8:09 AM Angelina Jolie | |
Angelina Jolie ფოტოები|ანიმაციები|ინფორმაცია მოკლედ ყველანი სრულიადში ანჯელინა ჯოლი ვოიტი (ინგლ. Angelina Jolie Voight) (დ. 4 ივნისი, 1975), უკეთ ცნობილი როგორც ანჯელინა ჯოლი, არის ამერიკელიკინომსახიობი. პოპულარული მედიის მიერ ის ხშირადაა აღიარებული როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალი. ხოლო მისი არაეკრანული, პირადი ცხოვრება ფართოდაა გაშუქებული. მას მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემიადა ოსკარი. მიუხედავად იმისა რომ ანჯელინას დებიუტი მის ბავშვობაში შედგა მამამისთან ერთად 1982 წლის ფილმში „ველოდები წასვლას", ჯოლის სამსახიობო კარიერა დაიწყო მოგვიანებით, დაბალბიუჯეტიანი ფილმით „კიბორგი 2" (1993). მან პირველი მთავარი როლი განასახიერა ფილმში „ჰაკერები" (1995), ასევე მან ითამაშა კრიტიკოსთა მიერ კარგად მიღებულ და აღიარებულ ბიოგრაფიულ ფილმებში:„ჯორჯ ვალასი" (1997) და „ჯია" (1998) და მიიღო ოსკარი, როგორც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელმა ქალმა, ფილმისათვის „გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს" (1999). ჯოლიმ მიაღწია საქვეყნო აღიარებას ფილმით „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი" (2001), სადაც მან ვიდეო-თამაშის გმირი, ლარა კროფტი განასახიერა. ამის შემდეგ ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მსახიობი ჰოლივუდში. მან თავისი ყველაზე დიდი კომერციული მოგება ნახა მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ჟანრის ფილმით „მისტერ და მისის სმიტი" (2005). ანჯელინა დაშორდა თავის პირველ მეუღლე ჯონი ლი მილერს, მეორე მეუღლე ბილი ბობ ტორნტონს, ახლა კი მსახიობ ბრედ პიტთან ერთად ცხოვრობს, მათ შორის ურთიერთობამ მსოფლიო მედიის ყურადღება დაიმსახურა. ჯოლის და პიტს ჰყავთ სამი აყვანილი ბავშვი: მედოქსი, პექსი და ზაჰარა, ისევე როგორც სამი ბიოლოგიური შვილი: შილო, კნოქსი და ვივიენი. ანჯელინა დაკავებულია საქველმოქმედო საქმეებით მთელ მსოფლიოში და ასევე ის თანამშრომლობს UNHCR-სთან. BelieberGirl | |
|
სულ კომენტარები: 4 | |
|