მთავარი » 2013 » ივნისი » 13 » ამაღლება
10:27 AM
ამაღლება
გილოცავთ ამაღლებას!
შემოდით სრულიადში და 
მიულოცეთ ერთმანეთს ამაღლება 
ყველანი ძალიან მიყვარხართ ♥

გემი - ეკლესიის სიმბოლო გემი - ეკლესიის სიმბოლო

ამაღლება 

 ქრისტიანული დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს. იმართება ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად. ღმერთების ზეცად ამაღლების მითი მრავალ რელიგიაშია ცნობილი. ქრისტიანული სწავლებით, ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, ესაუბრებოდა მათ ღვთის სასუფეველზე და მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში „სულიწმიდის მოფენამდე". აღდგომიდან მეორმოცე დღეს ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცად. ამაღლების დღესასწაული IV-V საუკუნეებში საყოველთაო გახდა ქრისტიანული ეკლესიისათვის, იხსენიება ეკლესიის მამებთან (გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი და სხვა). დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ამაღლების რიტუალური წესები, რომელთაგან ზოგი იოანე დამასკელს მიეკუთვნება.
ქართულ საეკლესიო მხატვრობაში ქრისტეს ამაღლების მხატვრული კომპოზიცია კარგადაა შემონახული დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ამაღლების ეკლესიაში (X ს.) და ზემო კრიხის (ამბროლაურის რაიონი) ეკლესიაში (XI ს.).
საქართველოს მთიან რაიონებში ამაღლება ემთხვევა დიდ დღეობას, რომელიც საქონლის სოფლიდან ალპურ საძოვრებზე გადარეკვასთანაა დაკავშირებული. ამაღლების დღესასწაულზე ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, მთიულეთ-გუდამაყრის, ჯავახეთისა და საქართველოს სხვა მხარეთა სოფლების მცხოვრებლებს წარმართულ სალოცავებში შესაწირი მიჰქონდათ და შესთხოვდნენ ადამიანისა და ოჯახის კეთილდღეობას, საქონლის გამრავლებას, ბარაქიანობას და სხვა.

ამაღლება
 ამაღლების ხატი სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტრიდან


ტროპარი

ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მხიარულ-ჰყვენ მოწაფენი აღთქუმითა მით სულისა წმიდისაჲთა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.

კონდაკი

სრულ-ჰყავ რა ცხოვრება ჩუენი და ზეცისათა შეაერთენ ქუეყანისანი, ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო, რომელი არა სადა განეშორები, მხსნელო, არამედ ჰგიე განუშორებელად, და ეტყოდი საყუარელთა მათ შენთა: მე მხოლო ვარ თქუენთანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.

 


"და აჰა ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მათე 28,20)

... გარნა ძმანო ჩემნო, ქრისტიანენო, სანუგეშო იგი სიტყვა: "აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ", არა იყო თქმული მხოლოდ მოციქულთა მიმართ, ვინაიდგან მოციქულნი აღსრულდნენ თავის დროზედ; გარნა უფალი იტყვის: "მე თქვენთანა ვარ, ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა"; მაშასადამე აღთქმა იგი მაცხოვარმან მისცა ყოველთა მორწმუნეთა ქრისტიანეთა, რომელნი იქმნებიან ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. და ჭეშმარიტადცა იგივე უფალი ახლაცა არის ჩვენთანა, მისი მადლი, მისი სიტყვა, მისი ქადაგება, მისი სიყვარული ახლაც არის და მოქმედებს ჩვენ ქრისტიანეთა შორის; თვითონ მან სთქვა: "მამა ჩემი მოაქამომდე იქმს და მეცა ვიქმ". გარნა თუ შენ არ გრძნობ მისსა მყოფობასა, თუ გული შენი არ არის მოხარული, ვითარცა გული მოწაფეთა იყო გახარებული, როდესაც ესმა მათ ეს სიტყვა: "მე თქვენთანა ვარ", მაშასადამე ერთი რომელიმე მიზეზი გაბრკოლებს შენ. იგი მახლობელ შენდა არს, გარნა შენ არ ფიქრობ მასზედა, არ გიყვარს იგი და მისთვის არ იცი მისი დაახლოება.

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)



XoXo Your Chu♡Pa
ყველას გილოცავთ ამაღლებას მრავალს დაესწარით :*
ძალიან მიყვარხართ ♥

ნანახია: 1573 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5

(2013-06-13 11:12 PM)
* 5 SoPii))   [Entry]
gilocavttt! :3