მთავარი » 2013 » იანვარი » 6 » Barbara Palvin
11:53 PM
Barbara Palvin



ბარბარა პალვინი 18 წლის უნგრელი მოდელია. ის დაიბადა 1993 წლის 8 ოქტომბერს ბუდაპეშტში. ბავშვობიდან იზიდავდა ფეხბურთი და სიმღერა, მაგრამ ერთმა დღემ მთელი მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. სულ 13 წლის იყო როდესაც სახლში მიმავალი ქუჩაში უცხო მამაკაცმა გააჩერა და ჰკითხა მოდელობა ხომ არ სურდა? პასუხი დადებითი იყო და მას შემდეგ ბარბარა მოდის სამყაროში იკვალავს გზას. ამავე წელს მიიღო მონაწილეობა თავის პირველ ფოტოსესიაში. ბარბარა საცხოვრებლად გადავიდა აზიაში, რათა გაადვილებოდა წარმატების მიღწევა, რაც ნამდვილად გამოუვიდა. 
ბარბარამ მიიღო მონაწილეობა ბევრი ისეთი ცნობილი დიზაინერის ჩვენებებში, როგორებიცაა : Louis Vuitton, Miu Miu,
Nina Ricci, Emanuel Ungaro, Christopher Kane, Julien MacDonald, Jeremy Scott, Vivienne Westwood, Etro და ა.შ. 







ბარბარა პალვინას პარამეტრები:

სიმაღლე - 171 სმ;

მკერდი - 79 სმ;

წელი - 57 სმ;

თეძო - 85 სმ.




საცვლების ცნობილი ბრენდის Victoria’s Secret-ის ახალი სახე ბარბარა პალვინაა. სამოდელო კარიერა უნგრელმა ლამაზმანმა 13 წლის ასაკში Icon Model Management-ში დაიწყო. მისი დებიუტი პოდიუმზე კი, Prada-ს 2010/2011 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე შედგა. ამას მოჰყვა შემოთავაზებები Miu Miu-დან, Nina Ricci-სგან, Giles-გან და Louis Vuitton-გან. ახლა კი, 18 წლის პალვინა „ანგელოზებს" შეუერთდა და Victoria’s Secret-ის ახალ კოლექციას წარმოადგენს. 









ბარბარა პალვინი შეყვანილია 50 საუკეთელო მოდელთა სიაში.
მას ხშირად ადარებენ ნატალია ვოდიანოვასა
და ბრუკ შილდის ახალგაზრდობას.





















Barbara Palvin Street Style  ))


















P.S.. თუ მოგეწონათ სიახლე კომენტარებიი არ დაგავიწყდეთ :P


კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1888 | დაამატა: ekoo♡ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3

(2013-01-07 2:24 PM)
* 3 SoPii))   [Entry]
kargiaaaa <3 dzalian momewonaaaa <3