მთავარი » 2013 » სექტემბერი » 4 » Beyonce ♥
1:26 PM
Beyonce ♥
Happy Birthdey  
Queen B
Happy 32ND Birthday BEY 



დღეს 4 სექტემბერს არის ყველზე ნიჭიერი მომღერლის  დაბადების დღე.... ♥
ბიონსე გახდა 32 წლის ^_^ ვულოცავ დაბადების დღეს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ მთელი გულით :))))



ეხლა შემოგთავაზებთ ამ უმშვენიერის ადამიანის ფოტოებს, გამონათქვამეს და ფაქტებს....


- ბიონსეს საყვარელი ტკბილეული შოკოლადია, მაგრამ მას გამორჩეულად უყვარს Kit Kat.
-ბიონსე იხსენებს: „6 წლის ვიყავი და ვთამაშობდი დედაჩემის კოსმეტიკით.. ლურჯი ჩრდილები მესვა, წითელი ტუჩსაცხი ნამდვილად კლოუნს ვგავდი, მაგრამ ვფიქრობდი რომ ლამაზი ვიყავი."


„თავისუფალ დროს ვატარებ დროს ჩემს ოჯახთან ერთად.
არანაირი სამუშაო, დისკუსიაც კი არაა სამუშაოს შესახებ."


„იცით, მე მაქვს დღეები როდესაც ვიყურები სარკეში და ვამბობ "ო ღმერთო ჩემო, ნეტავი შემეძლოს შევცვალო ეს ნაკვთი ან იქნებ ეს.." რაც უფრო შედიხარ ასაკში მით უფრო აცნობიერებ რომ არასრულყოფილებანი გხდიან შენ უფრო საინტერესოს."


ბიონსემ მშობიარობის შემდეგ თქვა: „ახლა ყველაზე ლამაზად ვგრძნობ თავს, იმიტომ რომ მე გავაჩინე ბავში. მე არასდროს არ მიგრძვნია რომ ამხელა დანიშნულება მექნებოდა დედამიწაზე."


„ნივთები რაც სულ მიდევს ჩანთაში ესენია: ტუჩსაცხი, სათვალეები, ჩემი სუნამო და საწოვარა!" 

ბის საყვარელი სიმღერა მისი შემოქმედებიდან არის 1+1.


„პროფესიის არჩევა არ გამიჭირდა... მე როცა პატარა ვიყავი მსურდა, რომ გამოვსულიყავი პარიკმახერი შემდეგ ექიმობაც მინდოდა, მაგრამ, როცა პირველად გავიგე, თუ რა არის სცენა, ვთქვი: მე მომღერლობა მსურს!" - იხსენებს ბიონსე.


-„კარიერის შექმნა ბევრ რამეში დამეხმარა... მაგალითად მე შევძელი დამეძლია ბევრი კომპლექსი!" 


-„მე არ ვფიქრობ რომ გამოვიყურებოდი ლამაზად ორსულობის დროს – მაგრამ ვინ ფიქრობს? როდესაც მქონდა ამხელა მუცელი პლიუს ვჭამდი ამდენს და ვიმატებდი, ჩემი გასქელებული ტუჩებით და ლოყებით , მე ძლივს ვაღიარებდი ჩემს თავს. მე ვცდილობდი რომ ამეწია ჩემი თმა მაღლა და გამეკეთებინა სათვალე როდესაც მივყავდი საავადმყოფოში, მეცვა ჩემი კატის ფეხსაცმელები რაზეც ახლაც კი მეცინება მაგრამ მშობიარობის საათების განმავლობაში სულ არ მაინტერესებდა როგორ გამოვიყურებოდი მთავარია რომ ღმერთმა მარგუნა იმის საშუალება რომ გამეჩინა ადამიანი."


-„როდესაც ხდები დედა, არ უნდა გადადო ყველაფერი გვერდზე. შენ შეგიძლია იყო დედა და მაცდური ქალი შენი ქმრისთვის. შეგიძლია იყო ძლიერი და ეწეოდე მძიმე სამუშაოს შენი შვილისთვის. შეგიძლია იყო სულგრძელი. შენ შეგიძლია გიყვარდეს შენი თავი და შენი ოჯახი. მინდა, რომ გავაზიარო ის გამოცდილება რაც მე მაქვს." 


-„თავისუფალ დროს მიყვარს ლანჩზე წასვლა ჩემს ფავორიტ პიცერიაში... 1 ჭიქა წითელი ღვინო და "Game of Thrones"–ის ყურება."

-„ჩემი თავი მაშინ მომწონს, როცა აბაზანიდან გამოვდივარ და ვგრძნობ, თუ როგორ სუნთქავს ჩემი კანი."


-„ფოტოსესიებში მონაწილეობის მიღება მაძლევს საშუალებას ახალ, სასიამოვნო სამყაროში ვიმოგზაურო... ეს ჩემთვის ძალზედ სასიამოვნო პროცესია..."

-„ცხოვრებაში მე ჩვეულებრივი ბიონსე ვარ სცენა კი ჩემი მეორე სახლია, სადაც მეორე ბიონსე იბადება!"


'ვოგი' გახლავთ ბიონსეს საყვარელი ჟურნალი.

-„ერთადერთი, რაც პრობლემების გადაჭრაში დამეხმარა, შემოქმედების შექმნა იყო."


-- დაღლილობის მოსახსნელად ბიონსე ხატავს… მას ხატვა გამორჩეულად დეკრეტული შვებულების დროს შეუყვარდა.

-- „ბლუ (ქალიშვილი) ჩემი საუკეთესო მეგობარი, საყვარელი ადამიანი და ცხოვრების აზრია!"


-- ბიონსეს ძალიან უყვარს ზღვა განსაკუთრებით მაიამის პლიაჟი და ის ხშირად ჩადის ხოლმე ფლორიდაში. ბიონსემ 2012 წლის ზაფხულში აკვალანგისტობაც სცადა და ზღვის ფსკერზე გაისეირნა

-„თუ ხარ შიშით შეპყრობილი არ იფიქრო ამ შიშზე. იფიქრე იმაზე, თუ როგორ დაძლიო ის"


-„დატკბით იმ განსაკუთრებულობით, რომელიც მხოლოდ თქვენ გახასიათებთ..."

-- ბიონსეს ერთერთი საყვარელი ფერი არის წითელი და მას არაერთხელ აღუნიშნია, 
რომ განსაკუთრებით მოსწონს ამ ფერის სამოსი და ისიც თვლის, რომ ყველას უხდება.







 











 
 
 
 
ნანახია: 1048 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3

(2013-09-06 11:49 PM)
ratomgac ar mevaseba es kali -_-\mara mec vulocav biggrin