მთავარი » 2014 » იანვარი » 25 » Born To Die (თავი 2)
11:43 AM
Born To Die (თავი 2)

Born To Die

(თავი 2)

მოთხრობა დაიდება კვირაში 2-3-ჯერ.

გთხოვთ დააკომენატარეთ .


უცებ ხიდან რაღაცა ჩამოხტა... გული გამალებით მიცემდა... უცებბ...

კატაა, ჯანდაბა... მე კიდევ როგორ შემეშინდა.

შიშით მივედი სახლში, აწ ერთადერთი მოსახლე ამ სახლისა . :დ

ზემოთ ავირბინე, შხაპი მივიღე. უკვე 11 საათი იყო. ლოგინში ჩავწექი, ლეპტოპი ავიღე და ინტერნეტში შევედი. ცოტა ხანში ლეპტოპი გამოვრთე და დავიძინე.

დილით მობილურის ზარმა გამაგვიძა, დედა იყო.

-როგორ ხარ ჩემო გოგო?-დედა.

-კარგად შენ დეე? როგორ იმგზავრე

-კარგად. იცი? ბევრი ვიფიქრე და შენი მარტო დატოვება კარგი აზრი არ იყო მემგონი.

-კაი რა დეე, ჩემს თავს მარტოც მოვუვლი.

-ამის იმედი მაქვს. კარგი ახლა სკოლაში წასვლის დროა, იცოდე კარგად ჭამე და ისე წადი.

-დეეე, არ მოგბეზრდა?

-კარგი რა ჰელ, ხომ იცი როგორი გამხდარი ხარ?

-კაი დე აუცილებლად შევჭამ, თან დღეს სუპერმარკეტებშიც გავივლი.

-კარგი, ჰო და კიდევ, უფლებას გაძლევ შენი მანქანით ისარგებლო, ოღონდ ფრთხილად იყავი და მამაშენის საფლავზე ღამეებს ნუ გაათენებ ხოლმე, მე 4 დღეში ჩამოვალ მოსანახულებლად.

-მიყვარხარ დდეეეე.

-მეც ძვირფასო

მობილური გავთიშე და ქვემოთ ჩავედი. მაცივარი გამოვაგე და... 1 ცალი კვერხი ... როგორც ჩანს შესანიშნავი საუზმე მელის :(.

ლიზას დავურეკე და ვუთხარი, რომ არ შეწუხებულიყო და არ გამოევლო ჩემთან, რადგან დღეს სკოლაში ცემი მანქანით მივდიოდი.

გარეთ გამოვედი . კარები გასაღებით ჩავკეტე და წამოვედი.

როგორც კი სკოლაში მივედი მაშინვე გამახსენდა, რომ დავალებები არ მქონდა დაწერილი, თუმცა გუშინ როგორ უნდა მემეცადინა როცა ამდენი რამე მოხდა.

პირველი ბიოლოგია გვქონდა.

კლასში დაგვიანებით შევედი, უხმოდ დავჯექი ლიზას გვერდზე და გადავჩურჩულე დავალება არ მაქვს და არც გაკვეთილი მისწავლი-თქო.

-ამდენი რა სალაპრაკო გაქვთ მის ბენქს? - მომართა მე.

-იცით ? არაფერიი... უბრალოდ მე მინდოდა მეკითხაა...

-კარგი , თუ ლაპარაკისგან თავს ვერ იკავებ შეგიძლია გაკვეთილი მომიყვე.

-არ ვიცი.

-როგორ თუ არ იცით?

-როგორ და არ ვიცი და მორჩა. ნუტუ ამის გაგება შეუძლებელია?

-როგორ ბედავ? ახლავე დაბრძანდი. ორიანი.

-მადლობ.

-მეტლიკინებით კიდეც? ხვალ მშობელს მოიყვანთ .

-არავისაც არ მოვიყვან. დედა აქ არ არის.

-მაშინ მამას.

-მას მამა არ ჰყავს-თქვა ჩემმა კლასელმა მიკიმ.

ამ დროს ცრემლები ვერ შევიკავე, ჩანთან ხელი დავავლე და გარეთ გავვარდი.

მივდიოდი , მარტო, მხოლოდ ჩემს გრძნობბებთან ერთად, ჩემთვის გულში მამას ვესაუბრებოდი, ისიც პასუხებს მაძლევდა.

ვბრაზობდი ყველაზე . 'მამა არ ჰყავს' სულ ეს სიტყვები ჩამესმოდა ყურში. სათქმელად ადვილია, მაგრამ მტკივა,მტკივა გული , სასტიკად მტკივა, ნუთუ ამის გაგება ასე რთულია?

გადავწყვიტე სასაფლაოზე ასვლა. ავედი კიდეც. მამას საფლავზე მუხლებით დავემხე და მწარედ ავტირდი. არავინ იყო, რომ დავემშვიდებინე, დავკარგე მამა, მამასთან ერთად დედა და ძმაც.

ამდენ ტკივილს ალბათ ვეღარ გავუძლებ. უცებ ვიღაცის მტკიცე ხელები ვიგრძენი, შემოვტრიალდი და თითქოს ნაცნობი სახე დავინახე. თვალები ცრემლებიც მქონდა სავსე ამიტომ ვინაობის გარჩევა გამიჭირდა, ცრემლები მოვიწმინდე და მაიკი დავინახე.

-გთხოვ ნუღარ ტირიხარ.-მაიკი

-კი , მაგრამ ძნელია მის გარეშე, ნუთ არ გესმის.

-ჩემზე კარგად შენი ახლა არავის არ ესმის. მინდა რაღაც გითხრა, მაგრამ მოდი სკამზე ჩამოვსხდეთ.

არ ვიცი რატომ, მაგრამ მასთან თავს დაცულად ვგრძნობდი, ამიტომაც უჩუმრად მივედი სკამთან, დავჯექი და სულგანაბული ვუსმენდი.

-არ ვიცი ამას რატომ გიყვები, ალბათ იმიტომ, რომ გეტყობა, შენც ჩემსავით სასოწარკვეთილი ხარ. 1 წლის წინ ჩემი უმცროსი 14 წლის და მძიმე ავადმყოფობით დამეღუპა. მის დაკარგვას ძალიან განვიცდი. თავს დამნაშავედ ვგრძნობ რადგან ვფიქრობ,რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალია, რადგან მალე,რომ გამეგო ამ დაავადებაზე მისი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა.

-ვწუხვარ.

-მაგრამ რას ვიზამთ?! მართალია ის დაიღუპა , მაგრამ ვიცი,რომ ის ყოველთვის ჩემს გულში იქნება, ყოველთვის. გირჩევ, რომ შენც ასე იფიქრო. მამაშენი ყოველთვის შენთან იქნება. ყოველთვის, გესმის?

-კი მესმის.

მისმა სიტყვებმა ნუგეში მომცა. მართლაც , დავფიქრდი და მივხვდი,რომ მამას არ მოეწონებოდა ჩემი ტირილი ყოველწამს.

 

-ახლა მითხარი სად ცხოვრობ , რომ მიგაცილო.

-იცი არ მინდა , რომ შეგაწუხო.

-რა შეწუხებაა?

-მაშინ კარგი.

მის მანქანამდე ფეხით მივედით. მანქანაში ჩავჯექით. ხმა არ ამოგვიღია. დროდარო მის ლამაზ სახეზე თვალს გავაპარებდი. ის ისეთი ლამაზი იყო, რომ  თვალსაც მჭრიდა.

სახლამდე მიმიყვანა, ერთმანეთს დავემშვიდობეთ.

არაფრის თავი არ მქონდა. დავჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი, უცებ ზარის ხმა გავიგე. გავაღე და ლიზა დავინახე.

-შენი მანქანა მოვიყვანე და ყავა მოგიტანე.

-მადლობა ლიზ.

-არაფრის თქმას არ აპირებ?

-კი, შემოდი.

ლიზა სახლში შემოვიდა. სავარძელზე დაჯდა.

-დღეს , მასწავლებელს , რომ უთხარი დედაჩემი შინ არ არისო სად წავიდა თუ საიდუმლო არ არის? -ლიზა

-გუშინ აქ ჩემი ძმა იყო ჩამოსული. თავის 'საცოლესთან' ერთად. მათ დედა ბრიტანეთში წაივანეს, წესით და რიგით მეც უნდა წავსულიყავი, მაგრამ დედა დავარწმუნე, რომ აქ უფრო საჭირო ვიყავი.

-კიდევ კაი თორემ უშენოოდდ მოვიწყენდი. მოდი ჩაგეხუტოო.


-მოიცა, ეს ყველაფერი არ არის. სასაფლაოზე ერთი ბიჭი გავიცანი მაიკი ჰქვია, ის ისეთი თბილია, კეთილია , სათნოა .

-ააჰჰ ეს მზერა მეცნობა ჰელ.

-არა , მე ის არ მიყვარს, ბოლობოლო გუშინ გავიცანი,თან ჯერ ამისთვის არ ვარ მზად.


 მოკლ აღწერა გაალამაზა : Lanaholic▲

კატეგორია: Book | ნანახია: 1090 | დაამატა: Tamo | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 121 2 »

(2014-01-27 11:23 AM)
* 12 Chu♡Pa   [Entry]
dzaaan kargia ))
momewona da male dade