3:02 PM ალუბლების ბაღი.. | |
ალუბლების ბაღი, სიყვარული ქარში, უძილობა ხმაში... ალუბლების ბაღი, აღარ მცივა სახლში, ჩამოღამდა ხალხში... ალუბლების ბაღი, ყვავილების თაღი, მე არ ვიცი რა ვქნა, დამიღამდა ხმაში.... ჩამოღამდა თვალში, ავიწეწე თავში.... ალუბლების ბაღი, სისხლისფერი თმაში, მეტირება გზაში, ჩამოღამდა თვალში.. პატარა გოგონა, უჩვეულო ფაქიზი ხელებით, იჯდა ძველ ხის სკამზე და ფურცელზე რაღაცას ჯღაპნიდა, საოცარი ქარი ჰარმონიულად უკრავდა თავის უჩვეულო ბგერებს. ჩიტების ჭიკჭიკი თხზავდა ახალ ახალ სიმღერებს. გოგონა იჯდა, გასცქეროდა არემარეს და თითო აკორდზე, თითო ბგერაზე უჩვეულო სიტყვებს, უჩვეულო ფრაზებს წერდა. მზის სხივებით შემკული ვარდი, მზის სხივებით აჭრელებული არემარე. ცისფერ ტბაში ჩაძირული გემი. ამ ფრაზებით მე შენს მოსვლას ველი. აკორდები დამიგია ხელით. ყველაფერი ამიწყვია ენით... და შენს მოსვლას, მე შევიგრძნობ სმენით. | |
|
სულ კომენტარები: 3 | |
|