2:58 PM Blue Is The Wormest Color | |
Blue is the Warmest Color / ცისფერი - ყველაზე თბილი ფერი ფილმი დაფუძვნებულია გრაფიკულ ნოველაზე სახელად " ცისფერი ანგელოზი" რომლის ავტორია ფრანგი ნოველისტი ჯული მაღო. 3 საათიანი ფილმი ჰომოსექსუალურ ურთიერთობაზე დიდი სალაპარაკო თემა გახდა ევროპაში და ჰოლივუდში რადგან ფილმი მოიცავს გრძელ, ინტენსიურ ეროტიკულ სცენებს, გოგონების მონაწილეობით. ფილმის მთავარი გმირი, ადელი, ჩვეულებრივი გოგოა ჩვეულებრივი აზროვნებით. მისი აზრით ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს: ბიჭი უნდა ხვდებოდეს გოგოს. მაგრამ მისი ცხოვრება გადმოტრიალდება როდესაც ის გაიცნობს ემას, ცისფერ თმიან გოგოს. დროთა განმავლობაში მათი ურთიერთობა გაუმჯობესდება და მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, თუმცა ცხოვრება სირთულეებითაა სავსე და მათ ურთიერთობაში ბევრი გარდატეხა ხდება. მოვლენების შთამბეჭდავი და ინტენსიური ცვლილებები ხდის ფილმს უზომოდ საინტერესოს და ამაღელვებელს. კანის ფესტივალზე ჟიურად ბევრი ცნობილი ადამიანები იყვნენ რომლებმაც ასეთი კომენტარები დატოვეს ფილმის ნახვის შემდეგ: "გასაოცარი იყო... ჩვენ ფილმისა და მსახიობების ჯადოს ქვეშ ვიყავით მოქცეულნი"- სტივენ სპილბერგი "მგრძნობიარე, მომაჯადოებელი იყო. ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ფილმის სიყვარულის შესახებ რაც ოდესმე მინახავს" - კარენ დურბინი "მსახიობები, ადელი და ლეა უსაზღვროთ გამბედავი და უშიშრები არიან" - ჯასტინ ჩანგი "შესანიშნავი იყო. ეს ყველაზე შესანიშნავი სასიყვარულო ისტორია არის 21 საუკუნეში." - ენდრიუ ოჰეჰირი IMDB-ზე მისი რეიტინგია 7.7 Trailer XoXo Your Chu♡Pa ცოტა ისეთი ფილმია მაგრამ საინტერესო ჩანს :D (არ ჩამქოლოთ) და მე პირადად ველოდები როდის შეგვეძლება ჩვეულებრივ მოკვდავებს ამ ფილმის ნახვაა :D | |
|
სულ კომენტარები: 6 | |
|