მთავარი » 2013 » ივნისი » 8 » Alexander McQueen
5:24 PM
Alexander McQueen

ალექსანდრ მაქქუინი დაიბადა 1969 წლის 17 მარტს, ლონდონში. ის ღიად აცხადებდა რომ გეი იყო და 2000 წელს დაქორწინდა კინოდოკუმენტალისტ ჯორჯ ფორსაიტზე. მოდის სფეროში 16 წლის ასაკში გაიდგა ფეხი, როდესაც სევილ როუში დაიწყო მუშაობა. ის ძირითადად სპეციალიზირდებოდა მაღალი დონის მამაკაცის სამოსზე.

 ხელოვნების კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ის მუშაობდა იაპონელ დიზაინერ, კოძი ტაცუნოსთან. 1997 წელს, სამხატვრო დირეკტორის, 
ჯონ გალიანოს ადგილი დაიკავა, Givenchy-ს სახლში. 2001 წლის დასაწყისში, მან დატოვა Givenchy და შექმნა საკუთარი ტანსაცმლის ხაზი, Alexander McQueen.



2010 წლის 11 თებერვალს, მან თავი ჩამოიხრჩო საკუთარ საგარდერობოში. ამბობენ რომ ამის მიზეზი იყო ალექსანდრის დედის, ჯოისის გარდაცვალება 2 თებერვალს, რის შემდეგაც ის დეპრესიაში იმყოფებოდა. სიკვდილის წინ, მაქქუინმა წერილი დაწერა, რომლის შინაარსიც არ ხმაურდება. 
2010 წლიდან, მოდის სახლი Alexander McQueen-ი ეკუთვნის Gucci-ის. შემოსავლის 30% შედგება აქსესუარებისა და ქალის ჩანთებისგან.






მაქქუინს მინიჭებული აქვს ბრიტანეთის იმპერიის ორდენი,  ასევე ოთხი საუკეთესო ბრიტანელი მოდელიერის ორდენი.


















































დაამოწმა:Queen♥A-მ
კატეგორია: Fashion ♥ | ნანახია: 731 | დაამატა: LittleMonster | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7

(2013-06-09 10:35 AM)
rakarguia^^ ♥