მთავარი » 2013 » დეკემბერი » 6 » Bat House [7]
2:07 PM
Bat House [7]
- კი! მერე, შეძელი?.. 

- არა მგონია, ასეთ ადგილას კიდევ ბევრი იყოს!.. 

გაეცინა თეის. მერე დაამატა: 

- ჯერ ყველაფერი წინ მაქვს! მხოლოდ სტიმული მჭირდება! ვინმე რომ შემხვდებოდეს ცხოვრებაში... ვინც ამყვებოდა... ან, უბრალოდ, გამიგებდა... 

- მე? 

- როგორც კი პირველად დაგინახე, სწორედ ეგ ვიფიქრე... რომ მოგძებნეს და ჩემთან მოგიყვანეს… 

- მე მომწონხარ! თანაც, ძალიან! 

მოწონება საკმარისი არ არის! მოწონებამ შეიძლება ნებისმიერ წამს გაგიაროს და რა დაგრჩება?.. არაფერი! კარგი, დავანებოთ ამას თავი!



- შენ გჯერა მეორე ნახევრების არსებობის?

- რომ ყველა ადამიანს ჰყავს თავისი მეორე ნახევარი?

- ჰო...

- მე იმის მჯერა, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთა შინაგანი სამყარო ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ, რომ უსიტყვოდაც დაამყარონ ერთმანეთთან კომუნიკაცია... ისინი ჟესტების ენაზე, გამოხედვით ხვდებიან ერთმანეთის აზრებს... ხშირად ერთდროულად წამოიძახებენ ხოლმე რაღაცას... 

- გეთანხმები... და რა ვქნა, როცა შენს მიმართ ვგრძნობ ამ ყველაფერს?.. დაგინახე თუ არა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ თითქოს მთელი ცხოვრებაა, გიცნობ!

- თუ მოხდა ისე, რომ ორივე დავბრუნდით... და აღმოჩნდა, რომ მე გათხოვილი ვარ? რას გააკეთებ?

- არ ვიცი, თეე... საშინელება იქნება, მაგრამ ალბათ თავს შევიკავებ...

- ანუ გამიშვებ?

- სხვის უბედურებაზე საკუთარს ვერ ააშენებ, თე...

- შენ აცნობიერებ, რამდენად ცოტას უმართლებს თავისი მსგავსის პოვნაში? და თუ ეს შანსი მოგეცა, როგორ ფიქრობ, უნდა გაუშვა? - იქნებ სწორედ ესაა შენი ბედნიერება?

- ცხოვრებაში ბევრი "მაგრამ"-ები არსებობს... შენ ჩემგან სხვა პასუხს ელოდი და ამის გამო იფიქრებ, რომ შეცდი... ჩემში შეცდი... იფიქრებ, რომ მე არ ვარ "ის"...

- ბიინაოს ფრინველებს მხოლოდ ნახევარი მხარე გააჩნიათ! წარმოიდგინე, ჩიტი რომ შუაზე გაჭრა... ყოველ მათგანს მხოლოდ ცალი ფრთა, ცალი ფეხი და ცალი თვალი აქვს... ზოგი წითელია, ზოგი მწვანე... მათ აფრენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ იპოვიან თავიანთ მეორე ნახევარს და შეუერთდებიან... - ადამიანებიც ასე ვართ... - ნახევარჩიტებივით...

- შენი მოსმენა არასოდეს მომბეზრდება, იციი?..

- მე კიდევ შენს შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცი... მომიყევი რამე!

ანდრომ ჭამას თავი დაანება, სკამის საზურგეს მიეყრდნო და მოყოლა დაიწყო:



- ბავშვობაში ერთი გოგო მიყვარდა, - ჩემს მეზობლად ცხოვრობდა... ეზოში მხოლოდ მისი გულისთვის ჩავდიოდი ხოლმე. ერთხელ ბავშვები ვისხედით სკამზე... შებინდებული იყო უკვე... ზაფხული იყო და თხელი, სიფრიფანა კაბა ეცვა...

- მერე?

- უცებ ჩემს წინ დადგა და ცეკვა დაიწყო. - ჩემთვის იცეკვა. იმ მომენტში თითქოს უცებ დრო გაჩერდა. აღარაფერი მესმოდა და ვერც ვერავის ვხედავდი... მხოლოდ მას...

- მერე?.. სად წავიდა ის გოგო?..

- არსად! ერთხელ, როდესაც ჩემს წინ მიდიოდა, ფეხებზე დავხედე... - "ბასანოშკები" ეცვა და ქუსლები ძალიან ჭუჭყიანი ჰქონდა, ჰოდა, უცებ დაკარგა ყველაფერმა ფასი... ყველაფერი გაუფერულდა...

ანდროს გაეცინა, მაგიდიდან წამოდგა, მერე თეის ხელები მოჰკიდა და ფეხზე წამოაყენა.



- შენ იცეკვებ ჩემთვის?

- ახლა? - დაიბნა თეი.

- ჰო... ახლა!

თეის გაეცინა და ანდროს ხელები გააშვებინა.

- მე არ მეხერხება დიდად ცეკვა!..

- თუ გრცხვენია?

- ცოტა კი... უხერხულად ვარ!

- კარგი, არ დაგაძალებ!

ანდრო საწოლზე წამოწვა. თეი გაუბედავად მიუახლოვდა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.

- არასოდეს გინანია?

- რა?

- რომ იმ გოგოზე გული აიცრუე დასვრილი ფეხების გამო?

- იცი, არასოდეს მიფიქრია მაგაზე!

- მისი სახელი გახსოვს?

- კი... ანა ერქვა! გარეგნულად კი არ მახსოვს, სიმართლე გითხრა... ძალიან ბუნდოვნად მახსოვს... ქერა თმა ჰქონდა...

თეის გაეღიმა და ანდროს გვერდით გადაწვა. კარგა ხანს იწვნენ ასე, ხმაამოუღებლად და ჭერს მისჩერებოდნენ.

- ყველაფერს მივცემდი, რომ ამ ნაცრისფერი ჭერის ნაცვლად, ვარსკვლავიან ცას ვხედავდეთ ახლა...

- და ტალღების ხმაც გვესმოდეს...

- ან წვიმის...



- თვალები დახუჭე, ანდრო! მეც დავხუჭავ და წარმოვიდგინოთ, რომ ვითომ...

როგორც კი თვალები დახუჭეს, მექანიზმის ხმა გაისმა და ოთახში დღის განათება - ღამისამ შეცვალა.

თეიმ წინადადების დასრულებაც კი ვერ შეძლო, ისე დაეძინა ორივეს...


XoXo Your ChuPa
კატეგორია: Book | ნანახია: 1351 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 10

(2013-12-09 4:45 PM)
* 10 Diva♔   [Entry]
vaimeeee ♥
vgijdebi am motxrobaze ♥