მთავარი » 2013 » მაისი » 17 » ჩანახატები (2)
10:12 PM
ჩანახატები (2)


ოცნება.


ოცნებას კაცი არ მოუკლავსო ნათქვამია და ვეთანხმები კიდეც! ოცნება არსებობს რელური და არარეალური, ანუ ოცნება რომელიც შეიძლება ახდეს და ოცნება რომელიც ფანტაზიასთან უფრო ახლოსაა ვიდრე რეალობასთან, თუმცა არსებობს მესამე ვარიანტიც, ესაა ოცნება რომელიც ცხოვრების მიზნად იქცევა და შემდეგ მისი მიმართულებით იწყებ მოძრაობას. როდესაც ადამიანი ოცნებას იწყებს, ამით ახდენს რეალობის გადატანას ფანტაზიაში და ამ ორი რამის შერწყმის შედეგათ იბადება ოცნება… შეიძლება ითქვას რომ ოცნება ფანტაზიისა და რეალობის საზღვარია რომელიც გაძლევს საშუალებას რეალური ცხოვრებიდან შენს მიერ შექმნილ ცხოვრებაში გადანაცვლებას, იყო სხვა ადამიანი გქონდეს სხვა შესაძლებლობები და ა.შ. 



კარგ ოცნებას კარგი ფანტაზიის უნარი ჭირდება… თუ გაქვს კარგი ფანტაზია და რეალობის ზუსტი აღქმის უნარი, შეგიძლია თამამად შექმნა შენი ოცნება, თანაც საკმაოდ რეალური. იქ სადაც შეგეძლებ ნივთების რეალურად აღქმა, შეხება, შეგრძნება და ა.შ. ოცნება ეს ერთგვარი ხელოვნებაა რომელიც, ადამიანს ათავისუფლებს ბევრი ტკივილისგან, საშინელი რეალობისგან,არასრულყოფილების კომპლექსისგან და ა.შ. ოცნებას თუ შევხედავთ ფსიქოლოგიური კუთხით მაშინ შეგვიძლია ვთქვათ რომ ის ადამიანს აძლევს იმის საშუალებას რაც რეალურ ცხოვრებაში ვერ შეძლო, მეორე ვერსიის თანახმად ადამიანი იმას, რასაც ცხოვრებაში ვერ აკეთბს, სიზმრის საშუალებით ახერხებს და ამით თავიდან ირიდებს ჩაკეტილობას, სიგიჟეს და ა.შ.



მზის უკანასკნელი სხივი

გოგონას გრძელ ხვეულ თმებ ქარი ნაზად ელამუნებოდა, მის ფეხის ტერფს ოკეანის მოტანილი ქაფიანი წყალი ფაქიზად ეხებოდა. გოგონა გასცქეროდა ზღვის ხედს, ტალღები ეხეთქებოდნენ ერთმანეთს,თითქოს რაღაც ვერ გაოყვოთ. ზღვა განრისხებული იყო, მისი მუქი ლურჯი ფერი გოგონას თვალებს მოგვაგონებდ, იმ თვალებს რომლიდანაც ცრემლები წამოვიდა და მლაშე ზღვის წყალს შეუერთდა. ცრემლები თანდათან გახშირდა,ზღვაც უფრო განრისხდა, გოგონა ტიროდა ზღვა ბობოქრობდა.


ნაბიჯი გადადგა, წყალი მას მუხლამდე წვდებოდა.მისი თეთრი კანის ფერი თანდათან გალურჯდა. გოგონამ მძიმედ ამოისუნთქა და უფრო ღრმად შევიდა ზღვაში, იგი ცხარე ცრემლებით ტიროდა, ბობოქარი ზღვის ტალღამ მძლავრად დაარტყა და უკან გადააგდო. გოგონა წამოდგა, მისი სველი ხველი თმის კულულებიდან წვეთებად ჩამოდიოდა ზღვის წყალი და ისევ ზღვას უერთდებოდა. იგი ისევ განაგრძობდა გულისდამწველ ტირილს,გოგონამ ცრემლები მოიწმინდა, ლურჯი თვალებიდან სევდამ გამოანათა. მან შეავლო თვალი ზღვაში ჩამავალ მზეს, რომლის სხივებიც სულ უფრო და უფრო ნაკლებად წვდებოდა ნაპირს. გოგონამ ამოიოხრა, თვალები დახუჭა ზღვის სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა. გადადგა ნაბიჯი... მეორე... მესამე, მოუმატა ნაბიჯების ინტენსიობას და ზღვისკენ მთელი ძალით გაიქცა. გადახტა, ზღვაც შეხვა თითქოს ელოდაო.ზღვა და გოგონა ერთმანეთს შეერწყნენ. გოგონა თავის ბოლო ძალებით მიაპობდა აბობოქრებული ზღვის ტალღებს. მისი გული აჩქარდა, გული ფეთქავდა საგულეში ვეღარ ეტეოდა და ბოლოს გულმა ვეღარ გაუძლო და შეწყვიტა ფეთქვა. შეწყდა ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე, მისი სხეული ნელნელა ზღვის ბნელ ფსკერს. 



მის სხეულს მეზღვაურნი ან მებადურენი აღმოაჩენენ და პოლიციას შეატყობინებენ. პიროვნების დადგენისას აღმოჩნდება რომ გოგონა 19 წლის იყო. რისთვის მოიკლა თავი? თვითმკვლელობას ხო მიზეზი სჭირდება? უიმედო სიყვარული? ნუთუ... ნუთუ ამან შეიწირა სათუთი არსება სიყვარულმა ეს გრძნობა ასეთი ძლიერი, მტანჯველი და საშიში ამავდროს ლამაზი და მშვენიერიცაა. მან იპოვა ტანჯვისგან გამოსავალი, გოგონამ სიმშვიდე ჰპოვა. ზღვას დამშვიდდა, დაწყნარდა გრძნობებისგან გაიცალა.



ბედნიერება.

ფოთლებს სიყვითლე გამოეპარათ..მალე ისინიც მოწყდებიან ხეებს და კიდევ ერთხელ,,ამ ზამთარს დარჩებიან ხეები შიშვლები.. ტყვიისფერ ჰაერში ნელ-ნელა მოფრინავენ ფიფქები და ცდილობენ როგორმე გადაათეთრონ ყველაფერი.. ცა მოღუშულია და სიცივისგან ლამისაა გადაიხსნას.. ირგვლივ ზამთრის,,თოვლის,,ახალი წლის სურნელი დგას.ნაძვები უსიცოცხლოდ გადაწვენილან და ელოდებიან თოვლიან განაჩენს. სახლები ყველას მოურთავთ,რათა შეიქმნან ახალი წლის განწყობა..დღეს ხომ 31 დეკემბერია ! ხალხი ერთმანეთში ირევა..ქუჩები გადატვირთულია. უკვე ბინდდება.ნისლი უფრო აძნელებს ხედვას..მანქანები ერთმანეთს ასწრებენ..ყველა ცდილობს,რომ ამ ახალი წლის საღამოს ქალაქი არ იყოს მოწყენილი.ყველაფერი ანათებს..ბავშვები გამოქცევიან მშობლებს და ბედნიერები ხტუნაობენ,დარბიან,ასაფეთქებლებს ისვრიან.. დიდი თუ პატარა ერთადაა .. მხოლოდ ერთი პატარა გოგონა დგას განცალკევებით და უყურებს ცას..მას როგორც ჩანს არ უნდა სხვა ბავშვებთან თამაში,ან უბრალოდ ვერ ბედავს მისვლას..გოგონას თვალებში აუღწერელი სევდა ჩანს,,თითქოს მისთვის ეს დღე ყველაზე უბედურიაო..ტანსაცმელი ერთიანად გაშავებული და დაგლეჯილი აცვია..სიცივისგან საწყალი კანკალებს.. მხოლოდ ერთმა ქალმა მოიფიქრა გოგონასთან მისვლა და გამოლაპარაკება.. -პატარავ რატომ ხარ ესე მარტო ? დედიკო სადაა? პატარამ ხმა არ ამოიღო .. ცოტახნით ქალმაც არაფერი უთხრა მხოლოდ უყურებდა.. -მე სახლი არ მაქვს,,ის ჩემი სახლი არ არის.. -დედიკო არ გყავს? -აღარ.. -სად არის დედიკო? -წაიყვანეს? -ვინ წაიყვანა? -ვიღაც კაცებმა.. -და რატომ? -არ ვიცი,გავიგე როგორ უთხრეს კაცებმა დედიკოს შენს შვილს ვეღარ ნახავო..გავეკიდე მაგრამ მანქანაში ჩაჯდნენ და ძალით წაიყვანეს დედიკო.. ქალს ცრემლები წამოუვიდა .. -ეს რამდენი ხნის წინ იყო ? -არ ვიცი..5-6 წლის წინ .. -შენ რამდენის ხარ? -12-ის. -და რამდენი ხანია გარეთ დადიხარ ესე მარტოდ მარტო ? -მე ქოხი მაქვს..მეთვითონ ავაშენე,როცა მივხვდი რომ არავის ვჭირდებოდი.. თქვენ რატომ ტირიხართ ? -პატარავ .. ეს მე ვარ,შენი დედიკო.. ის დედიკო,რომელიც 6 წლის წინ იმ კაცებმა წამიყვანეს,რომლებსაც ვუჩივლე ქურდობის გამო..მათ მომძებნეს და წამიყვანეს..მაპატიე .. -ქალმა საგრძმობლად უმატა ტირილს..ბავშვს აშკარად ეტყობოდა,რომ ხშირი ტირილისგან ცრემლებიც კი შემშრალი ქონდა.. ქალმა ჩაიხუტა ბავშვი ,,შემდეგ ხელში აიყვანა და სახლში წაიყვანა.. როგორც ჩანს ეს ბავშვიც ბედნიერი ,არა უბედნიერესი იქნებოდა ამ ახალ წელს.


ნარცისები 


მაშინ 16 წლის უბედური გოგო ვიყავი. დიდი ტკივილი იყო ჩემთვის დედ-მამის დაკარგვა, ძალიან დიდი ტკივილი. ამ ქვეყნად სრულიად მარტო დავრჩი. რათქმაუნდა მყავდა მეგობრები, მყავდა მოსიყვარულე დეიდა მაგრამ ისინი ვერ ავსებდნენ ჩემს გულში ცარიელ ადგილს. აღარ მინდოდა არაფერი, ძალიან ცივი, უკონტაქტო, უხასიატო გავხდი აღარ ვიყავი ის მხიარული მარია ყველაფერში კარგს რომ ხედავდა. Yველაფერი მქონდა, რასაც შეიძლება 16 წლის გოგო გაეხარებინა. Dდეიდა ყველაფერს მყიდულობდა რასაც მოვისურვებდი მაგრამ მე მაინც ცუდად ვიყავი. Gანა რას შეეძლო აენაზღაურებინა ჩემტვის ესეთი დანაკარგი? მეჩვენებოდა თითქოს ვერავინ მიგებდა, ვერავინ ხედავდა ჩემს ტკივილს. Dიდი ხანი ვაცდენდი სკოლას მაგრამ დეიდამ მაიძულა წავსულიყავი. სკოლაში ყველა უაზრო კითხვებს მისმევდა მისამძიმრებდა მე კი ეს ყველაფერი მაღიზიანებდა. Aრავის ყურადღებას არ ვაქცევდი ჩემი მერხი სულ ბოლო კუთხეში დავდგი და დავჯექი მარტო. Aრავისთან ლაპარაკი არ მინდოდა არც ჩემ მეგობრებთან. პირველმა დღემ უაზროდ ჩაიარა არ ვუსმენდი მასწავლებლებს არ გავდიოდი კლასიდან , ვიჯექი ჩემ მერხზე და ვფიქრობდი. მალე დადგა მატემათიკის გაკვეთილის დრო, ისედაც ვერ ვიტანდი ამ საგანს ეხლა ხომ საერთოD. ავიღე პასტა და მერხზე დავწერე ,, მიშველეთ უბედური ვარ’’. დაირეკა ზარი, ავიღე ჩანტა არავის არ დავემშვიდობე ისე გავედი კლასიდან. Nინი დამეწია და მითხრა: მარია ვიცი რომ ძალიან გიჭირს ახლა მეგობრის დახმარება გჭირდება , მინდა იცოდე რომ მე შენს გვერდით ვარ შენ ჩემთვის მეგობარზე მეტი ხარ. ცრემლები ვეღარ შევიკავე და ავტირდი ნინის მაგრა ჩავეხუტე. -კარგი კარგი მარია დამშვიდდი მე შენტან ვარ-ამ სიტყვებით ცდილობდა ის დავემშვიდებინე, მე კი მაინც ვტიროდი, ნინიმ სახლში მიმიყვანა, მაშინვე ოთახში ჩავიკეტე სურათების თვალიერება დავიწყე და უფრო ვტიროდი. კარზე კაკუნის ხმა გავიგე -ვერ გავაღებ--ვუთხარი ტირილით -ნინი ვარ გამიღე გთხოვ -მარტო მინდა ყოფნა -მარია დამშვიდდი და კარი გამიღე ავდექი და კარი გავაღე. ნინი შემოვიდა და თან ულამაზესი ფუმფულა სათანაშო შემოიტანა, რომელზეც ეწერა ,, მიყვარხარ დაიკო’’ . ძალიან გამიხარდა ეს საჩუქარი. ნინის მოსვლამ დამამშვიდა მაგრამ თავს მაინც ცუდად ვგრძნობდი. ნინი გვიანობამდე დარჩა და წავიდა, მე მალევე დამეძინა. დილით ტვალები დასიებული მქონდა, სკოლაში არ მინდოდა წასვლა მაგრამ ნინის ახალი მანქანა ჰქონდა ძალიან მთხოვა და წავედი. ნინი ჩემზე კარგ გავლენას ახდენდა მაგრამ მაინც კუთხეში მარტო ჯდომა ვარჩიე. ძალიან გამიკვირდა როცა ჩემი წარწერის ქვევით პასუხი დამხვდა ,, თუ შემიძლია აუცილებლად დაგეხმარები’’. გაოცებული ვიყავი მაგრამ ბევრი ფიქრის გარეშე დავწერე ,, ვინ ხარ>’’ ამ თითქოს უბრალო რაღაცამ ყურადღება სხვა რამეზე გადამატანინა, მოუთმენლად ველოდი პასუხს. ნინის უარი ვუთხარი სახლში წაყვანაზე , მარტო წავედი. სახლში არცერთი წიგნი არ გადამიშლია ჩემ სახლთან ახლოს ბაღში დავჯექი და ვფიქრობდი. სახლში გვიან დავბრუნდი და დავიძინე.

წყარო:week.ge








კატეგორია: ჩანახატები ♥ | ნანახია: 1741 | დაამატა: Lanaholic▲ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5

(2013-05-18 2:46 PM)
* 5 SoPii))   [Entry]
dzalian momewonaaaa <333
aiii raghacnairaddd damapiqrebeliii da sasiamovnod wasakitxi iyooo <3
imedia kidevv dadebbb aset chanaxatebbss <3