მთავარი » 2013 » მაისი » 23 » ბოლო ზარი.
10:02 PM
ბოლო ზარი.
პირველ რიგში , მინდა ვთქვა , რომ ეს კონკურსი მართლა ძალიან მომეწონა . 
მეთორმეტე კლასელების შემხედვარემ მეც ვიფიქრე ამ თემაზე ბევრი ..
ბანკეტი .. სკოლის დამთავრება .. 
მოკლედ , იმედია მოგეწონებათ . 
დააკომენტარეთ 




გამარჯობათ.მე გვანცა ვარ. ვსწავლობ 53-ე სკოლაში და ვარ მეთორმეტე კლასში.
ხვალ სკოლას ვამთავრებ და ბოლო ზარი მაქვს.
ალბათ მიხვდით რა დღეშიც ვარ ახლა. ძალიან ვნერვიულობ.
ხვალ მოვშორდები ადგილს სადაც ძალიან ბევრი რამე ვისწავლე და 
ფაქტიურად , იმ ადგილს სადაც გავიზარდე.



სკოლა .. ეს არის ადგილი სადაც ვისწავლე ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ არა.
როგორ უნდა გავარჩიო ადამიანები ერთმანეთისგან . 
სკოლამ ძლიერიც კი გამხადა რაღაც მომენტში . 
რადგან იყო დეპრესიის მომენტები , მომენტები როდესაც ჩემ თავს ვერ ვიტანდი და
ჩემი თავი იდიოტი მეგონა , ერთი სული მქონდა როდის დადგებოდა ეს დღე და სკოლას დავამთავრებდი მაგრამ ახლა სხვანაირად ვფიქრობ . 



არასდროს მეგონა თუ იმ ფიქრებს ვინანებდი , ვინანებდი იმ დღეებს როდესაც სკოლას ვერ ვიტანდი და უმიზეზოდ ვაცდენდი . 
შენობა სადაც გავიზარდე , მერე რა , რომ მიჯაჭვული ვიყავი სკოლის წიგნებს , რომელსაც ბავშვები სკოლის მაკულატურას ეძახდნენ .. 
მთავარი ის არის რომ ვნანობ , მაგრამ დროს უკან ვეღარ დავაბრუნდებ .



მუცელში პეპლები დაფრინავენ და სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის.
ვუყურებ განათებულ ქალაქს , კაი დრო გასულა უკვე თენდება , მაგრამ მე მაინც არ მეძინება. ხვალ ვიცი რომ მძიმე დღე მელოდება მაგრამ მაინც არ მეძინება.
რატომ? იმიტომ რომ თავში სულ ის კარგი და ცუდი მოგონებები მიტრიალებს რომლებსაც სკოლის შენობა ინახავს .. 
გამახსენდა ჩემი დადებული პირობები. ორშაბათიდან კარგად სწავლას ვიწყებ,ახალი წლიდან მაგრად ვისწავლი , მაგრამ არცერთი მათგანი არ გამომსვლია რადგან
ყოველთვის ჩვეულებრივად ვსწავლობდი არც ცუდად არც კარგად.



გამახსენდა სკოლის საშინელი იაზვა და სწერვა ბავშვები,მაგრამ გამახსენდნენ ისინიც 
ვინც გვერდში ბოლომდე მედგა. გამახსენდა ყველა მიღებული ათიანი და ორიანი.
გამახსენდა ყველა გაკვეთილი საიდანაც გამომაგდეს .
გამახსენდა ყველა დაგვიანებული დილა სკოლაში და ბავშვების სახეები .
ისე იყურებოდნენ თითქოს კლასში სისხლიანი დანით შევვარდი .
გამახსენდა ყველა ჩაგდებული და შემდგარი შატალო .
რა დალევს მოსაყოლს , მაგრამ ერთი სიტყვით ვიტყვი რომ ყველაფერი გავიხსენე და
თვალზე ცრემლი მომადგა .



ყველაზე მწარედ მახსოვს ხალხი რომელიც უმიზეზოდ ვერ მიტანდა და ასეთც ძალიან ბევრი იყო. ვერ მიტანდნენ მაშინ როდესაც მათ არც კი ვიცნობდი და არანაირი მიზეზი არ მიმიცია ასეთი დიდი ზიზღისა და სიძულვილისთვის.
ხვალ ჩემი ბოლო ზარია. 
როგორ მიხაროდა არდადეგების დაწყება , მაგრამ როგორ ვნერვიულობდი ყველა გამოცდაზე.
ის ჟრუანტელი რომელიც გამოცდის წინ მიპყრობდა და მუცელს მატკიებდა.
გამოცდაზე შესვლისას პირჯვრის გადაწერა და პასტის ნერვიულად თამაში.



ადრე მახსოვს , როგორ ვამბობდი რომ მათემატიკის ფესვი არაფერში გამომადგებოდა.
ეს იყო ერთადერთი რაშიც მართალი აღმოვჩნდი.
გული მწყდება. მივხვდი რომ გავიზარდე და ეს დრო ყოველთვის მომენატრება.
ადრე მახსოვს , მეუბნებოდნენ ამ დროს ნუ დაკარგავ , თორემ მოგენატრება და მერე გვიანი იქნებაო. და ასეც არის , უკვე გვიანია ამაზე ფიქრი .







როგორც იქნა გათენდა. უკვე 7 საათია და უნდა მოვემზადო.
დღეს განსხვავებულად უნდა მოვემზადო. 
დღეს სკოლას ვამთავრებ.
სასწრაფოდ წამოვხტი ვანაში შევვარდი , მოვწესრიგდი შემდეგ ჩემი ტანსაცმელი ავარჩიე და თეთრი საროჩკა ჯინსები და კეტები ჩავიცვი.
ჩემი პატარა ქლაჩი ავიღე სადაც ერთი მარკერი ტელეფონი ფული და სალფეტკები ჩავდე. ეს უკანსაკნელი მაინც ყოველი შემთხვევისთვის.
სკოლის გზას დავადექი. ფიქრებში გართული მალე მივედი.
სკოლის შენობის წინ ვიდექი და უაზროდ მივშტერებოდი ..
ტანში ისევ ის ნაცნობი ჟრუანტელი მივლიდა , ყველაფერმა უცებ გამირბინა გონებაში და ნაბიჯი გადავდგი , სკოლაში შევაბიჯე.



ბავშვები ერთმანეთს ვულოცავდით , ვკოცნიდით , საროჩკებზე და მაისურებზე რაღაცეებს ვაწერდით. ყველა ბედნიერი იყო და ყველას სახეზე ღიმილი ეხატა.
დირექტორმა სათითაოდ ყველას გადმოგვცა სიგელები და მოგვილოცა.
შემდეგ სააქტო დარბაზში ყველამ სიტყვა წარმოვთქვით და მადლობა მოვუხადეთ მასწავლებლებს იმისთვის რომ გაგვზარდეს და განათლება მოგვცეს.



სურათები გადავიღეთ შემდეგ კი ზარი დარეკეს . ბოლო ზარი , ხმა რომელიც მომენატრებოდა.
ემოციებს ვერ გადმოვცემდი ამეტირა , ყველა ტიროდა.
ყველას სიხარულის ცრემლები ედგა თვალში. ყველა მიხვდა რომ ის პატარა გოგო/ბიჭები აღარ ვართ ვინც ვიყავით როდესაც ამ შენობაში შემოვდგით ფეხი.
მაინც მიხაროდა. მიხაროდა , რომ გავიზარდე.
მიხაროდა რომ ცხოვრების რაღაც ეტაპი გავიარე და ერთი ნაბიჯი გადავდგი წინ ,მომავლისკენ.








კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 1534 | დაამატა: Королева♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 7

(2013-05-24 7:39 PM)
* 7 BitchyBekah   [Entry]
Bavshvebo didi madloba rom mogetsonat gamikharda <3
Queen A martla? romel klasshi ? me merve meekvseshi.