მთავარი » 2013 » იანვარი » 16 » ბიგ ბენის ისტორია
9:59 PM
ბიგ ბენის ისტორია
ლონდონი


ლონდონი არის ინგლისის და გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი. ის გაშენებულია მდინარე ტემზაზე, ქალაქი ორი ათასწლეულის წინ დაარსეს რომაელებმა, რომლებმაც მას ლონდინიუმი უწოდეს. ძველი ლონდონის საზღვრები მოედნის გარშემო იყო გავრცელებული, მე-19 საუკუნის ბოლოს, კი სახელი ლონდონი მეტროპოლის განვითარებული მხარის გარშემო მიდამოებსაც შეეხო.


ლონდონი


ლონდონი წამყავნი, გლობალური ქალაქია, თავისი ძლიერი ხელოვნებით, კომერციით, განათლებით, გართობით, მედიით, ჯანდაცვით, მოდით, ფინანსებით, პროფესიული მომსახურებით, კვლევა-განვითარებით, ტურიზმით და ტრანსპორტით. ლონდონი მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) მიხედვით მე-5 უდიდესი ქალაქია.


ლონდონი


ქალაქის ისტორია იწყება რომაელების მიერ ლონდონიუმის დაარსებით. ლონდონის ისტორიული ცენტრია „სიტი", დაახლოებით XIX საუკუნიდან ლონდონს ეკუთვნის არა მარტო სიტის, არამედ მის გარშემო არსებული დასახლებებიც. 1965 წლის 1 აპრილს დაარსდა "დიდი ლონდონი". ლონდონმა ორჯერ უმასპინძლა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, 2012 წელს იგეგმება ოლიმპიური თამაშების მესამედ ჩატარება.


ლონდონი


ლონდონი დიდი ბრიტანეთის ფინანსური ცენტრია და მსოფლიო ფინანსურ ცენტრთაგან ერთ-ერთი. ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში. ქალაქს გააჩნია მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი სატრანსპორტო სისტემა. ჰითროუს აეროპორტი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში უცხოელ მგზავრთა რაოდენობით. ლონდონში არის მსოფლიოში ყველაზე მეტი, 480 უცხოური ბანკი. The New York Magazine-მა ლონდონი 21 საუკუნის მსოფლიოს დედაქალაქად დაასახელა.


ლონდონი


ბიგ-ბენი ეს არ არის კოშკის სახელწოდება. ბიგ-ბენი ეს არის ზარი რომელიც ამ საათის ციფერბლატის მიღმაა. ის 14 ტონას იწონის, მისი სიმაღლე 2 მეტრია ხოლო დიამეტრი 3. დღემდე ზუსტად არავინ იცის საიდან წარმოიშვა სახელი ’’ბიგ-ბენი’’. ერთი ვერსიით ის ბიგ-ბენის მშენებლობის უფროსის, ბენჟამენ ჰოლის პატივსაცემადაა დარქმეული. არსებობს მოსაზრება, რომ ზარის სახელი დედოფალ ვიქტორიას დროინდელი მოკრივე ბენჟამენ კაუნტთან არის დაკავშირებული. თავად ამ კოშკს კი რომლის უკან იმალება ბიგ-ბენი წმინდა სტეფანეს კოშკი ქვია. მისი სიმაღლე 96 მეტრია. ზემოთ ასასვლელად საჭიროა 334 საფეხურიანი ხრახნული კიბის ავლა (ტურისტებს კოშკის შენობაში არ უშვებენ).
საათის ციფერბლატი ისეა მოწყობილი, რომ ყოველი მხრიდან ჩანს დრო რომელსაც ის აჩვენებს.


ლონდონი


ბიგ-ბენის ისტორია დაიწყო 1844 წელს, როდესაც არქიტექტორმა ჩარლზ ბერიმ, ვესტმინსტერის სასახლის აღმშენებელმა, პარლამენტს სთხოვა გამოეყოთ მისთვის თანხა, რათა წმ. სტეფანეს კოშკზე საათი დაედგა.


ლონდონი


პარლამენტმა მისი თხოვნა შეასრულა იმ პირობით, რომ ახალი საათი, მსოფლიოში ყველაზე ზუსტი და დიდი იქნებოდა, ხოლო ამ საათის ზარის ხმა მთელ იმპერიას უნდა გაეგონა.


ლონდონი


განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ ინგლისში წარმოიშვა ახალი წლის ღია სურათებიანი ბარათებით მილოცვის ტრადიცია. პირველად ასეთი საახალწლო ბარათი 1843 წელს ლონდონში დაიბეჭდა.


ლონდონი


ლონდონი


ლონდონი


ლონდონი


ლონდონი


ლონდონი

Imgp1194--_large

Big-ben-england-lights-london-favim.com-609444_large

Tumblr_mgncernjdf1s28podo1_400_large

Tumblr_mgomxucz4r1qmo362o1_500_large

Tumblr_mgolg4acxw1qmo362o1_500_large

530660_328569963914763_699979540_n_large

Tumblr_mgo7jssjzf1s22wjxo1_500_large

Tumblr_mfg2g9ktjm1s0xjvpo1_500_large

Tumblr_mgpembthe21ratheuo1_500_large
კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 1439 | დაამატა: YoungGal❤ | რეიტინგი: 4.0/2
სულ კომენტარები: 3

(2013-02-06 5:09 PM)
cool <3