მთავარი » 2013 » ნოემბერი » 27 » Bat House [5]
4:25 PM
Bat House [5]
აწოლის ქვეშ დახვეული თოკი ეგდო. 

- თოკი... - ანდრომ თოკი ხელში აიღო და შეათვალიერა. 

- ჩვეულებრივია! - შენ მართალი იყავი! გვაკვირდებიან, ჩვენს თითოეულ მოქმედებას აკონტროლებენ... 

- ამ თოკს ტყუილად არ დაგვიტოვებდნენ. იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან ამ საწოლს გამოვწევდით! 

თეიმ ჭერს ახედა.

- ჭერი ძალიან მაღლაა. მაგიდაზე სკამიც რომ დავდგათ, ვერ მივწვდებით… სხვაგან კი ეს თოკი რაში გამოგვადგება? 

- შემთხვევით არაფერი ხდება! ეს ყველაფერი თამაშს ჰგავს!!! 

- მაგაში მეც გეთანხმები… მართლა თამაშს ჰგავს... 

- ...და იქნებ ის ღამურების შეტევა სულაც არც იყო ღამურების შეტევა, ანდრო... 

- მაგით რისი თქმა გინდა? 

- იქნებ ეს მხოლოდ და მხოლოდ რაღაც სპეცეფექტი იყო?.. მხოლოდ ხმაური?!. 

- ჭკვიანური ვერსიაა! შენ ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ, თეე!.. ძალიან! ოდესმე აუცილებლად გაკოცებ! 

თეის შერცხვა და მზერა მოარიდა. უცებ სახეზე ფერი დაეკარგა. ანდროს თოკი ხელიდან გამოგლიჯა და დააკვირდა...

- იქნებ ეს თოკი იმისთვის დადეს, რომ... - ხმა აუკანკალდა. 

- რომ?.. 

- ...რომ თავები ჩამოვიხრჩოთ!!! 

- რა საშინელი აზრები გიტრიალებს, ძვირფასო! მე პირადად არ ვაპირებ თავის ჩამოხრჩობას! 

მტკიცედ თქვა ანდრომ, მაგრამ უსიამოვნოდ მაინც გააჟრჟოლა. 

- ან იქნებ უარესიც... 

თეი მთლად თეთრი იყო სახეზე, საწოლზე მოწყვეტით დაეშვა.


- უფრო უარესი? რა უნდა იყოს ამაზე უარესი?.. 

- იქნებ უკვე მკვდრები ვართ!!! 

თეის ნათქვამმა ანდროც ჩააფიქრა. 

- ჩვენ ხომ არ ვიცით, როგორია საიქიო?.. არ გვინახავს! 

- ასეთი ნამდვილად არ წარმომედგინა!.. ცოდვები ხომ უნდა მოგვეკითხოს? 

- იქნებ მოგვეკითხა და სასჯელს ვიხდით! 

- შენ ფიქრობ, რომ ეს ჯოჯოხეთია?.. 

- რაღაც ამგვარი! ან იქნებ განსაწმენდელში ვართ? 

- ეგ არამართლმადიდებლურია! მერე, სად არის ღმერთი?.. ანგელოზები?.. ან, თუ ეს ჯოჯოხეთია, სად არიან ჯოჯოები?.. 

- მაგდენი არ ვიცი… ძალიან მეშინია! ასე არასოდეს შემშინებია! 

ყავა ხომ არ დაგისხა?.. 

თეიმ მხოლოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. 

- მოდი, ცოტა ხნით წამოწექი!.. 

თეი დაემორჩილა. ანდრომ ბალიში წამოუწია, რომ მიყუდება შესაძლებელი ყოფილიყო. მერე მაგიდასთან მიბრუნდა ყავის დასასხმელად. ის იყო, დაასხა, რომ თეი ყვირილით წამოხტა.

ანდროს შეშლილივით ეცა, მხრებში ხელები მოჰკიდა და ნჯღრევა დაუწყო. 

- მითხარი, ტუალეტში როდის იყავი ბოლოს?.. 

ანდრო გაშრა.


- მიხვდი?.. რაც აქ ვართ, ტუალეტი არც გაგვხსენებია!.. 

გაოგნებულმა ანდრომ თეი მოიშორა, სკამზე ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო. 

- ეს როგორ დაგვემართა?.. ეგ მხედველობიდან როგორ გამოგვრჩა?.. რატომ ვერ მივხვდით აქამდე?

- ჩვენ ცოცხლები აღარ ვართ, აღარ...

- მოიცა!.. დამშვიდდი... პრინციპში, რას ვჭამთ?.. 

- კვერცხს, პურს, ჩაის, ყავას... ორივე შარდმდენია! 

- ალბათ, ისეთი საკვებია, რომ მთლიანად ვინელებთ, ან... 

- არ მითხრა, რომ ძილში კუჭებსაც გვისუფთავებენ, თორემ... 

ორივეს ძალაუნებურად გაეცინა. 

- რა გინდა? პატივს გვცემენ, კეთილი უცხოპლანეტელები არიან! ყავაც გამოგვიგზავნეს!.. 

სიცილი ისტერიულ ხარხარში გადაიზარდა.


- ანდრო! ერთი მუცელი მოისინჯე... გაბერილი ხომ არ გაქვს? 

თეი საწოლზე გაგორდა. ანდრო ზემოდან მოექცა და ყელში ხელები წაუჭირა ნაზად. თეის თავი გვერდზე ჰქონდა გადაწეული და სარკეში ხედავდა საკუთარ თავს. უცებ სიცილი შეწყვიტა და ანდროს მკლავებიდან დაუსხლტა. 

- რა მოხდა, გეწყინა?.. 

- არა! რაღაც გამახსენდა! 

- მაინც? 

- ადრე ერთ თამაშს ვთამაშობდი კომპიუტერში... რაღაც მისტიკური დეტექტივი იყო! 

- მერე? 

- იქ იყო ერთი ადგილი, მიტოვებული სახლიდან უნდა დაგეღწია თავი. ჰოდა, საწოლის ქვეშ თოკი ვიპოვე...

ანდრო ფეხზე წამოხტა. 

- აქამდე როგორ არ გაგახსენდა?.. - მერე? რაში გამოიყენე თოკი?.. 

თეი გონებას ძაბავდა და ცდილობდა, გაეხსენებინა. 

- გაიხსენე თეე, გაიხსენე! შეიძლება გასაღებიც მანდ იყოს!.. 

- გასაღები.... - გამახსენდა! თოკს მაგნიტი მოვაბი და მილში ჩავუშვი.

- მაგნიტი?.. - აქ რომ არ არის მაგნიტი?..

ანდრომ ოთახში მაგნიტის ძებნა დაიწყო.თეი სარკეს თვალს არ აშორებდა.

- შენ თქვი, რომ სარკე დამაგნიტებულია? 

- როგორ ვერ მოვიფიქრე! - ანდრომ სარკე ჩამოხსნა და დანით მოაცილა უკანა საფარი. 

- არის?.. რას გაჩუმდი?.. 

გამარჯვებული სახით ბრტყელი მაგნიტი ამოაცურა. თეიმ სიხარულისგან შეჰყვირა! 

მაგნიტი თოკის ერთ ბოლოზე გამოაბეს.

- როგორ თქვი?.. მილში ჩაუშვი? 

- ჰო. 

- აქ არანაირი მილი არ არის! 

- არის! - თეი პირსაბანთან მივიდა.

- არ შეგიმჩნევია, რომ ჩვენს პირსაბანს ჩვეულებრივზე უფრო ფართო ხვრელი აქვს?.. 


- მაოცებ... 

ენდრიმ ხვრელში თოკის ჩაშვება დაიწყო.


- რა იპოვე იმ მილში? 

- გასაღები! ოღონდ, ამისგან განსხვავებით, იმ ოთახს კარი ჰქონდა! 

- ჯერ გასაღები ვიპოვოთ და კარიც გამოჩნდება! 

მაგნიტს რაღაც მიეკრა. ანდრომ სასწრაფოდ მოქაჩა თოკს. - პატარა, რკინის კოლოფი ამოჰყვა. 

- ესეც ჩვენი გასაღები! 

დარწმუნებულებმა იმაში, რომ გასაღები დახვდებოდათ, იმედის გაცრუება მიიღეს. კოლოფში, არც მეტი და არც ნაკლები... ცარცი იდო! უბრალო ცარცი. 


- ცარცი! 

- ცარცი?.. ეს რას უნდა ნიშნავდეს, ანდრო?.. 

- იმას, რომ გვეთამაშებიან! გვეკაიფებიან... დარწმუნებული ვარ, მაგრად ერთობიან კიდეც! 

- ცარცი რაში უნდა გამოვიყენოთ?.. 

- ცარცს მხოლოდ ერთი დანიშნულებით იყენებენ, თეე... - წერენ!.. იმ თამაშში არ იყო ცარცი? 

- არა! 

თეიმ ცარცი ხელში აიღო, ერთ-ერთ კედელთან მივიდა და ლათინური ასოებით თავისი და ანდროს სახელები დაწერა: 


XoXo Your ChuPa

კატეგორია: Book | ნანახია: 1021 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7

(2013-11-28 7:35 PM)
* 7 Lanaholic▲   [Entry]
auu dzaan magaria :O

kaia ro male deb xolme biggrin