2:55 PM Books | |
Books წიგნები...წიგნები...წიგნები... არ არსებობს ადამიანი კითხვა რომ არ უყვარდეს . ყველა კატეგორიის პიროვნებისთვის გამოიძებნებაწიგნი ,რომელიც ძალიან დააინტერესებს. 'ოთახი წიგნების გარეშე სხეულს ჰგავს, სულის გარეშე' "ყველაფერი მოირყვევა ამ ქვეყანაზე, სიყვარული კი არა.სიყვარულს გზას ვერ აუბნევ, თუკი ჭეშმარიტი სიყვარულია და არა უდღეური, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბორძიკობს და სულს ღაფავს ხოლმე." (ჯეკ ლონდონი–"მარტინ იდენი") "წიგნებში განა ყველაფერია რასაც თქვენ ეძებთ? იგი ყველგან უნდა ეძებოთ – ძველი გრამაფონის ფირფიტებში, ძველ კინოფილმებში, ძველ მეგობრებში.. ეძებეთ ბუნებაში, საკუთარ თავში! წიგნები მხოლოდ ერთ–ერთი ვრცელი საცავი იყო, სადაც იმას ვინახავდით რისი დავიწყებისაც გვეშინოდა. წიგნებში არავითარი ჯადოსნობა არ არის. მხოლოდ მათი ნათქვამია ჯადოსნური. მხოლოდ ის, რომ ისინი ნაკუწებისგან მთლიან სამყაროს გვიკერავენ” (რეი ბრედბერი-"451 გრადუსი ფარენჰაიტით") ''დიახ,ჩვენს საუკუნეში ყველაფერი გაუფასურდა. ადამიანსა და ქაღალდის ხელსახოცს ერთი ფასი აქვს. შეგიძლია ცხვირი მოიწმინდო ადამიანით, დაჭმუჭნო, გადააგდო. მერე მეორეს წასწვდე, თითზე შემოიხვიო, ნესტოები გამოიწმინდო და გადააგდო.'' (რეი ბრედბერი-''451 გრადუსი ფარენჰაიტით'') "კარგი აზრი ხომ ყოველთვის მაშინ მოგდის კაცს თავში, როდესაც უკვე გვიან არის." (ერიხ მარია რემარკი-''ჟამი სიცოცხლის და ჟამი სიკვდილისა'') | |
|
სულ კომენტარები: 4 | |
|