს გამოვიდა საშინელებათა ფილმი „თვალი", ჩინური ფილმის ჰოლივუდური რემეიკი, რომელშიც ალბას თამაშმა კრიტიკოსებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რისი ნათელი დადასტურებაც იყო, რომ ალბას Teen Choice Awards-ის საშინელებათა ფილმების საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო გადაეცა, მეორე მხრივ კი ოქროს ჟოლოზე წარადგინეს როგორც წლის ყველაზე ცუდი მსახიობი.


2010 წლის 12 თებერვალს გამოვიდა რომანტიკული კომედია „წმინდა ვალენტინის დღე" (Valentine's Day), სადაც ალბა თამაშობდა ისეთ ცნობილ მსახიობებთან ერთად, როგორებიც არიან ჯულია რობერტსიეშტონ კატჩერიჯენიფერ გარნერიბრედლი კუპერიენ ჰეტევეიჯესიკა ბილი და სხვები. მალევე რობერტ როდრიგესის და ჯესიკა ალბას კიდევ ერთი თანამშრომლობის ნაყოფი „მაჩეტე" იხილა მაყურებელმა, ფილმში ჯესიკასთან ერთად მიშელ როდრიგესისტივენ სიგალილინდსი ლოჰანი და თვით რობერტ დე ნირო იყვნენ დაკავებული. წლის მიწურულს ეკრანზე გამოვიდა კომედია „პატარა ფოკერები" (Little Fockers) სადაც ალბა კიდევ ერთხელ შეხვდა რობერტ დე ნიროს და ჰოლივუდის სხვა მეტრებსდასტინ ჰოფმანს და ბარბრა სტრეიზანდს, ასევე ცნობილი კომიკოსებს ბენ სტილერს და ოუენ უილსონს.


2001 წელს ჯესიკა ალბამ პირველი ადგილი აიღო ჯურნალ „Maxim”-ის "Hot 100”-ში, 2005-ში კი დასახელებული იქნა პლანეტის 50 ყველაზე ლამაზ ადამიანს შორის (ჟურნალი „People”), 2007 წელს მოხვდა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ადამიანების ასეულში. 2002 წელს მეორე ადგილი დაიკავა ჰოლივუდის ყველაზე სექსუალური მსახიობების რეიტინგში.

2006 წელს ბიკინებით გამოჩნდა ჟურნალ „Playboy”-ში და წლის ყველაზე სექსუალური ვარსკვლავად დასახელდა. 2007-ში იმავე ნომინაციაში მეოთხე ადგილი დაიკავა ჟურნალ „Empire”-ში. 2008 წელს ჟურნალ „GQ”-ის მიერ დასახელებული იქნა 25 ყველაზე სექსუალურ მსახიობს შორის. ჯესიკა მეტად შეშფოთებულია „სექსუალური თოჯინის” იმიჯით, რადგან მისი აზრით ეს მის სამსახიობო კარიერაზე და შემოთავაზებულ როლებზე უარყოფითად მოქმედებს, ინტერვიუებში მსახიობი ხშირად აღნიშნავს, რომ სურს უფრო სერიოზულად აღიქვან, როგორც მსახიობი. ალბა მკაცრად იცავს პირობას „არ გაშიშვლდეს ეკრანზე”. ფილმში „ცოდვების ქალაქი” მას ჰქონდა საშუალება ფართო ეკრანებზე შიშველი გამოჩენილიყო, მაგრამ ჯესიკამ განაცხადა: „მე არ ვიღებ ინტიმურ სცენებში მონაწილეობას, უბრალოდ ამას არ ვაკეთებ, შეიძლება ამის გამო ცუდ მსახიობად ჩამთვალონ და ამით ბევრი პრივილეგია დავკარგო, მაგრამ ეს ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია”.


2000 წელს, სერიალ „ბნელი ანგელოზის" გადაღების დროს ჯესიკა თავის პარტნიორ მაიკლ უეტერლის ხვდებოდა, როდესაც ალბა 20 წლის გახდა მაიკლმა მას ხელი სთხოვა, რაზეც ჯესიკასგან თანხმობა მიიღო. წყვილზე ხშირად კამათობდნენ ასაკობრივი სხვაობის გამო, რადგან მაიკლი ჯესიკაზე 12 წლით უფროსი იყო, თუმცა ალბა ხშირად აღნიშნავდა ინტერვიუებში, რომ ასაკს მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. 2003 წლის აგვისტოში წყვილმა ოფიციალურად განაცხადა ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ.

2004 წელს „ფანტასტიკური ოთხეულის" გადაღებებზე, ჯესიკამ ქეშ უორენი გაიცნო. ისინი სამი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, ხოლო 2007 წლის მაისში შეუღლდნენ. 2008 წლის 7 ივნისს ალბას გაუჩნდა გოგონა ონორ მარია უორენი. ბედნიერი დედა აცხადებს, რომ კიდევ სურს იყოლიოს შვილები.



კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1755 | დაამატა: Minion♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 6

(2013-12-03 2:56 PM)
paul yvelgan :((
momewona siaxle miyvars jesika ♥ ♥