მთავარი » 2013 » ნოემბერი » 30 » Bat House [6]
4:49 PM
Bat House [6]
თეიმ ცარცი ხელში აიღო, ერთ-ერთ კედელთან მივიდა და ლათინური ასოებით თავისი და ანდროს სახელები დაწერა: 

THEY & ANDRO


შეგრძნება - ნაცნობი. აზროვნება - შენელებული... ვინ იცის, მერამდენედ გაიღვიძეს... აქ ხომ დრო პირობითია... 
მაგიდაზე სიურპრიზი დახვდათ, - შემწვარი სოსისის სახით. რეაქციის გამოხატვის თავი არც ერთს ჰქონდა. მუნჯებივით მიუსხდნენ მაგიდას და მექანიკურად დაიწყეს ჭამა. თეის ლუკმა არ ჰქონდა გადაყლაპული, რომ ღეჭვა შეწყვიტა და ანდროს შეხედა...

- რაღაცის თქმა გინდა ხომ, თე? - უკვე შევისწავლე შენი მიმიკები... ახლა, სავარაუდოდ, რაიმე საშინელებას იტყვი...

ანდროს გაეცინა და თეის პასუხის მოლოდინში ჩანგლიანი ხელი ჰაერში გაუშეშდა.


- ნეტავ რისი ხორცია? ხომ შეიძლება, ადამიანისა იყოს? - ჩვენნაირების? იქნებ ჩვენს ხორცსაც აჭმევენ მერე ვინმეს... 

- როგორ გეხერხება, ადამიანს ხასიათი წაუხდინო! - მადაც...

- და რომ აღმოჩნდეს, რომ ადამიანის ხორცია?

- ამ სოსისს ჩვეულებრივი, სოსისისათვის დამახასიათებელი გემო აქვს!.. ადამიანს კი ტკბილი ხორცი ჰქონია!.. 

- რა იცი?.. - გასინჯულიც ხომ არ გაქვს?.. 

- არა, მსმენია! 

- ეგ კი არა და... ამ ყოფას ხომ არ შევეგუეთ?.. 

- შევეგუეთ? 

- თითქოს აღარ ვიბრძვით... 

- შეიძლება ასეცაა... ალბათ, რაღაცას ველოდებით!

- მერე, სწორია ეს? მგონი, მთავარი ისაა, რომ ბრძოლა არ შეწყვიტო! - არასოდეს!

- ჩვენ ისიც კი არ ვიცით, ვის ვებრძვით, თე...

- ან რას...

- ცოტა გამოვცოცხლდი... აშკარად რაღაცას უშვებენ ჰაერში...

- ან საჭმელში! 

თეიმ სოსისიანი თეფში გვერდზე გაწია.



- შიმშილობას აცხადებ? - დასუსტდები უფრო... ისედაც ფერმკრთალი ხარ!

- თუ საჭმელში ურევენ რაღაცას, მივხვდები! 

მცირე პაუზის შემდეგ თეიმ თავი დაბლა დახარა და ხმადაბლა დაილაპარაკა:

- ანდრო...

- გისმენ!

- შენ გინდა დაბრუნება?

- მიუხედავად იმისა, რომ შენთან ყოფნა ძალიან მომწონს, მინდა, ჩემს წარსულ ცხოვრებას დავუბრუნდე! ოღონდ მინდა, რომ იქ შენც იყო! 

- არჩევანი რომ გქონდეს, მარტო დაბრუნდებოდი სახლში თუ ჩემთან ერთად დარჩებოდი აქ?

- შენთან ერთად დავბრუნდებოდი!

- არა, მარტო ის ორი ვარიანტი რომ იყოს... ან ჩემთან ერთად - აქ! ან უჩემოდ - იქ... - რომელს აირჩევდი?

ანდრო დაფიქრდა.

- ძალიან საშინელი კითხვა დამისვი, თეე...

- კარგი, დაივიწყე! ისედაც ვიცი, რომ დაბრუნდებოდი... შენ ძალიან გინდა დაბრუნება!

- შენ არა?

- მეც მინდა... თუმცა არის მომენტები, როდესაც ვფიქრობ, რომ აქ მირჩევნია... უბრალოდ, შენთან ერთად თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ... რომ დავბრუნდები, არ ვიცი, რა დამხვდება და მეშინია... ვიცი, სულელურად ჟღერს და მეტყვი, - აქაურობაზე საშიში სხვა რა უნდა იყოსო, მაგრამ... ალბათ, ყველაზე მეტად შენი დაკარგვის მეშინია!

ანდრო გაჩუმდა.

- ძალიან პირდაპირი ვარ!

- მე მესმის შენი, თე...

- მართლა?

თეიმ თავი ასწია და ანდროს მზერა გაუსწორა.


- მართლა! შენ ისეთი გოგო ხარ, რომ... როგორ გითხრა...

- რომ რა?

- არ ვიცი... ძალიან ინდივიდუალური ხარ! 

- და ჩემნაირი გოგო მარტო უნდა იყოს, ხო?

- ეგ არ მიგულისხმია...

- ასეა! ანდრო, - რა არის შენი ცხოვრების მიზანი?

- ჩემი ცხოვრების მიზანი ბანალურად გამოიყურება, თე... მე არ მეხერხება შენსავით ლამაზად და საინტერესოდ ლაპარაკი...

- მითხარი! - ხანდახან სიმართლე საკმაოდ ბანალურად ჟღერს...

- ჩემი მიზანი არის თვითრეალიზაცია, სტაბილური და მუდმივი შემოსავალი, ჯანმრთელობა და ლამაზი ოჯახის შექმნა!

- ჰოო... მართალი იყავი! - შენი მიზანი ბანალურია...

გაეღიმა თეის და სკამის საზურგეს მოხერხებულად მიეყრდნო.


- შენი მიზანი რა იყო?! მაგალითად?.. 

თეიმ მაგიდიდან ხელსახოცი აიღო, სამკუთხედად გაკეცა. დაბლა, ფართო ნაწილი, დანის წვერით წერტილებად დაჩხვლიტა. 

- ნახე, მაგალითისათვის: -აი, აქ... ძალიან ბევრი ადგილია! 

ხელსახოცი წერტილებით დაფარა. ბოლოს დანა სულ მაღლა, სამკუთხედის წვერთან მიიტანა და ერთი წერტილი დაამჩნია. 

- ხოლო აქ... მხოლოდ ერთი ადგილი! ჩემი მიზანიც ეს იყო! ეს ერთადერთი ადგილი დამეკავებინა მწვერვალზე... არ დავრჩენილიყავი დუნედ მოძრავ მასაში... ხვდები, რისი თქმაც მინდა?.. 




XoXo Your ChuPa


კატეგორია: Book | ნანახია: 1076 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7

(2013-11-30 5:46 PM)
dzalian sainteresoaaa <3 male dadeee<3