მთავარი » 2013 » ივნისი » 2 » Be Alright
9:42 PM
Be Alright
BAlright
Final Chapter : But I know you will make through alive, 'Cause you never said goodbye.
ფინალური თავი .. 
დიდი მადლობა რომ კითხულობდით და
 ცოტა დროს უთმობდით ამ სისულელეს
ახლა კი გთავაზობთ ემოციებით გატენილ დასასრულს <33


image
– დამიჯერე მე ძალიან არ მინდოდა კოლის როლი, – რატომღაც ძალიან სასიამოვნო ბიჭი ჩანდა. უცბად ჰარი ჩემთან მოვიდა და მთხოვა სადღაც გავყოლოდი. თმა გადამიწია და ყურში ჩამჩურჩულა.
– ფრთხილად იყავი ძალიან ბაბნიკია
– მერე მე ამას რატომ მეუბნები ?
– ისე გაფრთხილებ ცუდად არ დაგადგას თვალი, თორემ მერე მე ვეღარ გიშველი. – ბარში შევბრუნდით, ნეიტს ხელში მოსაცმელი ეჭირა, ალბათ მიდიოდა.
– ნახვამდის ცისფერთვალება ლამაზმანო, see U soon, – თვალი ჩამიკრა და ასე უბრალოდ ბარიდან გავიდა.
3 საათის შემდეგ #ქრისტეს ქანდაკება
–––––––––––––––––––
ორივე ერთად ჩართეთ.. ისე არ წაიკითხოთ
–––––––––––––––––
ბარიდან პირდაპირ ქანდაკებაზე ამოვედით. ბინდდებოდა. ადრე გვინდოდა სახლში მისვლა რადგან აქ კრიმინალის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. მანამდე სახლში გავიარეთ და ყველა წამოვიყვანეთ. ელენორიც უკვე მოკეთებული ჩანდა. მე საპიკნიკო ჩანთა წამოვიღე და ძირს დიდი გადასაფარებელი დავაფინე. ამინდი ნელ–ნელა უარესდებოდა. კოცონის დანთება გვინდოდა, მაგრამ წუთი წუთზე გაწვიმდებოდა და გადავიფიქრეთ. ჰარი და ელენი, დანიელა და ლიამი, ელენორი და ლუი ხელი–ხელ გადახვეულები იჯდნენ. ვიკი და ნაილი ცას შეჰყურებდნენ. მე თავი ზეინის ბეჭზე მედო. არავინ იღებდა ხმას, მაგრამ სიტყვები აქ საჭირო იყო.
– ჰარი, უთხარი, მიდი ადექი, – გავიგონე როგორ ჩაჩურჩულა ელენმა ჰარის.
– მოკლედ მე და ელენმა გადავწყვიტეთ ვიქორწინოთ, ბილეთები უკვე აღებულია ხვალ ყველა ლონდონში გავფრინდებით და სამ დღეში ჯვარს დავიწერთ, – ჰარი ფეხზე ადგა და ხმამაღლა გამოაცხადა ქორწილის შესახებ. შოკირებული ვიყავი შინაგანად ავირიე. ზეინი მიხვდა რაც ხდებოდა და კიდევ უფრო მაგრად მომეხვია, მისთვის ნათქვამი მქონდა ყველა, რომ ჰარი მიყვარდა. გაწვიმდა. ოცნებები დაიმსხვრა, მომავალი გაქრა. ყველა შეყვარებულ წყვილს ულოცავდა, მხოლოდ ზეინი უყურებდა ჰარის დამცინავი და ზიზღით გაბერილი მზერით.
–––––––––
#ლონდონი #ქორწილის დღე
დღეს რაღაც კარგად ვერ ვიყავი. სალონიდან ათი წუთის წინ მოვედი. თმა, მაკიაჟი, მანიკიური, ლუქი ყველაფერი მზად იყო. ქორწილამდე სულ რაღაც ერთი საათი იყო დარჩენილი. ოთახში ვიყავი ჩაკეტილი, როდესაც კარზე დამიკაკუნეს.
– რეიჩელ, გამიღე, მე ვარ, – დედა იყო. კარი გავაღე და ყალბი ღიმილით შევეგებე მას. 
– შვილო მალე გაემზადე, მე ზეინს ვთხოვე, ის წამიყვანს წუთი–წუთზე მოვა. ისე ძალიან სასიამოვნო ბიჭია,
– კარგი დედა, ჩემი მანქანით წამოვალ და შეიძლება დამაგვიანდეს .. ვიკის უნდა გავუარო,– ვიცრუე.
ზუსტად ოცი წუთის შემდეგ სახლიდან გავედი. დედაჩემი წასული იყო. ძალიან ცუდად ვიყავი. უცბად გამახსენდა ის ადგილი სადაც მამას ბავშვობაში დავყავდი. შემაღლებული ადგილი იყო. დაახლოებით სამი კილომეტრი ქალაქიდან. კიბეები კისრისტეხვით ჩავიარე და მანქანაში ჩავჯექი. მიკიბ–მოკიბვის გარეშე ნახევარ საათში იმ ადგილას ვიყავი სადაც ბავშვობისას მამას მოვყავდი. ბალახები შეუკრეჭავი იყო და უსწორმასწოროდ ამოსულიყო, მეც იქ გავწექი. მინდოდა სიცოცხლე აქ დამესრულებინა. მინდოდა ამ კლდიდან გადავმხტარიყავი, მართალია ძალიან მაღალი არ იყო, მაგრამ დაახლოებით სამ სართულიანი სახლის სიმაღლე ჰქონდა. არ მინდოდა იმ სირინოზივით მეცხოვრა ზღაპრებში, პრინცი, რომ გადააჩინა მერე კუდიან ჯადოქართან, რომ წავიდა და სული მიჰყიდა, რადგან ლამაზი კუდის მაგივრად ფეხები გამობმოდა და პრინცი მოეხიბლა, რომელიც მაინც სხვა ქალზე დაქორწინდა. რატომ ? სისულელეა. იცით ?! მამაჩემი ახლა ცოცხალი, რომ ყოფილიყო მანუგეშებდა რამეს მირჩევდა, მაგრამ ის წავიდა. რატომ ? დამდტოვა, რატომ ? არ ვიცი. ყველა მოგონება ერთიანად მომაწვა თავში; მაიამი, რიო, დღიურების ბოლო სერიის ჩვენება, მამის სიკვდილი, ყველა დაბადების დღე, ამასთანავე მე ვგრძნობდი ტკივილს, სევდას, სიცარიელეს, მიხაროდა, მიხაროდა, რომ წავიდოდი ამ ქვეყნიდან და ყველაფერს დავტოვებდი, მაგრამ მტკიოდა მტკიოდა, რომ დედას დავტოვებდი, რომელმაც ჯერ ქმარი დაკარგა, შემდეგ კი ერთად–ერთი შვილი, ამიტომ ტელეფონი ავიღე, თვითრზე შევედი და დავწერე : დედა მაპატიე, არ მინდოდა ასე ყოფილიყო, მაგრამ თუ არ ტრენდს კითხულობ ესეიგი მე აღარ ვარ. არ ინერვიულო დამიჯერე ასე უფრო კარგად ვგრძნობ თავს. მამას თუ ვნახავ მოგიკითხარ. ძალიან მიყვარხარ :**
ტექსტის წერას მოვრჩი, მაგრამ არ გამიგზავნია მინდოდა პოსტი სიცოცხლის ბოლო წუთს გამეგზავნა. ათი წუთი ისევ ბალახებში ვიყავი.
არ ვტიროდი, მაგრამ ცრემლები მახრჩობდა. ყველაფერი მტკიოდა, ყველა ბედნიერი წუთი გამახსენდა. მამასთან ლაპარაკიც გამახსენდა, ბუნდოვნად, მაშინ სულ სამი–ოთხი წლის თუ ვიქნებოდი. ვგრძნობდი, რომ ცეცხლში ვიწვოდი. ვგრძნობდი, მაგრამ არ ვგრძნობდი. ყველა გამომრიცხავი გრძნობა ერთმანეთში აირია და თავი კიდევ უფრო მეტად ამატკივა. "მოითმინე ყველაფერი დასრულდება" თავს ვანუგეშებდი. მორჩა. ტელეფონს ხელი დავავლე ტექსტს დავამატე "Nobody loves suicidal girl" და შუანა ღილაკს დავაწექი. მერე ფეხზე წამოვდექი, ტელეფონი ბალახებში ჩავაგდე, კლდის წვეროსთან დავდექი, ხელები გავშალე, ღრმად ჩავისუნთქე და უსასრულობისკენ გადავდგი ნაბიჯი..
––––––
#Zayn's P.O.V.
უკვე 1 საათი გავიდა რაც ქეიფი დაიწყო და რეიჩელი არ ჩანს. არადა ხომ ვთხოვე რომ მოსულიყო. ყველაფერი მოსაწყენი იყო. კოსტუმი საშინლად მიჭერდა. პერიც ახლა დამშორდა მაინც და მაინც. ჯიბეში რაღაც მოძრაობდა. აჰჰ ტელეფონი იყო. ამოვიღე და დავხედე. ვიღაც უცხო ნომრიდან რეკავდა.
– გისმენთ
– ზეინ მალიკი ხართ ? თქვენი მეგობარი გოგონა რეიჩელი იპოვეს კლდიდან გადმოვარდნილი, ახლა ლონდონის მთავარ საავადმყოფოში წევს და სიკვდილ სიცოცხლის შორისაა. ზუსტად არ ვიცით გადარჩება თუარა, მაგრამ შანსები ძალიან დაბალია, გთხოვთ იჩქარეთ, – ყურმილი ვიღაც უცხო კაცმა დაკიდა. მაშინვე ჰარისთან მივედი და გაუაზრებლად ყველაფერი ჩავჩურჩულე ყურში. ის შუა ცერემონიალიდან გამოიქცა და ქორწილი მიატოვა. ეს მან რეიჩელისთვის გააკეთა. მეთვითონაც ვერ ვიჯერებდი. 
–––––––
3 დღის შემდეგ რეიჩელი კომიდან გამოვიდა. ის გადარჩა. ექიმს ფული გადავუხადე და პალატაში შევედი. წამლების სუნი იდგა. რეიჩელი თეთრ საკაცეზე იწვა და თვალები ფართოდ გაეხილა. მასთან მივედი ხელი ხელზე დავადე და ვკითხე.
– რეიჩელ კარგად ხარ ? – მან ჩამათვალიერა და გაკვირვებულმა იკითხა.
– მოიცადე. შენ ვინ ხარ ?
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაელოდეთ მეორე სეზონს ♥ მიყვარხართ ♥ იმედია მოგეწონათ ♥
კატეგორია: Book | ნანახია: 1239 | დაამატა: HazzasBitch❤ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 8

(2013-06-03 4:08 PM)
:/ dasaklavui cry
nu me kid vicodi rom ase moxdeboda dasasruli xom mitxari adre magram mainc mouldoneli iyo..:"(
seqtembramde ra gadzlebs gekitxebi?! :/
uumagresi xar cry ♥ ♥♥♥