მთავარი » 2013 » ივნისი » 14 » Be Alright
7:14 PM
Be Alright
Be Alright
Season II
Chapter First : Samantha
აღარ გაცდენინეთ სექტემრამდე და მაინც დავიწყე მეორე სეზონი <33
ეს თავი ეძღვნება
 SnowWhite♥
  


3 დღის შემდეგ რეიჩელი კომიდან გამოვიდა. ის გადარჩა. ექიმს ფული გადავუხადე და პალატაში შევედი. წამლების სუნი იდგა. რეიჩელი თეთრ საკაცეზე იწვა და თვალები ფართოდ გაეხილა. მასთან მივედი ხელი ხელზე დავადე და ვკითხე.
– რეიჩელ კარგად ხარ ? – მან ჩამათვალიერა და გაკვირვებულმა იკითხა.
– მოიცადე. შენ ვინ ხარ ?
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Season II
Chapter First : Samantha
 
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Harry's P.O.V.
5 თვე გავიდა რაც რეიჩელი საავადმყოფოდან გამოწერეს. ორი დღე კომაში იყო, ნერვული შოკი მიიღო, ყველაფერი "დალაგებული" ვერ აქვს თავში, ეს ნორმალურიცაა. გათიშვები აქვს, სამი ნეკნი გატეხილი აქვს, ოთხი გაბზარული და რაც მთავარია; ტვინის შერყევა ამას პლიუს ამნეზია. სახელი და გვარი გამოიცვალა. მამის მხრიდან GNR-ს სოლისტის Axl Rose-ს უახლოესი ნათესავი ყოფილა (მაგრამ ახლა გაიგო რატომღაც) ჩემი რჩევით სამანტა დაირქვა და ასე გახდა სამანტა როუზი. ალბათ, დამეთანხმებით იმაში, რომ საშინლად გრძელი სახელი აქვს და შემოკლებით "სემის" ვერ დავუძახებთ, მკაცრად გაგვაფრთხილა ყველა "არანაირი შემოკლებული სახელებიო".
ცოტათი რეიჩელის სამყაროს მოვშორდეთ და სხვა ამბებს მოგიყვებით. ხელის მოსაწერად მივდიოდი, კლდიდან გადმოხტომის ამბავი როდესაც გავიგე კისრისტეხვით გამოვიქეცი მაჩის ბიუროდან და საავადმყოფოში გავიქეცი. ელენი ამის გამო მეჩხუბა და დამშორდა, მაგრამ ეს სრულიადაც აღარ მადარდებდა, იმ მომენტში მე სხვა საზრუნავი მქონდა ვიდრე მისი გრძნობები. ალბათ წარმოგიდგენიათ რა საშინელება იყო ეს ზოგიერთი ელენის "გულშემატკივრისთვის" . დირექშენერების უმეტესობას გაუხარდა, რადგანაც ელენი არასდროს მოდიოდათ თვალში. ახლა მათ ძალიან მოსწონთ სამანტა, მისი ძლიერი გოგოს იმიჯი. 
პერი ზეინს დაშორდა, მიზეზი ყველასთვის გასაგებია.
ვაღიარებ სამანტა ძალიან მხიბლავს. სულ მოხდენილად აცვია, ძალიან სკანდალურია, სექსუალური და პირდაპირი, ხომ ამბობენ ბიჭებს მიუწვდომელი გოგონები   მოსწონთო ?! ალბათ მეც ასე დამემართა. გრძნობები გამიჩნდა მის მიმართ, რაც აქამდეც იყო, ოღონდ ახლა უფრო მძაფრად. 
ამ წუთას ტურნეში ვიმყოფებით, მოსკოვში. რეიჩელიც წამოვიყვანეთ. მან რათქმაუნდა ახალი მეგობარი გაიჩინა; მგონი გაგიგიათ თუ არ ვცდები მოდელია. ჰო ვალერია... ვალერია სოკოლოვა
დღეს კონცერტი გვაქვს და სამანტამ შემოგვთავაზა დრამზე ან გიტარაზე დავუკრავ თუ რათქმაუნდა გინდათო... ჩვენც უარს როგორ ვეტყოდით. 
– ჰარი უნდა წავიდეთ, დაგაგვიანდება კონცერტზე. ბიჭებმა აღარ დაგიცადეს და ჯობს იჩქარო, – კარს უკან ბუნდოვნად დავინახე, მაღალი და ნაცნობი სილუეტი, სამანტა იყო. კარი შემოაღო. თბილი ქურთუკი ეცვა, თავზე ლამაზი შავი ქუდი ეხურა ასევე ლამაზი სალათისფერი კაშნე, რომელიც "ახალ ერამდე" ვაჩუქე. რეიჩელი იბუზებოდა, ალბათ შეცივდა. აბა რა ეს ხომ მოსკოვია. თანაც დეკემბერში...
– ახლავე, ახლავე, მოვდივარ, – კარგა ხნის წინ ვიყავი მომზადებული, ქურთუკი მოვიცვი, ქუდიც დავიხურე და ოთახიდან გავედი. რეიჩელი უკან მომყვებოდა. სასტუმროდან გასვლიას მომიახლოვდა და ხელი ხელში გამიყარა. ძალიან გამიკვირდა. სულ დავიბენი. ჩვენ დუმილს მხოლოდ მანქანების სიგნალი არღვევდა. ფიქრებიდან რეიჩელმა გამომიყვანა.
– ჰარი, ტაქსი გავაჩეროთ რა .. ძალიან დაგვაგვიანდება, თანაც კონცერტი უკვე დაიწყო. - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ცოტა ხანში ყვითელი ტაქსიც გამოჩნდა. მე უკან სავარძელზე მოვკალათდი, რეიჩელმა მძღოლს რუსულად გადაუჩურჩულა სად უნდა მივეყვანეთ. ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე. უამრავი შეტყობინება დამხვდა, ნაილისგან, საიმონისგან, ზეინისგან და კიდევ ბევრი კონცერტის მონაწილისგან. 
კრემლს ჩავუარეთ, წითელ მოედანს. მოსკოვი ულამაზესი იყო. თოვლი მოდიოდა, მაგრამ ისმოდა ფეერვერკების ხმა. რაღაც იყო ამ ქალაქში რაც მიზიდავდა. უფრო მეტი წესრიგი და მყუდროება იყო ვიდრე ლონდონში .
- ჰარი მოვედით დაუჩქარე, – რეიჩელმა ტაქსის ფული გადაუხადა, ჩვენ სცენას მოვუარეთ და უკანა შესასვლელიდან შევედით. გამოვიცვალე, გადამცემი შარვალზე დავიმაგრე, მიკროფონს ვტაცე ხელი და სცენაზე გავვარდი. რეიჩელი არ შემომყოლია. ფანებმა წივილი ატეხეს, ერთ ამბავში იყვნენ.
Привет Москва ! – წარმოვთქვი მიკროფონში ძლივს ნასწავლი ორი სიტყვა. ამასაც დიდი წივილ–კივილი მოჰყვა. მთელ ბენდს გვინდოდა ეს კონცერტი ხალხს დამახსოვრებოდა, როგორც საუკეთესო აზიაში. ზუსტად ორსაათ ნახევარი ვილაყბეთ და დაახლოებით თვრამეტი სიმღერა შევასრულეთ. უკვე დრო იყო რეიჩელი გამოსულიყო, მაგრამ რადგანაც მას ეფექტური გამოჩენა უყვარს, აღარ დავაჩქარებ. Stand Up–ს ვმღეროდით, როდესაც მისი გავიგონე ხმა. მივიხედ–მოვიხედე, მაგრამ სცენაზე ვერ დავინახე, შემდეგ კულისებში შევიჭყიტე და იქ დამხვდა. მიკროფონი ყუზე დაემაგრებინა, მოკლესახელოებიანი ზედა ჩაეცვა. მანიშნა ჩუმად იყავიო. თავი ჩავხარე. ჩამეცინა.
მისამღერზე გადასვლისას რეიჩელი კულისებიდან გამოვარდა, თან ყირაზე გადადიოდა. ხალხს მოეწონა სანახაობა, მთავარიც ეს იყო.
მერე ისიც აგვყვა და როგორც ლონდონში "ცოცხალი პირამიდა" აქაც გავაკეთეთ. კონცერტი დავამთავრეთ. ის–ის იყო კულისებში უნდა გავსულიყავით, რომ ფანმა მოგვაძახა:
– მგონი One Direction ბოი ბენდი აღარაა. სამანტა ძალიან მოუხდა ჯგუფს, – რეიჩელს გაეცინა და გაწითლდა.
კულისებში ანნე (დედა) და ჯემა (და) დამხვდნენ. 
– ანნე! ჯემა! მომენატრეთ. როდის ჩამოხვედით ?! – რეიჩელი ჯემასთან და ანნესთან მივიდა და მათ გადაეხვია.
– კონცერტის დაწყებიდან ერთ საათში. მეც ძალიან მომენატრე სამანტა, – უთხრა ანნემ. მეც მივუახლოვდი მათ.
– მაპატიეთ, ცოტახნით დაგტოვებთ, – თქვა რეიჩელმა და გავიდა.
გამოსაცვლელად ხუთი წუთი დამჭირდა. უკვე საღამოს ათის ნახევარი იყო. ძალიან აცივდა. მინუს შვიდი გრადუსი იყო. ნელ–ნელა ფიქრებში ვიძირებოდი. ვფიქრობდი რეიჩელზე. ნეტავ მასთან შანსები მქონდა ?! თუ ჯერ კიდევ მაშინ დავკარგე როდესაც ელენზე ჯვრის დასაწერად ეკლესიაში შევდგი ფეხი ?! არა ელენზე ფიქრი აღარ მინდა!
გასახდელიდან გავედი. გადავწყვიტეთ რესტორანში წავსულიყავით და აგვეღნიშნა ეს დღე. მე რეიჩელის მოძებნა დამავალეს, მაგრამ ვერსად ვერ ვნახე. 
უცაბედად გასროლის ხმა გავიგე, უკან მივიხედე და ...

იმედია მოგეწონათ ♥
Love Your Anne ♥
კატეგორია: Book | ნანახია: 871 | დაამატა: HazzasBitch❤ | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 10

(2013-06-27 3:34 PM)
* 10 Diva♔   [Entry]
kargi tavi iyo an :)) momewona ♥
reichelma gaixsena 1D-stan rogori urtiertoba hqpnda,Harry da zayn room uyvarda?? Mama rodis moukvda?
saxeli ratom sheicvala(sheucvale :D)
intriga mouxda da male dadee biggrin ♥♥