მთავარი » 2013 » ნოემბერი » 30 » Book Lovers
8:36 PM
Book Lovers
ანუ იმათთ ვისაც უყვარს კარგი წიგნების კითხვა ყოველ კვირა დღეს დავდებ ახალ-ახალ წიგნებს და მათზე ინფორმაციებს! იმედია მოგეწონათ ჩემი იდეა და წაიკითხავთ ჩემს მიერ შერჩეულს წიგნებს!

ენტონი ბერჯესი – "მექანიკური ფორთოხალი”



ალეკსი თინეიჯერი ნაძირალაა, რომელიც თავის ბადასთან ერთად კლავს, აუპატიურებს, იპარავს, ურტყამს, ძარცვავს, აკეთებს იმას, რაც მოუნდება, სინანულის მსგავსიც კი არაფერი ჩანს, მთავარია უნდა. მორიგი ძარცვის დროს დააპატიმრებენ. 

ციხეში ყოფნის პერიოდი მეორე თავია. იქ სულ სხვა ალექსი გვხვდება,  თითქოს უფრო მორჩილი, კაპელანსაც უსმენს, სახარებას ფურცლავს. როგორი იმედი მქონდა, ახლა მაინც იქნებ რამე ღირებული გაიგონოს და დაფიქრდეს-მეთქი, ოხ როგორ მძულდა ეს სადისტი ლაწირაკი! ახია მეთქი მაგაზე, ციხიდან არ უნდა გამოუშვას კაცმა. ადამიანი, რომელსაც სიბრალულის ოდნავი გრძნობა მაინც არ აქვს, სადმე იზოლირებულად უნდა ცხოვრობდეს- მეთქი. კლასიკური მუსიკა უყვარს და ეს მაძლევდა იმის ფიქირის საშუალებას, რომ ოდესმე მასში დადებითს დავინახადი.

მერე ექსპერიმენტზე დათანხმდა და მეც ჩემი განწყობებიანად ამომატრიალა. ”ბოლოს ყველა თავის სიყვარულს კლავსო”, მუსიკაც მოაკვლევინეს

"ადამიანის ბუნებას ვერავითარი მეთოდებით  ვერ გააუმჯობესებ, კეთილიცა და ბოროტიც შინაგანი ამბავია და ღვთისშვილს არჩევანის უფლება თუ არ აქვს, იმას ადამიანიც აღარ ეთქმის,” - ეუბნება კაპელანი წასვლამდე. ვერ მიხვდა.  ალეკსი უგრძნობი გახადეს, თან ეს ექსპერიმენტი წინასაარჩევნოდ ქულების დასაწერად გამოიყენეს (ნაძირლებზე მეტად პოლიტიკა მძულს). ამ ნაწარმოების ალბათ კულმინაცია სახლში მისვლის ეპიზოდია, როცა მის ადგილას სხვა ხვდება, როცა მშობლებსაც ვერ არწმუნებს, რომ ცუდის გაკეთება უბრალოდ არ შეუძლია, როცა ეზედმეტათ და სახლიდან გააგდეს. მე მეცოდება.

მერე გემოზე ნაცემი "იმ ჩემის მწერალთან” აღმოჩნდება, "მექანიკური ფორთოხალი” რომ დაწერა. ესეც მესამე ეპიზოდი

"ყოველგვარი სასჯელი ჩადენილი დანაშაულის საზღაური უნდა იყოს შენ კი ათმაგად გაზღვევინეს პიროვნების მაგივრად რაღაც უნებო არსებად გაქციეს და საკუთარი არჩევანი აღარ გაგაჩნია,” ვითომ ეხმარება, სინამდვილეში ისიც თავისი ინტერესებისთვის იყენებს. არ ვიცი 60-იანებში როგორ იყო, მაგრამ ბერჯესის ამ ნაწარმოებს ამდენი ხანია აქტუალურია  და ახლა მგონი მეტი ადამიანი გრძნობს თავს "მექანიკურ ფორთოხლად”. ამ წიგნის წაკითხვის მერე გავაანალიზე რამხელა მნიშვნელობა აქვს არჩევანის თავისუფლებას.

ალეკსი ბოლოს ჩვეულებრივი გახდა.. პირველად მივხვდი ლენჩს ნაძირალა რომ სჯობს.სულ უფრო ძნელია თავი დააღწიო სხვათა მანიპულაციებს და თავისუფალი ნებით იმოქმედო. მუდმივად გავლენების ქვეშ ხარ და სხვათა ინტერესებს ეწირები. მომავლის წიგნიაო  და 50 წლის შემდეგ ეს პროცესი კიდევ გრძელდება, ნეტა სადამდე მივალთ.

ყველაზე აღსაშფოთებელი ისაა, რომ თვალებში გიყურებენ და გარწმუნებენ, თითქოს შენზე ზრუნავდნენ, არადა გიყენებენ. ამგვარ ხალხზე უფრო ნაძირალა არამგონია ალექსის მსგავსი თინეიჯერები იყვნენ.

მთავარი ისაა, რამ გააბოროტა ეს ბავშვები, საიდან ამდენი აგრესია. ამ დროს არც დასჯა შველის, არც მკურნალობა, თუ არ იცი ქცევის გამომწვევი მიზეზი, ისე ვერ გამოასწორებ.

კატეგორია: Book | ნანახია: 1103 | დაამატა: Glamour_chill | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 121 2 »

(2013-12-03 7:58 PM)
* 12 PrincesS♥   [Entry]
ეს მოკლე შინაარსი და მოსაზრება ალბათ შენი დაწწერილია.. მოკლედ ისე მომეწონა რო წაკითხვა მომინდა :დ