მთავარი » 2013 » თებერვალი » 13 » (არა)ამქვეყნიურად (არა)ნორმნალური...
12:34 PM
(არა)ამქვეყნიურად (არა)ნორმნალური...

ისევ ნახევრად ჩაბნელბული ოთახი... ისევ ფიქრები... გახშირებული სუნთქვა... ისევ მე... სიჩუმე, რომელსაც არღვევს დაბალ ხმაზე ჩართული ბეთჰოვენის მერვე სიმფონია. ოთახში თეთრი ზეწარივით არის მიმობნეული ნოტების ფურცლები...

ისევ სიჩუმე... ირგვლივ ჩამოღამდა.... ბნელა და მეც თავს უფრო თავისუფლად ვგრძნობ, ისევ ჩემს სტიქიაში, ისევ ჩემი თავის წინ, ცხოვრების პირისპირ... ბნელა, როგორც ჩემს სულში. მუსიკის ჰანგები, სიმშვიდის მომგვრელი აკორდები, სიჩუმე და კვლავ სიჩუმე...მთვარის შუქი, რომელიც უშედეგოდ ცდილობს შეაღწიოს ჩემს სულში, მაგრამ რაღაც თვითნებური ძალა უკან გამოსტყორცნის მას, რატომღაც დავხუჭე თვალები და სიბნელეში რაღაცას დავაცქერდი.... ისევ გავახილე, მაგრამ მაინც ბნელა. თვალები რომელთა დანიშნულებაც ჩემთვის დიდიხანია გაურკვეველია, ჩემთვის ხომ ყოველთვის ბნელა. მთვარის შუქი, რომელიც თითქოს ერთადერთი ნათელი წერტილის როლს ასრულებს ამ შავ-ბნელ ცხოვრებაში. ვზივარ დაორთქლილი ფანჯრის წინ, რომელსაც გარედან წვიმის წვეთები ასველებს, ვცდილობ რაიმეთი გავირთო თავი, ამ დროს მელოდიის ჟღერადობაზე უჩვეულო ფიგურებს ვხატავ თითით, ფიგურები, რომელიც რაღაც აარაამქვეყნიურს წააგავს. ოთახში ისევ ბნელა, მხოლოდ აქაიქ მიმობნეული ნოტების ფურცლები მოსჩანს თეთრათ. ისევ ბეთხოვენის მერვე სიმფონია, გამოსცემს უჩვეულო და იდუმალ ჰანგებს. ეს რაღაც მთვარესთან შერწყმული თითქოს მგლის ყმუილს წააგავს. წვიმის წვეთები მძაფრად აღწევს ჩემს ყურთა სმენაში და ცდილობსსადღაც ფიქრებში გამაქანოს. მცივა, და აი ახლაც კი იმდენად მცივა, რომ უკვე სითბოს ჩემს გულში კარგახანია აღარ ელიან, ის აქ უბრალოდ დროებითი სტუმრის როლს ასრულებს, რომლის შემდეგაც მთელ სხეულში, ისევ დიდი ხნით სიცივე მეფობს. ცას უფრო და უფრო საზაელი მუქი ფერი ემატება. თხელი ზეწარივით, გადაეფარება მთვარეს ღრუბელთა ნაერთი, რომლებიც მას გადაუვლიან და შემდეგ ისევ თავის გზას განაგრძობენ.

ისევ ნახევრად ჩაბნელბული ოთახი... ისევ ფიქრები... გახშირებული სუნთქვა... ისევ მე... სიჩუმე, რომელსაც არღვევს დაბალ ხმაზე ჩართული ბეთჰოვენის მერვე სიმფონია. მთვარის შუქით შემოსილი არემარე და წვიმის წვეთები, რომელის ხმაც ნელ-ნელა ჩემს გულის ცემასთან ერთად წყდება…

კატეგორია: ჩანახატები ♥ | ნანახია: 682 | დაამატა: missponchishka | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2

(2013-02-13 3:33 PM)
aww chemi cxovreba chanaxatii vgijdebi shenzee es xom me momidzgveni ufrosworad me mogadzgvnevine chemtvis :DDDDDDD
umagresiaaa <333333333333333