მთავარი » 2013 » მაისი » 3 » ჩანახატი.
7:13 PM
ჩანახატი.

ცარიელი ოთახი..ამაზრზენი სიჩუმე,რომელიც თითქოს მაშინებს. ოთხი კედელი, ერთი სკამი და ერთი ფანჯარა. ფანჯარა, ერთადერთი რამ რაც კვლავ მაკავშირებდა გარე სამყაროსთან. წვიმის წვეთები,რომლებიც გამალებით ეხლებოდა ფანჯარას და არღვევდა საშიშ სიჩუმეს. როგორ მინდოდა, უბრალოდ გამეგო ვინმეს ხმა, რომელიც პატარა იმედს მაინც ჩამისახავდა გულში,თუმცა არა. არაფერი არ ისმოდა. გული მტკიოდა. ის ნაწილი რომელიც ჯერ კიდევ ცოცხლობდა და მეც მაცოცხლებდა. მაგრამ მალე ალბათ ისიც მოკვდებოდა. ნელა წამოვდექი, ნაბიჯი გადავდგი. გამიხარდა, რომ ეს კიდევ შემეძლო.

 ფანჯარასთან უფრო ახლოს მივედი. მინდოდა ბოლოჯერ ჩამესუნთქა სუფთა ჰაერი. ფანჯარა ოდნავ გამოვაღე. ვიგრძენი თუ არა სახეზე ცივი ჰაერი, თვალწინ დამიდგა ყველა მოგონება:მშბლები, მეგობრები, "შეყვარებული" და ავარია. ავარია,რომელმაც შეიწირა ყველა, ყველა ჩემს გარდა. გამახსენდა ყველა დეტალი და თითქოს ის ცოცხალი გულის ნაწილიც მოკვდა,ყველა იმედი გაქრა. და ბახ. ყველაფერი დამთავრდა.




ძაან ნუ გამაკრიტიკებთ, პირველი ჩანახატია. თუმცა შენიშვნებს რათქმაუნდა მივიღებ :))

როცა გიპოვნი გთხოვ არასდროს გამიშვა . არასდროს დამტოვო . 
მე შენ მჭირდები , მე შენ მენატრები , მე შენ მიყვარხარ ..  დამიჯერე ჩვენ ერთად ვიქნებით სამუდამოდ , ოღონდ აქ არა , არა ამ სამყაროში , არა , იცი სად ? აი , იქ შორს , სხვაგან .
 მხოლოდ ამ დამპალ სამყაროში არა .



კატეგორია: ჩანახატები ♥ | ნანახია: 1004 | დაამატა: leluka | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5

(2013-05-04 12:24 PM)
* 5 leluka   [Entry]
dzalian didi madloba kvelas ! <33