მთავარი » 2013 » ნოემბერი » 20 » Bat House [2]
9:49 PM
Bat House [2]
პირველად გოგომ გაიღვიძა. თავი ისევ დამძიმებული ჰქონდა, აზროვნება უჭირდა. საწოლზე წამოჯდა. ბიჭს ისევ ეძინა. სახეზე უდარდელი ღიმილი დასთამაშებდა. 

"რა ლამაზი ნაკვთები აქვს!.."


- გაიფიქრა გოგომ. მერე წამოდგა, პირი დაიბანა, ჩალისფერი თმა თითებით დაივარცხნა და სარკეში თავის თავს დააკვირდა. ოდნავ ფერმკრთალი, მაგრამ ლამაზი ორეული უყურებდა. 

-"რა კარგია, რომ მარტო აღარ ვარ!.. თუნდაც ცოტა ხნით..." 

გაიფიქრა და ჩაის დასალევად მაგიდიდან ჭიქა აიღო. ერთი ყლუპი მოსვა და მოულოდნელობისაგან შეჰყვირა. 

მის ყვირილზე ბიჭს გაეღვიძა და შეშინებული წამოხტა ფეხზე. 

- რა მოხდა? 

- ყავა!.. - ჭიქაში ყავაა!.. 

ბიჭი მასთან მივიდა, ჭიქა გამოართვა და ჩაიხედა. მერე მოსვა. 

- კი, ყავაა!.. შენ არ ახსენე გუშინ ყავა?.. 

გოგო დაფიქრდა. 


- კიი, - ვინატრე... ე.ი. რასაც ვინატრებთ, აგვისრულებენ?.. 

- მოიცა, გუშინ რაზე ვსაუბრობდით? 

- რაღაც ვერსიებზე... მერე... მგონი, დაგვეძინა, არა? 

- არა, დაგვაძინეს! და რა ვერსიებზე ვსაუბრობდით? 

გოგო დაფიქრდა. გონება დაეძაბა. 

- როგორ მიჭირს გახსენება... თითქოს ჩემი ტვინის მხოლოდ 30% მუშაობს... - ჰო, იქ შევჩერდით, რომ ისინი უცხო... 

ბიჭმა პირზე ხელი ააფარა. 

- შშშ! ჩუმად! აღარ გაიმეორო ეგ ხმამაღლა... 

გოგომ ჩურჩულით განაგრძო. 

- ჩემი არ გჯერა, ხომ? 

- არ ვიცი... ასეთი დაბნეული ცხოვრებაში არ ვყოფილვარ!


- არ გჯერა! 

გოგო მაგიდასთან ჩამოჯდა და ყავის სმა განაგრძო. 

- დილით შემწვარი სოსისი მინდა, კვერც... არა, კვერცხით არა... უბრალოდ, შემწვარი სოსისი... 

გოგომ ხმამაღლა წარმოთქვა თავისი სურვილი, ბიჭს გადახედა და თვალი ჩაუკრა. 


ბიჭი პირსაბანთან მივიდა და სახეზე წყალი შეისხა. მერე პირსაბანს დაეჯაჯგურა. 

- რას აკეთებ?.. 

- რაღაცას ვამოწმებ! 

ის მთელი ძალით ცდილობდა პირსაბანის ადგილიდან დაძვრას, მაგრამ ამაოდ. 

- დავიჯერო, ამ ოთახში ერთი ხვრელი არ არის? სულ პაწაწინა... წყალი ხომ გადის რაღაცნაირად... 

დაღლილმა და ნერვებმოშლილმა პირსაბანს თავი დაანება და სარკეს დაეჯაჯგურა. ყველასდა გასაკვირად, სარკე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მოსცილდა კედელს და ხელში შერჩა. 

- ეს რა ჯანდაბაა! 

ბიჭმა სარკე გადმოაბრუნა, მაგრამ საკიდი ვერ იპოვა. 

მერე კედელს დააკვირდა. ხელითაც მოსინჯა, მაგრამ არც კედელზე იყო არაფერი. 

- სარკე კედელზე მიმაგრებული არ არის! ასეთი რამ არასოდეს მინახავს... 

- ხომ ხედავ, ახლაც არ დამიჯერებ? 

- მოიცა, აქ რაღაც ამბავია!!! მათ უნდათ, რომ სასოწარკვეთილებაში ჩავვარდეთ და ამ ფოკუსებსაც სპეციალურად აკეთებენ. არ გამოუვათ!!! 

ბიჭმა ირონიული გამომეტყველებით გაიარ-გამოიარა ოთახში. 

- მაშინ, როგორ ახსნი ამ "ფოკუსის" საიდუმლოს? 

- არავითარი საიდუმლო არ არსებობს! სინამდვილეში სარკე და კედელი დ ა მ ა გ ნ ი ტ ე ბ უ ლ ი ა ! 

დამარცვლით წარმოთქვა მან და სარკე გოგოს გადასცა ხელში. გოგომ სარკე გამოართვა და კედელთან მიიტანა. სარკე კედელს მიეკრა. 

- დავუშვათ, მართალი ხარ! მაშინ შენ რა ვერსია გაქვს? სიამოვნებით მოვისმენდი. 

- ვერსია?.. ჰმ, მანამდე, მოდი, სახელები დავირქვათ! 

- დავირქვათ? - გაუკვირდა გოგოს. 

- ჰო, სანამ საკუთარი გაგვახსენდება! როგორღაც ხომ უნდა მივმართოთ ერთმანეთს?! 

- კარგი, შენ დაიწყე! დამარქვი რაც გინდა! 

- მე თეის დაგიძახებ! 

- თეის? თეი შენს შეყვარებულს ხომ არ ჰქვია? 

- შეყვარებული არ მყავს! 

- უცნაურია!.. როგორც წესი, შენნაირი ბიჭები მარტო არ დადიან ხოლმე. 

ბიჭს გაეღიმა.


- მითოლოგიაში "ჰე თეი" ქალღმერთს ნიშნავს! 

- მერე მე ქალღმერთს ვგავარ? 

გაეღიმა გოგოს. 

- სწორედაც! 

- კარგი, იყოს თეი! მაშინ მე ანდროს დაგიძახებ! 


- ეგ რომელ ფილმში ნახე? თუ შენს შეყვარებულს ჰქვია? 

- არ ვიცი... არაფერი მახსოვს, გარდა იმისა, როგორ გავიზარდე, ვისწავლე, ჩემი სამუშაოც მახსოვს... ყველაფერი, პირადი ცხოვრების გარდა. 

- და იქნებ სწორედ შენს პირად ცხოვრებაშია დამარხული ძაღლის თავი?.. 

- შეიძლება... შეიძლება ანდრო ჩემს შეყვარებულს, ან თუნდაც ქმარს ჰქვია! - შენ ყველაფერი გახსოვს? 

ანდრო დაფიქრდა.

- მგონი, ყველაფერი, - სახელის გარდა, უცნაურია! ალბათ, ცოტა დრო უნდა გავიდეს, რომ ამ სახელს შევეჩვიო... 

- რას ვიცინებ, შენი ნამდვილი სახელი ეს რომ აღმოჩნდეს... 

თეიმ გადაიკისკისა.


- "რა საყვარელი სიცილი აქვს! სახეც..." - გაიფიქრა ბიჭმა. 

- მე მომწონს ჩემი ახალი სახელი! 

-ჰო, რაღაცნაირად გიხდება! მაშ, ასე... შენზე მომიყევი ყველაფერი... უფრო სწორად, რაც გახსოვს!.. ჩემზე მოსაყოლი ბევრი არაფერია! კარატეს ხელოვნებას დავეუფლე. სწავლას მოვრჩი და საჯარო 
სამსახურში ვმუშაობ. ძმა მყავს! საკმაოდ სიმპათიურია... 

- მჯერა! 

ორივეს გაეღიმა. 

- მე ჩემი ბავშვობა მახსოვს. სულ პატარა ვიყავი, ერთი უცნაური თვისება რომ მქონდა. რაღაც კარგი მომენტი რომ იყო, გავშეშდებოდი და გონებას ვძაბავდი, მინდოდა, ეს მომენტი ისე ჩამებეჭდა გონებაში, რომ არასოდეს დამვიწყებოდა. სხვათა შორის, ეს მომენტები მახსოვს ყველაზე მკაფიოდ! 

- საინტერესო ბავშვი ყოფილხარ, თეი… და, თუკი ამბობ, რომ ესენი… 

ჩურჩულით აგრძელებს: 

- უცხოპლანეტელები არიან, მაშინ… იქნებ მაგ წუთების დროს გაუშვი რაღაც "მესიჯი", შეტყობინება კოსმოსში… შენდაუნებურად... რეებს ვბოდავ...

- არა, არ ბოდავ!!! გამორიცხული არაფერია! თანაც ღამღამობით, საათობით ვაკვირდებოდი ცას… ვარსკვლავებს… და ვფიქრობდი სხვა ცივილიზაციებზე… გალაქტიკაში მარტო ჩვენი პლანეტა ხომ არ იქნება დასახლებული?.. 

თეი დაფიქრდა. იქნებ მართლა მისი ბრალია, რაც აქ ხდება?.. იქნებ "მსხვერპლი" კი არა, ინიციატორია?! თუ ასეა, მაშინ უნდა შეძლოს ამ ყველაფრიდან თავის დაღწევა! მაგრამ ესეც, როგორც ყველა დანარჩენი ვერსია, საფუძველს მოკლებულია. 

- თე, არის ვინმე შენს ცხოვრებაში, ვისაც შეიძლებოდა შენთვის ასეთი რაღაც გაეკეთებინა? მტერი ცოტა გადამეტებული ნათქვამია... იქნებ გაიხსენო რამე განსაკუთრებული შემთხვევა შენი ცხოვრებიდან?.. 

თეი დაფიქრდა. 


- იყო რაღაც... რაღაც ძალიან საშინელი... რაც არასოდეს არავისთვის მომიყოლია...

- გასაგებია... თუ არ გინდა, მეც არ მომიყვე!

თეიმ ანდროს შეხედა.

- შენ წარმოიდგინე, ახლა პირველად გამიჩნდა სურვილი, რომ მოვყვე... უფრო სწორად, შენ მოგიყვე... იცი, პირადულ რაღაცეებზე არასოდეს ვლაპარაკობ, არავისთან... ყველაფერს შიგნით ვინახავ... ძალიან ჩაკეტილი პიროვნება ვარ... 

- არც მე მიყვარს იმის აფიშირება, რაც ჩემია! ყურადღებით მოგისმენ! 

თეი საწოლზე ჩამოჯდა და მოყოლა დაიწყო.

- პატარა რომ ვიყავი, მამაჩემს ერთი მეგობარი ჰყავდა - გია ერქვა! რაღაც პატარა ბიზნესი წამოიწყეს და ხშირად მოდიოდა ხოლმე ჩვენთან. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ვიყავი და ქალისა და კაცის ურთიერთობებისა არაფერი გამეგებოდა, ვგრძნობდი, რომ მისი მზერა არ იყო ჩვეულებრივი...

- ანუ?

- სხვანაირად მიყურებდა! მაგრამ მე იმდენად პატარა ვიყავი, რომ ვერ ვხვდებოდი, რას ნიშნავდა ეს "სხვანაირობა"... როდესაც ოთახში მარტო ვრჩებოდით, დამიძახებდა ხოლმე, კალთაში ჩამისვამდა და მეფერებოდა... ოღონდ მამაშვილურად არა...



XoXo Your ChuPa
იმედი მაქვს მოგეწონათ )))
დაკომენტარება არ დაგავიწყდეთ ♥
შემდეგი +10 კომენტარზე დაიდება :D
კატეგორია: Book | ნანახია: 1568 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 211 2 3 »

(2013-11-24 2:20 PM)
* 21 Diva♔   [Entry]
ra kai gogo xar chemi azri ro gaitvaliswine da shley roa mtavar gmirad happy

magadia !! ♥