მთავარი » 2013 » აპრილი » 20 » Amanda Seyfried ♡
12:48 PM
Amanda Seyfried ♡
Amanda Seyfried
♡ბიოგრაფია|ფაქტები|ფოტოები|ანიმაციები♡

ბიოგრაფია
სიმაღლე- 5' 3.5
თმის ფერი - ქერა
ეროვნება-ამერიკელი

ამანდა მიშელ სეიფრიდი 1985 წლის 3 დეკემბერს დაიბადა ალენტაუნში, პენსილვანიის შტატში, მისი დედა ანა არის ოკუპაციური თერაპევტი, ხოლო მამა ჯეკი – ფარმაცევტი. მისი და ჯენიფერი კი ფილადელფიურ მუსიკალურ ჯგუფში უკრავს ორღანზე. ამანდამ 2003 წელს სკოლა დაამთავრა და ფორდემის უნივერსიტეტში ჩააბარა. იგი არის ამერიკელი მსახიობი,კომპოზიტორი და მოდელი. ამანდას კარიერა სამოდელო ბიზნესით დაიწყო, როდესაც იგი 11 წლის იყო. 15 წლის ასაკში უკვე ამანდამ პირველად ითამაშა ფილმში ,, დედამიწა რაზედაც დგას,,. 

2004 წელს სეიფრიდმა ითამაშა ფილმში ,,საძაგელი გოგონები,, ლინდსი ლოანთან და რეიჩელ ბილსონთან ერთად. 2005 წელს კი ამანდამ ითამაშა ფილმში– Nine Lives, ხოლო 2006 წელს ფილმში-Alpha Dog. ამანდა ასევე მონაწილეობას იღებდა სატელევიზიო სერიალში Veronica Mars 2004–2006 წლებში. 2008 წელს ამანდამ მერილ სტიპთან ერთად ითამაშა ფილმში–MaMa Mia!.

2009 წელს კი ამანდას მონაწილეობით ორი ფილმი გამოვიდა. პირველი ფილმი – Jennifer’s Body, სადაც ამანდა პარტნიორობას უწევდა მეგან ფოქსს, ხოლო მეორე ფილმი–Chloe. 2010 წელსაც ამანდას მონაწილეობით ორი ფილმი გამოვიდა. პირველი ფილმი– Dear John,სადაც ამანდას პარტნიორობას უწევდა ჩენინგ ტატუმი, ხოლო მეორე ფილმი– Letters to Juliet. 2011 წელს კი გამოვიდა ფილმი In Time, ამანდას ამ ფილმში პარტნიორობას უწევდა ჯასტინ ტიმბერლეიკი.ამანდა დაიბადა 1985 წლის 3 დეკემბერ,ალენტაუნში,პენსილვანიის შტატში. მისი დედა ანა-ოკუპაციური თერაპევტია. მისი მამა ჯეკი კი არის– ფარმაცევტი. სეიფრიდმა დაამთავრა უილიამ ალენის უმაღლესი სასწავლებელი 2003 წელს. ამანდას ყავს უფროსი და, ჯენიფერ სეიფრიდი, რომელიც უკრავს ფილადელფიურ მუსიკალურ ჯგუფში ორღანზე.


ფაქტები
1. ამანდას უნდოდა გამოსულიყო მსახიობი მას შემდეგ, როცა მან უყურა ფილმს– ,,Romeo + Juliet”, 10 წლის ასაკში.
2. ამანდამ გააციდნა 70 დღე სკოლაში, მისი სამსახიობო ვალდებულებების გამო.
3. ამანდა 2 წლის განმავლობაში სწავლობდა კლასიკურ ოპერას და დადიოდა მუსკაზე 5 წლის განმავლობაში.
4. ამანდა 3 წელი ხვდებოდა მსახიობ– დომინიკ კუპერს,რომელიც გაიცნო ფილმ–MaMa Mia!–ს გადაღებებზე.


5. ამანდას უნდა შეესრულებინა ვერონიკას როლი სატელევიზიო სერიალში ,, Veronica Mars,,, მაგრამ ეს როლი კრისტენ ბელს მისცეს.
6. ჟურნალ People–მა ამანდა 100 ყველაზე ლამაზ ქალბატონთან სიაში დაასახელა 2009 და 2010 წელს.
7. ამანდას ყავს ავსტრალური ნაგაზი, სახელად ფინი.


ფოტოები|ანიმაციები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 1454 | დაამატა: Marriiee♥♥♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4

(2013-04-20 6:28 PM)
* 4 salo   [Entry]
rogooor miyvarrrssssssssssssssssssss..