მთავარი » 2014 » იანვარი » 7 » ანორექსია
1:50 PM
ანორექსია
                                

ტერმინი ანორექსია ნიშნავს საკვების მადის არქონას და შეიძლება იყოს უამრავი დაავადების სიმპტომი 

                     

      ახლა კი ცნობები ამ დაავადების შესახებ.. :

ანორექსია ნერვოზა არის დაავადება, რომელიც ხასიათდება ადამიანის მიერ საკვების შეზღუდვით ან სრულიად უარყოფით, რაც იწვევს წონის არანორმალურ კლებას და საბოლოო ჯამში-სიკვდილს.

უპირატესად ემართებათ ახალგაზრდა გოგონებს, რომლებიც ბაძავენ არანორმალურად გამხდარ ცნობილ მოდელებსა და მსახიობებს. ისინი მუდმივად იცავენ დიეტებს და საბოლოოდ სრულიად ამბობენ კვებაზე უარს, აქვთ გასუქების აკვიატებული შიში და ადექვატურად ვეღარ აფასებენ საკუთარ მდგომარეობას.

                                 


                


          ანორექსია ნერვოზა ფსიქოლოგიურ დარღვევებს შორის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობით ხასიათდება. დაახლოებით 10% ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ ეს დიაგნოზი, იღუპება მასთან დაკავშირებული გართულებებით. ამ დროს ზიანდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ვითარდება ბრადიკარდია. ასეთ ადამიანებს აქვთ დარღვეული ელექტროლიტთა ბალანსი, ფოსფატების დაბალი შემცველობა, რომელიც იწვევს გულის დაზიანებას, კუნთების სისუსტეს, იმუნური სისტემის დაქვეითებას და საბოლოოდ, სიკვდილს. ისინი, ვისაც ანორექსია სრულწლოვნობამდე განუვითარდათ, ნორმალურად არ იზრდებიან და აღენიშნებათ აუცილებელი ჰორმონების (მათ შორის სასქესო ჰორმონების) შემცირებული და კორტიზოლის გაზრდილი რაოდენობა. 38-50%-ში შეიძლება განვითარდეს აგრეთვე ოსტეოპოროზი. ანორექსია ყველას ერთნაირ ზიანს არ აყენებს. მაგალითად, შეიძლება სხვადასხვა შედეგი გამოიწვიოს მოზარდებსა და მოზრდილებში. 

                             


                 


 ანორექსია ნერვოზა იწვევს ცვლილებებს ტვინის სტრუქტურასა და ფუნქციებში. ვარაუდობენ, რომ შიმშილთან დაკავშირებულია ტვინის პარკუჭების ზომაში მატება. ნორმალური წონის აღდგენისას ისინიც ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდებიან. ანორექსიასთან აგრეთვე დაკავშირებულია სისხლის მიმოქცევის შემცირება საფეთქლის წილებში.

საშუალებები და გზები, რომლებიც ხელს უწყობენ წონის კლებას ან დაბალი წონის შენარჩუნებას (კალორიული საკვებისგან თავის არიდება, პირღებინების ან ფაღარათის ხელოვნურად გამოწვევა, გადაჭარბებული ვარჯიში, მადის დამაქვეითებლების ან შარდმდენი საშუალებების ჭარბი გამოყენება);
ფიზიოლოგიური დარღვევები- მათ შორის ენდოკრინული სისტემის დარღვევა, რომელიც იწვევს ქალებში-ამენორეას, ხოლო მამაკაცებში-სქესობრივი ინტერესის და პოტენციის დაქვეითებას. აწეული ზრდის ჰორმონების, კორტიზოლის დონე, შეცვლილი თიროიდული ჰორმონის პერიფერიული მეტაბოლიზმი და ინსულინის სეკრეცია; თუ ანორექსია ვითარდება პუბერტულ ასაკამდე, ზრდის და განვითარების შეჩერება ან შენელება.

                           

             







ფსიქოლოგიური:
სხეულის არაადექვატურად აღქმა
სრულყოფილებისკენ სწრაფვა
არაადექვატური თვითშეფასება (სხეულის წონის ან ფორმის მიხედვით)
საკვების მიღებამდე და მის შემდეგ საკვების და წონის მუდმივი კონტროლი

ემოციური:
საკუთარი თავის პატივისცემის და ქმედითუნარიანობის დაქვეითება
დეპრესია ან ქრონიკულად ცუდ ხასიათზე ყოფნა
განწყობის ხშირი ცვლა
მუდმივი შიში გასუქებისა

სოციალური:
ცუდი, ან გაუარესებული სასკოლო მოსწრება
ძველ მეგობრებთან ან სხვა ნაცნობებთან ურთიერთობის გაწყვეტა ან გაფუჭება
ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გაფუჭება

ფიზიკური:
წონის ძლიერი დაკარგვა
ენდოკრინული დარღვევები
შიმშილობის სიმპტომები, მაგალითად მეტაბოლიზმის დაქვეიტება, ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, ჰიპოთერმია, ანემია.
სხეულზე ზედმეტი თმის გაზრდა
მინერალების და ელექტროლიტების დონის ცვლილება
თუთიის დეფიციტი
ხშირად ლეიკოციტების რიცხვის შემცირება
იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითება
სხეულის მასის ინდექსი 17.5-ზე ნაკლები, ან მოსალოდნელი წონის 85%-ზე ნაკლები
შესაძლებელია ძლიერ სიფერმკრთალე და ჩაცვენილი თვალები
ძვლების და სახსრების ჭრიალი
სითხის დაგროვება კოჭებში დღისით და თვალების გარშემო-ძილისას
კუჭის შეკრულობა
ძალიან მშრალი ან დამსკდარი ტუჩები
სისხლით მომარაგების დარღვევა, განსაკუთრებით კიდურების
წონის ძლიერმა კლებამ შეიძლება გამოიწვიოს აგრეთვე ნერვის გადაადგილება, რის შედეგადაც გაძნელდეს კიდურების მოძრაობა
თავისტკივილები
თმის გათხელება
ფრჩხილების მსხვრევადობა
მუდმივად სიცივის შეგრძნება

ქცევითი:
გადაჭარბებული ვარჯიში, საკვების ზედმეტად შეზღუდვა
ვარჯიშის ან ჭამის შეზღუდვის დამალვა
შესაძლოა საკუთარი თავის ვნება, თვითმკვლელობის მცდელობები
წინის შესახებ მითიტებებზე ძლიერ მგრძნობიერობა
ძლიერ გაბრაზება როდესაც აძალებენ "აკრძალულ” საჭმელს
 






                       

              
კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 1769 | დაამატა: MarRi | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4

(2014-01-13 1:17 PM)
* 4 SoPii))   [Entry]
auuu kai siaxle iyo maraaa surateebs ro vuyurebdii cudadd gavxdii raa sashinelebaaa :X
zogadad me imdens vcham ro ravicii mara dzaan ishviatad mawuxebs chemi wonaa biggrin 41 viyavi da 45 gavxdi am axal wlebze mara mainc davikeli da amjamad 42 var :))
43kiloze meti jer arasodes ar vyopilvar da imitoo davikelii biggrin