მთავარი » 2012 » დეკემბერი » 29 » Avril Lavigne
4:29 PM
Avril Lavigne
Avril  Lavigne
ფოტოები და ანიმაციები <3

ავრილ რამონა ლავინი (დ. 1984 წლის 27 სექტემბერი) — კანადელი მომღერალიმუსიკოსი და სიმღერების ავტორი. მისი კარიერა დაიწყო 12 წლის ასაკში. ავრილმა საკუთარი ძალებით შეისწავლა გიტარაზე დაკვრა. 16 წლის ასაკში, მომავალ წარმატებაზე ოცნებისას, გადასახლდა ნიუ-იორკში. ლეიბლი Arista მისი მონაცემებით მხოლოდ მაშინ დაინტერესდა, როდესაც ლავინი იმედგაცრუებული კანადაში დაბრუნებას აპირებდა. მასთან გაფორმდა სამწლიანი კონტრაქტი.



1 წლის შემდეგ გამოვიდა ავრილის სადებიუტო ალბომი Let Go (2002). მისი გაყიდვების ტირაჟმა 8.000.000-ს მიაღწია. 17 წლის ასაკში ავრილი ჩარტების სათავეში მოექცა. 8 კვირის განმავლობაში მისი სიმღერა Complicated ჩარტების პირველ ათეულებში იმყოფებოდა. 2 კვირის განმავლობაში ავრილმა შექმნა 12 სიმღერა, რითაც ყველა გააოცა. ეს კომპოზიციები მოხვდა მის შემდეგ სტუდიურ ალბომში Under My Skin. მისი გამოცემა დაემთხვა ავრილის ცხოვრებაში რთულ ეტაპს, როდესაც იგი იმედგაცრუებული იყო უიღბლო სიყვარულის გამო.


21 წლის ასაკში მან იქორწინა ჯგუფის Sum 41 სოლისტ დერეკ უიბლისთან, რომელსაც 2009 წელს გაშორდა. უიბლი იყო ავრილის მესამე სტუდიური ალბომის The Best Damn Thing თანაპროდიუსერი. ლავინის მეოთხე ალბომი, Goodbye Lullaby, 2011 წლის მარტში გამოვიდა. 2010 წელს ფილმის ალისა საოცრებათა ქვეყანაში საუნდტრეკში მოხვდა ავრილის სიმღერაAlice.

                                 
                                 
                                 
 

ამჟამად ლავინი არა მხოლოდ მუსიკოსია. იგი არის ტანსაცმლის ხაზის Abbey Dawn ავტორი, გამოშვებული აქვს სუნამოებიBlack Star და Forbidden Rose. 2009 წელს ავრილის ინიციატივით ნიუ-იორკში მოეწყო მოდის კვირეული.

2010 წლის თებერვალში ავრილმა გაიცნო ბროდი ჯენერი, რომელსაც ამჟამად ხვდება.




ფაქტები/Facts:

1) უყვარს წითელი და შავი ფერი, ზეთის ხილი. უპირატესობას ანიჭებს sistem af a down, greenday, blink 182-ის სიმღერებს.


2) არ მოსწონს საკუთარი წვივები. ხშირად, დილაობით ავიწყდება კბილების გამოხეხვა და ამას თავის უარყოფით თვისებად თვლის.


                                     
                                     
                                     

3) ეშინია სიბნელეში ძილის. ყოველთვის ხმარობს გოგრის არომატის მქონე 
უფერულ ტუჩის საცხს.


4) მის გარდერობში არ მოიპოვება კლასიკური ტანსაცმელი, რადგან ის ყოველთვის მის სტილზე იცვამს.

image

5) ავრილს მძიმე ბავშობა ჰქონდა. ყველა ჩაგრავდა, რადგან მისი პოპულარობის შურდათ. ის სახლში ამის შესახებ არაფერს ამბობდა, რადგან იცოდა თავისი მშობლები ძალიან გაბრაზდებოდნენ. :)



იმედია მოგეწონათ.....



რაღაცეები გაალამაზა: Marriiee♥♥♥-მ

კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 788 | დაამატა: BadGalAnnie | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1

(2012-12-29 4:30 PM)
* 1 Tako❤   [Entry]
კარგი სიახლეა wink wink wink wink wink wink