მთავარი » 2013 » ნოემბერი » 22 » Bat House [3]
2:25 PM
Bat House [3]
- რას ამბობ! რამხელა იყავი?

- 9-10 წლის... ზაფხული იყო. მე მოკლე კაბები მეცვა და ხელს შიშველ ფეხზე დამადებდა ხოლმე... მე გული გამალებით მიცემდა და მისგან თავის დაღწევა მინდოდა...

- მშობლებს არაფერი უთხარი?

- ვერც ვხვდებოდი, რა ხდებოდა... და ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა, ანდრო... 14 წლის რომ ვიყავი, ავად გავხდი... საწოლში ჩამაწვინეს... მახსოვს, როგორ ვლოცულობდი, რომ არ მოსულიყო... ის წლები კოშმარივით მახსენდება! ისეთს არაფერს აკეთებდა, ვერ ბედავდა, მაგრამ მისი ისე მეშინოდა და მძულდა, ვერ აგიღწერ!

- ნაბიჭვარი! ისე მოვკლავდი, ხელი არ ამიკანკალდებოდა!

- მამასთვის რომ მეთქვა, მოკლავდა... ამიტომ ვდუმდი... ვერც მეგობრებთან ვამბობდი ვერაფერს... ავად რომ ვიყავი, მოვიდა და გვერდით წამომიწვა! შიშისაგან კინაღამ მოვკვდი... მერე ჩემს კლასელთან ვიყავი, დაბადების დღეზე და დაღამდა. ჩემები ნათესავის სანახავად იყვნენ წასულები და მამამ სთხოვა, რომ მათ მოსვლამდე თავისთან წავეყვანე...

- მერე?

ანდროს სახეზე ყველა კუნთი დაეძაბა.


- მანქანით მომაკითხა და თავის სახლში ამიყვანა... დივანზე დაჯდა, მითხრა, რომ მის გვერდით დავმჯდარიყავი... ვიდეო ჩართო... ფილმს ვუყუროთო, - მითხრა! ხელი გადამხვია და...

- რა ქნა?

ანდრო თეისთან მივიდა და მის გვერდით ჩამოჯდა.

- "ლოლიტა" როა ფილმი, ის ჩართო!

- მე მაგის დედა...

აღარ დაასრულა ანდრომ.

- კიდევ კარგი, მამამ მალე მომაკითხა... რამდენიმე დღის მერე გაიგეს, რომ თურმე, იმ საქმიდან თანხის დიდ ნაწილს იპარავდა... მამა მაგრად ეჩხუბა და გაწყვიტა მასთან კონტაქტი... 

- რა საშინელება გადაგიტანია, თეე... უნდა გეთქვა მამასთვის...

- ასე რომ მეძახი, თითქოს სხეულში სითბო მეღვრება, იცი?

- თეეს?

- ჰოო...

თეის გაეღიმა და თავი მორცხვად დახარა.


- არადა, მანამდე ძალიან უშიშარი ბავშვი ვიყავი... ეს შემთხვევა რომ არა, ალბათ, სხვანაირად განვვითარდებოდი და ახლაც არ ვიქნებოდი ასეთი...

- ის ადამიანები, რომელთა ცხოვრებაშიც რაღაც ტკივილი ან პრობლემა არ ყოფილა, - უინტერესოები არიან, თეე...

- ერთხელ მითოლოგიის დიდი წიგნი გადმოვიღე… პაპაჩემს ჰქონდა წიგნების დიდი კოლექცია!.. ვარაუდით გადავშალე და ამოვიკითხე: "კიკიმორა" - სახლის ავი სული! აქვს გრძელი დინგი და ბატის ფეხები, აშინებს ბავშვებს, კერძოდ… გამოსცემს უცნაურ ხმებს, ბურდავს ძაფის გორგლებს… აფრთხობს ქათმებს… - ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ წიგნი ხელიდან გამვარდნოდა და შეშინებული დედასთან გავქცეულიყავი… მაგრამ შიში მალევე ცნობისმოყვარეობაში გადამეზარდა! რადგან სოფელში ვიყავი, მართლაც მესმოდა ღამით უცნაური ხმები... უცებ აკრიახდებოდნენ მძინარე ქათმები და… ბებია გამუდმებით მეჩხუბებოდა თავისი საქსოვი ძაფების აბურდვის გამო. 

მე ხომ ვიცოდი, რომ არ ამიბურდავს?.. მაგრამ ვინ დაუჯერებდა 10 წლის გოგოს? 

- მერე, ძალიან დამაინტერესა!!! 

- მერე შევიარაღდი და დავიწყე გამოძიება!.. ოთახში ვყრიდი ძაფის გორგლებს, პატარა ხმაურზე გამოვრბოდი ოთახიდან. ერთხელ საქათმეშიც წავედი, თან გული მისკდებოდა შიშისგან… 

- სიმართლე გითხრა, მაგას მე ვერ გავბედავდი!!! გაოცებული ვარ! მერე?.. 

- რა თქმა უნდა, არაფერი!.. - გაეღიმა თეის. 

- სიმართლე გითხრა, გულიც კი დამწყდა, რომ აღარაფერი მომხდარა! 

ცოტა ხნით უხერხული პაუზა ჩამოვარდა. 

- ანდრო, იცი, ამ ოთახს რა დავარქვი? 

- არა… 

- ღამურის სახლი!.. 

- ღამურის?.. საინტერესოა!.. 

- ჩემი თავი ღამურას მაგონებს, რომელიც დღე არავისთან კონტაქტობს, ფრთებს შემოიხვევს და არის ასე... საკუთარ თავში ჩაკეტილი. ღამით, როცა ყველას სძინავს და მას არავინ ხედავს, თამამდება...
მთელი ცხოვრება ჩემს მსგავს ადამიანს ვეძებდი... - ვერ ვიპოვე! ჩემი არავის ესმოდა! მერე იძულებული გავხდი, საკუთარი თავი შემეცვალა! საკუთარ პიროვნებაზე უარი ვთქვი!.. - წარმოგიდგენია მაინც, ეს რა არის?.. 

- კიი, დაახლოებით!.. 

- უხილავი ფრთები შემოვიხვიე, ღამურასავით… თავი დავიბრმავე. თავიდან მეგონა, შემთხვევით გავჩნდი აქ, სხვა პლანეტაზე უნდა გავჩენილიყავი...

თეიმ პაუზა გააკეთა, ანდროს თვალი-თვალში გაუყარა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა:


- იცი, მგონი, შენ ხარ ის ადამიანი… ვისაც ვეძებდი... - ის, ერთადერთი!.. რატომღაც ასე მგონია... 

- მართლა?.. იქნებ მართლა მე ვარ ის ერთადერთი?.. გამორიცხული არაფერია, ჩემო პატარა ღამურავ! 

ანდრო ხელით მის ფაფუკ თმას შეეხო. ყურთან გადაუწია, ნელ-ნელა მიუახლოვდა საკოცნელად... ერთმანეთის თბილ სუნთქვას გრძნობდნენ და ის-ის იყო, მათი ტუჩები ერთმანეთს შეეხო, რომ მოულოდნელად გამაყრუებელი ხმაური მოისმა. თითქოს ათასობით ფრინველი ეხეთქებოდა ოთახის კედლებს… შემზარავი წრიპინით. 

გულგახეთქილი წყვილი საწოლის კუთხეში მიიყუჟა. თეი ანდროს ჩაეკრა, ყურებზე ხელები აიფარა და სახე მის მკერდში ჩამალა.


XoXo Your ChuPa

კატეგორია: Book | ნანახია: 1270 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 10

(2013-11-22 9:55 PM)
* 10 salo   [Entry]
umagresi motxrobaa